Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes 400: აშშ-ის უმდიდრესი ადამიანები

by Salo Papalashvili
October 3, 2023
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, რეიტინგი, ყველა სიახლე
0
Forbes 400: აშშ-ის უმდიდრესი ადამიანები
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის სიაში მილიარდერებს შორის სიმდიდრის არათანაბარი გადანაწილება შეიმჩნევა. Forbes 400-ის კოლექტიური ქონების თითქმის 40% რეიტინგის მხოლოდ წამყვან ოცეულზე მოდის. გარდა ამისა, რეიტინგში შემავალი პირების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით $500 მილიარდითაა გაზრდილი, საიდანაც თითქმის $310 მილიარდი სწორედ სიის პირველ ოცეულზე მოდის.

2022 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს, Forbes-ის პირველი ოცეული 30%-ით უფრო მდიდარია, მაშინ როდესაც სიაში სიმდიდრის საშუალო ზრდა მხოლოდ 12%-ს უტოლდებოდა. გარდა ამისა, მიმდინარე წელს რეკორდულ $1.9 ტრილიონამდე გაიზარდა ამერიკის ოცი უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური ქონებაც. ერთ-ერთი ყველაზე კარგი წელი კი, სიმდიდრის ზრდის გათვალისწინებით, Nvidia-ს აღმასრულებელ დირექტორსა და თანადამფუძნებელს, ჯენსენ ჰუანგს ჰქონდა.

ხელოვნურ ინტელექტში მკვეთრად გაზრდილი ინვესტიციების წყალობით, ჰუანგი აშშ-ის უმდიდრეს ადამიანთა ოცეულში პირველად მოხვდა. Nvidia-ს აქციების 200%-იანი მატების შედეგად, ჰუანგი 2023 წლის Forbes 400-ის სიაში, გასულ წელთან შედარებით, ქონების ყველაზე დიდი, 216%-იანი ზრდით გამოირჩევა. $40.7 მილიარდით, ჰუანგი ამჟამად აშშ-ის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მე-17 პოზიციას იკავებს.

ჰუანგის მსგავსად, ქონების ზრდაში ხელოვნური ინტელექტი ტოპ-20-ის სხვა წევრებსაც დაეხმარა. ამ მხრივ დოლარში ყველაზე დიდი მოგებით ლარი ელისონი გამოირჩევა, რომლის ქონებაც, მისივე პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Oracle-ის აქციების 69%-ით მატების შედეგად, $57 მილიარდით გაიზარდა. Meta-ს AI-ის და ხარჯების შემცირების წყალობით, ათეულში ადგილი დაიბრუნა მარკ ცუკერბერგმაც, რომელიც შარშან, 2014 წლის შემდეგ პირველად, მის მიღმა დარჩა.

მეხუთე და მეშვიდე პოზიციებს ინაწილებენ Google-ის თანადამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი. Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის აქციები მაისში, AI-ხელსაწყოს დაანონსების შემდეგ, 27%-ით გაიზარდა. ივნისში AI-ჩატბოტის სტარტაპ Inflection.ai-ში ინვესტიცია განახორციელა ბილ გეიტსმაც.

ჰუანგის ტოპ-20-ში შესვლასთან ერთად კი, პირველ ოცეულში პოზიცია დაკარგა მაქკენზი სკოტმა და 21-ე ადგილზე გადაინაცვლა. Amazon-ის აქციების 8%-ით ზრდის მიუხედავად, ბეზოსის ყოფილი ცოლის ქონება გასულ წელთან შედარებით $600 მილიონითაა შემცირებული, რაც ძირითადად მის გულუხვ საქველმოქმედო საქმიანობას უკავშირდება.

წამყვანი ოცეულიდან კი მხოლოდ ორი მილიარდერი ფლობს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ერთი წლის წინ ფლობდნენ. მათ შორისაა ჩარლზ კოხი, რომელმაც სამი პოზიცია დაკარგა და Nike-ის დამფუძნებელი ფილ ნაიტი, რომელიც სპორტული ტანსაცმლის კომპანიის აქციების ფასის 8%-ით ვარდნის შემდეგ, რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა.

ერთი რამ, რაც რეიტინგში არ შეცვლილა – მისი ლიდერი ილონ მასკია. მასკი ზედიზედ უკვე მეორე წელია, რაც ამერიკის უმდიდრესი ადამიანის წოდებას ინარჩუნებს, წელს კი მისი ქონება თითქმის ზუსტად იგივეა, რაც შარშან და $251 მილიარდს უტოლდება. მეორე ადგილზეა ჯეფ ბეზოსი, $161 მილიარდით.

ამერიკის შეერთებული შტატების ოცი უმდიდრესი ადამიანი:

  1. ილონ მასკი – $251 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Tesla, SpaceX
  2. ჯეფ ბეზოსი – $161 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Amazon
  3. ლარი ელისონი – $158 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Oracle
  4. უორენ ბაფეტი – $121 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Berkshire Hathaway
  5. ლარი პეიჯი – $114 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Google
  6. ბილ გეიტსი – $111 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Microsoft
  7. სერგეი ბრინი – $110 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Google
  8. მარკ ცუკერბერგი – $106 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Facebook
  9. სტივ ბალმერი – $101 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Microsoft
  10. მაიკლ ბლუმბერგი – $96.3 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Bloomberg LP
  11. მაიკლ დელი – $71.5 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Dell Technologies
  12. ჯიმ უოლტონი – $68.2 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Walmart
  13. რობ უოლტონი – $67.4 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Walmart
  14. ელის უოლტონი – $66.5 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Walmart
  15. ჯულია კოხი – $59.8 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Koch Industries
  16. ჩარლზ კოხი – $54.5 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Koch Industries
  17. ჯენსენ ჰუანგი – $40.7 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: ნახევარგამტარები
  18. ფილ ნაიტი – $39.5 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: Nike
  19. ჟაკლინ მარსი – $38.9 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველთა საკვები
  20. ჯონ მასკი – $38.9 მილიარდი. სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, ცხოველთა საკვები
Previous Post

გაეროს მისია: ყარაბაღში 50-დან 1000-მდე ეთნიკურად სომეხი რჩება

Next Post

Birkenstock-ის გეგმით, IPO-ზე კომპანიის შეფასება $9.2 მილიარდს მიაღწევს

Salo Papalashvili

Next Post
Birkenstock-ის გეგმით, IPO-ზე კომპანიის შეფასება $9.2 მილიარდს მიაღწევს

Birkenstock-ის გეგმით, IPO-ზე კომპანიის შეფასება $9.2 მილიარდს მიაღწევს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result