Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: აზია-წყნარი ოკეანის ფილანთროპი მილიარდერები

by Salo Papalashvili
დეკემბერი 4, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes: აზია-წყნარი ოკეანის ფილანთროპი მილიარდერები
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-მა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ფილანთროპი მილიარდერების 2023 წლის სია გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის სიაში ჯამში 15 მილიარდერი მოხვდა, რომლებიც წელს გაღებული ქველმოქმედების მიხედვით საკმაოდ გულუხვები აღმოჩნდნენ. სია არ მოიცავს კორპორაციულ ქველმოქმედებებს, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული კომპანიებისა, სადაც აქციათა უმრავლესობის მფლობელს ძირითადად ერთი კონკრეტული პირი წარმოადგენს.

სექტემბერში, ლი კა-შინგმა, თავისივე ფონდის საშუალებით, ორ უნივერსიტეტს, სამედიცინო განათლებაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების განსავითარებლად, $7.7 მილიონი შესწირა. „ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტი“ (CUHK) და „ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი“ (HKU) დაფინანსებას სტუდენტების AI-ტექნოლოგიებში გადასამზადებლად, სასწავლო ინსტრუმენტების დასახვეწად და რობოტული ქირურგიის განსავითარებლად გამოიყენებენ. ლიმ თავისი ფონდი – Li Ka Shing Foundation-ი – 1980 წელს დააფუძნა და მას შემდეგ ძირითადად განათლებისა და ჯანდაცვის დასაფინანსებლად $3.8 მილიარდზე მეტი გამოყო.

ივნისში ენდრიუ და ნიკოლა ფორესტებმა Fortescue Metals Group-ის თითქმის $3.3-მილიარდიანი ღირებულების 20%-იანი წილი თავიანთივე ფილანთროპიულ ორგანიზაცია Minderoo Foundation-ს გადასცეს. Minderoo-სთვის 220 მილიონი აქციის გადაცემა, რომელიც წყვილის დაშორებამდე ერთი თვით ადრე მოხდა, ავსტრალიის ისტორიაში ერთი მხარის მიერ გაცემულ ყველაზე დიდ შემოწირულებად შეფასდა. ცნობისთვის, ფონდმა ოქტომბერში, ღაზის კონფლიქტში დაზარალებული მოქალაქეებისთვის $6.6 მილიონი, გასული წლის თებერვლის შემდეგ კი უკრაინისთვის $9 მილიონზე მეტი გამოყო.

მიმდინარე წლის გულუხვ ქველმოქმედებებს შორის მოხვდა იაპონელი ტაკემიტსუ ტაკიზაკის მიერ Keyence-ის $2.6 მილიარდის ღირებულების აქციების გაცემა ფინანსური პრობლემების მქონე სტუდენტების დასახმარებლად და Midea Group-ის დამფუძნებელმა ჰე სიანჯიანმა ჩინეთში სამეცნიერო კვლევების – მათ შორის AI-ისა და კლიმატური ცვლილების შესახებ – მხარდასაჭერად $410 მილიონი გაიღო.

განათლებისადმი მისი ურყევი ერთგულების სადემონსტრაციოდ, ინდონეზიელმა მილიარდერმა ლოუ ტაკ კვონგმა $73 მილიონი საჯარო პოლიტიკის სკოლისთვის გაიღო. ქველმოქმედება პოლიტიკის შემუშავებისა და საჯარო სამსახურის ლიდერობის შემსწავლელი პროგრამების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.

აზია-წყნარი ოკეანის მილიარდერებმა თანხები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან საბრძოლველადაც გაიღეს. New World Development-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიან ჩენგმა ჰონგ-კონგში დააფუძნა ფონდი, რომლის მიზანიც ბავშვების გონებრივი კეთილდღეობის მხარდაჭერაა. ხოლო ავსტრალიელმა მილიარდერმა ჯეიმს პარკერმა, რომელიც პირადად ებრძოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ამ სფეროში კვლევებისთვის გაიღო სოლიდური თანხა.

მიმდინარე წლის სიას ახალწვეულებიც ჰყავს, მათ შორისაა ინდოეთის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ნიჰილ კამათი. კამათი უორენ ბაფეტისა და ბილ და მელინდა გეიტსების ინიციატივით შექმნილი Giving Pledge-ის ხელმომწერებს შორისაა.

წარმოგიდგენთ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ფილანთროპი მილიარდერების 2023 წლის სიას. ცნობისთვის, სია მოცემულია ქვეყნების მიხედვით და არ ითვალისწინებს მათ რანჟირებას გაღებული ქველმოქმედების მოცულობით.

 

ავსტრალია

ენდრიუ ფორესტი – Fortescue Metals Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე, ასაკი: 62

ნიკოლა ფორესტი – Minderoo Foundation-ის თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე, ასაკი: 62

იაპონია

ტაკემიტსუ ტაკიზაკი – Keyence-ის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ასაკი: 78

ჩინეთი

ჰე სიანძიანი – Midea Group-ის დამფუძნებელი, ასაკი: 81

ტაილანდი

ვიკრომ კრომადიტი – Amata Corp-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ასაკი: 70

ინდოეთი

კუშალ პალ სინგჰი – DLF-ის თავმჯდომარე, ასაკი: 92

ინდონეზია

ლოუ ტაკ კვონგი – Bayan Resouorces-ის დამფუძნებელი, ასაკი: 75

სინგაპური

კვეკ ლენგ ბენგი – City Developments-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე, ასაკი: 82

ფილიპინები

რამონ ანგი -Miguel Corp-ის ვიცე-თავმჯდომარე, პრეზიდენტი და CEO, ასაკი: 69

ჰონგ-კონგი

ლი კა-შინგი – CK Asset Holdings-ისა და CK Hutchison Holdings-ის უფროსი მრჩეველი, ასაკი: 95

ინდოეთი

ნანდან ნილეკანი – Infosys-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე, ასაკი: 68

ავსტრალია

ჯეიმს პეკერი – Packer Family Foundation-ის დამფუძნებელი, ასაკი: 56

ახალი ზელანდია

გრემ ჰარტი – Rank Group-ის მფლობელი და დირექტორი, ასაკი: 68

ინდონეზია

ედი კუსნადი სარიაატმადჯა – Elang Mahkota Teknologi-ის თანადამფუძნებელი, ასაკი: 70

ინდოეთი

ნიკჰილ კამათი – Zerodha-ს თანადამფუძნებელი და ფინანსური ოფიცერი, ასაკი: 37

ჰონგ-კონგი

ადრიან ჩენგი – New World Development-ის აღმასრულებელი ვიცე-თავმჯდომარე და CEO, ასაკი: 44

Previous Post

Hindenburg-თან დავაზე სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, გაუტამ ადანის ქონება გაიზარდა

Next Post

ნოემბერში ინფლაციამ 0.1% შეადგინა

Salo Papalashvili

Next Post
ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში მე-13 ადგილზეა

ნოემბერში ინფლაციამ 0.1% შეადგინა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026

Recent News

Stake Casino – Quick‑Fire Slots & Crypto‑Fast Wins

ივლისი 12, 2026

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

ივლისი 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

ივლისი 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

ივლისი 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result