Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes: აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიები | SpaceX-ი რეიტინგში მთავარი დებიუტანტია

by Salo Papalashvili
November 15, 2023
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Forbes: აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიები | SpaceX-ი რეიტინგში მთავარი დებიუტანტია
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი კერძო კომპანიების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. ზედიზედ უკვე მესამე წელია, სიაში ლიდერობას აგრობიზნესის ამერიკული გიგანტი – Cargill-ი ინარჩუნებს. კომპანიის შემოსავლები 2023 ფისკალური წლის დასასრულისთვის (მაისი) რეკორდულ $177 მილიარდამდე გაიზარდა, რაც, გარკვეულწილად, მის მიერ განხორციელებული შესყიდვების დამსახურებაა. მიმდინარე წელს Cargill-მა სოიას გადამმუშავებელი ქარხანა Owensboro Grain Company და ქიმიკატების ბრიტანული მწარმოებელი Croda შეიძინა.

2023 წლის რეიტინგში მთავარი დებიუტანტი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაში არსებული სარაკეტო კომპანია SpaceX-ია. ნაწილობრივ ბოლო პერიოდში გაფორმებული მილიარდობით დოლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტების წყალობით, მასკის კომპანიის გეგმური შემოსავალი წელს სავარაუდოდ $4.6 მილიარდამდე გაორმაგდება. შემოსავლების ზრდის შედეგად, SpaceX-ი ამერიკის უმსხვილესი კერძო კომპანიების 2023 წლის რეიტინგის 11 ახალწვეულიდან ერთ-ერთია და სიაში 145-ე პოზიციას იკავებს.

რეიტინგის კიდევ ერთი დებიუტანტი კი უილიამ გოლდრინგის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია Sazerac-ია – 207-ე პოზიციით და $3 მილიარდის გეგმური შემოსავლით.

Cargill-ის შემდგომ, აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგში მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებს, გასული წლის მსგავსად, Koch Industries-ი, Publix Supermarket-ი და Mars-ი ინაწილებენ. 2022 წელს მეექვსე ადგილზე გადანაცვლების შემდეგ კი წელს კუთვნილი მეხუთე პოზიცია კვლავ ტეხასის სუპერმარკეტების ქსელმა H-E-B-მა დაიბრუნა. Koch Industries-ი მეორე პოზიციას $125-მილიარდიანი შემოსავლით იკავებს. სასურსათო მაღაზიების გიგანტი Publix-ის შემოსავალი მიმდინარე წელს უმეტესწილად 40 ახალი მაღაზიის გახსნის გავლენით, 13.6%-ით, $54.5 მილიარდამდეა გაზრდილი.

SpaceX-ს, Sazerac-სა და მიმდინარე წლის რეიტინგის ტოპ-ხუთეულს ერთი რამ აქვთ საერთო: მილიარდერი მფლობელები. საერთო ჯამში, რეიტინგში წარმოდგენილი კერძო კომპანიებიდან 59 მათგანი მილიარდერთა საკუთრებაა. მათ შორისაა დევიდ გრინის მიერ დაფუძნებული ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების ქსელი Hobby Lobby (No. 75), ენდრიუ და პეგი ჩერნგების Panda Restaurant Group-ი (No. 112) და რეინოლდ შმიდინგის საკუთრებაში არსებული სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Arthrex-ი (No. 184).

ცნობისთვის, ამერიკულმა Forbes-მა კერძო კომპანიების შეფასება 1985 წლიდან დაიწყო. მიმდინარე წლის სიაში ჯამში 258 კერძო კომპანია მოხვდა, 12-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს. Forbes-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი აშშ-ში დაფუძნებულ ფირმებს აერთიანებს, რომელთა შემოსავალმაც, ბოლო ფისკალურ წელს, $2 მილიარდს გადააჭარბა. სიის წევრების 85%-ისთვის ეს პერიოდი გულისხმობს შემოსავალს 2022 წლის კალენდრისთვის, დანარჩენმა კომპანიებმა კი ფისკალური წლის აღრიცხვა 2023 წლის ოქტომბერში დაასრულეს.

რეიტინგში არ შედის კომპანიები, რომლებიც აშშ-ის გარეთ არიან დაფუძნებულნი და, შესაბამისად, არ იხდიან საშემოსავლო გადასახადებს, ურთიერთსაკუთრებაში არსებული კომპანიები, კოოპერაციული საზოგადოებები, კომპანიები ასზე ნაკლები დასაქმებულით და კომპანიები, რომელთა 50%-ზე მეტს საჯარო ან არაამერიკული კომპანიები ფლობენ.

აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების ტოპ-ათეული:

კომპანია ინდუსტრია შემოსავალი დასაქმებულები
Cargill სურსათი, სასმელები, თამბაქო $177 მილიარდი 160,000
Koch Industries მსხვილი კორპორაცია $125 მილიარდი 120,000
Publix Super Markets სასურსათო მაღაზიები $54.5 მილიარდი 250,000
Mars სურსათი და სასმელები $47 მილიარდი 140,000
H-E-B Grocery სასურსათო მაღაზიები $43.6 მილიარდი 145,000
Reyes Holdings სურსათი, სასმელები, თამბაქო $40 მილიარდი 36,000
Enterprise Mobility სერვისები $35 მილიარდი 90,000
C&S Wholesale Grocers სურსათი, სასმელები, თამბაქო $34.65 მილიარდი 15,000
Love’s Travel Stops & Country Stores მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები $26.5 მილიარდი 40,000
Southern Glazer’s Wine & Spirits სურსათი, სასმელები, თამბაქო $26 მილიარდი 24,000

Previous Post

1962 წლის Ferrari 250 GTO აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

Next Post

2022 წელს საქართველოს მშპ-ის მოცულობა 20.4%-ით გაიზარდა

Salo Papalashvili

Next Post
I კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 7.7%-ით გაიზარდა

2022 წელს საქართველოს მშპ-ის მოცულობა 20.4%-ით გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result