Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes 400: უმსხვილესი ქველმოქმედები აშშ-ში

by Salo Papalashvili
ოქტომბერი 3, 2024
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes 400: უმსხვილესი ქველმოქმედები აშშ-ში
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის რეიტინგში შემავალი პირების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის 1 ტრილიონი დოლარითაა გაზრდილი და $5.4 ტრილიონს აღწევს. გაზრდილია სიაში მოსახვედრად საჭირო ქონების მინიმალური ზღვარიც – 2023 წლის $2.9 მილიარდიდან $3.3 მილიარდამდე.

სიმდიდრის ზრდის მიუხედავად, წლევანდელ რეიტინგში ბევრ ფილანთროპს არ ვხვდებით. რეიტინგის წევრების მესამედს საქველმოქმედო საქმიანობისთვის 1%-ზე ნაკლები აქვს გაღებული, თუმცა ხუთი ინდივიდის მიერ გაღებული ქონება მათი სიმდიდრის 20%-ს ან მეტს შეადგენს.

Forbes 400-ის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის უდიდესი ფილანთროპი ჯორჯ სოროსია, რომელმაც ქველმოქმედებისთვის მისი ქონების 74%-ზე მეტი გაიღო. 94 წლის ინვესტორმა $32-მილიარდიანი ქონებიდან $21 მილიარდი მისივე საკუთრებაში არსებულ ფონდ Open Society Foundations-ში გადარიცხა. ფონდი დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და გამოხატვის თავისუფლების იდეის გავრცელებას უწყობს ხელს.

საერთო ჯამში, Forbes 400-ის რეიტინგში შემავალი უმდიდრესი ადამიანების მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული თანხა მათი კოლექტიური სიმდიდრის – $5.4 ტრილიონის – მხოლოდ 5%-ია. საერთო ჯამში, მთელი სიცოცხლის მანძილზე, სიის წევრებს $287 მილიარდი აქვთ გაღებული.

მათ მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული ქონების გათვალისწინებით, Forbes-მა მილიარდერების კატეგორიზაცია წარმოადგინა და მათ 1-დან 5-მდე ქულები მიანიჭა. რეიტინგში შემავალი მილიარდერების 70% 1-2 ქულების კატეგორიაში მოხვდა – რაც ნიშნავს, რომ მათ სიცოცხლის განმავლობაში ქველმოქმედებისთვის სიმდიდრის 5%-ზე ნაკლები აქვთ გაღებული.

ცნობისთვის, Forbes 400-ში შემავალ იმ პირებს, რომელთაც დღემდე ქველმოქმედებისთვის მათი ქონების 50%-ზე მეტი აქვთ გაღებული, Giving Pledge-ის ინიციატივისთვის ხელი მოწერილი არა აქვთ. ბილ და მელინდა გეიტსებისა და უორენ ბაფეტის თანამშრომლობით შექმნილ ინიციატივაზე ხელმოწერით, მილიარდერები მათი სიცოცხლის განმავლობაში, ან გარდაცვალების შემდეგ, ქონების თითქმის სრულად გაღების ვალდებულებას იღებენ.

აშშ-ში უმსხვილეს ფილანთროპებს შორის უნდა აღინიშნოს თავად უორენ ბაფეტიც, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში ქონების 29% – $60 მილიარდი – აქვს გაღებული და მაქკენზი სკოტი, რომელმაც ახლახან  $640-მილიონიანი დაფინანსების ახალი რაუნდი გამოაცხადა.

Forbes 400-ის მიერ შედგენილი 1-5-სკალიანი სისტემით, აშშ-ის უმსხვილეს ფილანთროპთა გადანაწილება ასე გამოიყურება:

  1. ქველმოქმედებისთვის გაღებული აქვთ ქონების 1%-ზე ნაკლები: Tesla-ს CEO ილონ მასკი, Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონი, OpenAI-ის თანადამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი და დამატებით 131 წევრი.
  2. 1%-დან 4.99%-მდე: Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, eBay-ის ყოფილი CEO მეგ უიტმენი და დამატებით 148 პირი.
  3. 5%-დან 9.99%-მდე: ჰეჯ-ფონდის მაგნატი კენ გრიფინი, Nike-ის თანადამფუძნებელი ფილ ნაიტი და 40 სხვა.
  4. 10%-დან 19.99%-მდე: ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი, Meta-ს თანადამფუძნებელი დასტინ მოსკოვიტსი და 20 სხვა.
  5. 20%-ზე მეტი: უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი, მაქკენზი სკოტი, მელინდა გეიტსი, პიერ ომიდიარი, ჯორჯ სოროსი, ედიტ ბროუდი, ლინ შუსტერმენი, რის ჰასტინგსი, ამოს ჰოსტეტერი.
Previous Post

სექტმბერში ინფლაცია 0.6%-მდე შემცირდა – რა გაძვირდა და გაიაფდა?

Next Post

ცოდნა ზრდის საზღვრებს – გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

Salo Papalashvili

Next Post
ცოდნა ზრდის საზღვრებს – გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

ცოდნა ზრდის საზღვრებს - გაიცანით ნანა გელაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026

QuickWin Casino: Η Mobile‑First εμπειρία slots

აგვისტო 13, 2026

Fairgo77: Quick‑Hit Slots & Lightning Roulette for Fast‑Play Gamblers

აგვისტო 13, 2026

Recent News

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026

QuickWin Casino: Η Mobile‑First εμπειρία slots

აგვისტო 13, 2026

Fairgo77: Quick‑Hit Slots & Lightning Roulette for Fast‑Play Gamblers

აგვისტო 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result