Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

Forbes: 2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები

by Salo Papalashvili
January 26, 2024
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, სპორტი, ყველა სიახლე
0
Forbes: 2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიები
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც უახლესი მონაცემებით ირკვევა, ერთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, სიის ტოპ-ოცდახუთეულის ქონება კოლექტიურად 24%-ით გაიზარდა და $216 მილიარდს მიაღწია. შედეგად, წლევანდელი მონაცემებით, სპორტული იმპერიების საშუალო ღირებულება $8.6 მილიარდს უტოლდება.

ბოლო პერიოდში სპორტული გუნდების ღირებულება სწრაფი ტემპით იზრდება. საშუალოდ, ბეისბოლის მთავარი ლიგის (MLB), ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), ნაციონალური საფეხბურთო ლიგისა (NFL) და ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) 124 გუნდის ღირებულება 2023 წელს გასულ წელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა.

სპორტული იმპერიების წლევანდელ სიაში, შარშანდელთან შედარებით ყველაზე დიდი – 155%-იანი ზრდა Harris Blitzer Sports & Entertainment-მა დააფიქსირა. ძირითადად, ჯოშ ჰარისის მიერ Washington Commanders-ის რეკორდული $6.05-მილიარდიანი შესყიდვით, სპორტული იმპერიის ღირებულება ახლა უკვე $11.9 მილიარდს უტოლდება. შედეგად, ამჟამად უკვე HBSE-ის აქციების ჯგუფი მოიცავს NFL-ის Commanders-ს, NBA-ის Philadelphia 76ers-ს, NHL-ის New Jersey Devils-სა და სხვა წამყვან კლუბებს.

მიმდინარე წლის რეიტინგში კი პირველობას კვლავ Liberty Media ინარჩუნებს, რომლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული აქტივი „ფორმულა 1“-ის ავტორბოლაა. მიუხედავად იმისა, რომ სპორტულ აქტივებში Liberty-ის საკუთრების წილების საერთო ღირებულება შარშანდელთან შედარებით 12%-ითაა შემცირებული, იმპერია $18.2 მილიარდით რეიტინგის ლიდერობას არ თმობს. დიდწილად Liberty-ის ღირებულების შემცირება გასულ ივლისში, იმპერიისგან Atlanta Braves-ის (ორგანიზაციის ამჟამინდელი ღირებულება – $2.6 მილიარდი) გამოყოფამ განაპირობა.

Monumental Sports & Entertainment-მა კი – რომლის მფლობელობაში არსებულ გუნდებს შორისაა NHL-ის Washington Capitals-ი, NBA-ის Washington Wizards-ი და WNBA-ის Washington Mystics-ი – იმპერიის 5.52%-იანი წილი გასული წლის ივნისში Qatar Investment Authority-ს მიჰყიდა.

მიმდინარე წლის რეიტინგს ახალწვეულებიც ჰყავს. Jacobs Family, რომელსაც მილიარდერი ჯერემი ჯეიკობს უფროსი ხელმძღვანელობს, Boston Bruins-ს ფლობს და ჩრდილოეთ ამერიკაში 50-ზე მეტ სპორტულ გუნდთან თანამშრომლობს. AEG-ი კი, Angeles Kings-ის გარდა, არენებს ფლობს და სხვადასხვა სპორტულ გუნდთან თანამშრომლობს.

Forbes-ის შეფასებით, 2023 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული იმპერიების რეიტინგი ასე გამოიყურება (* აღნიშნავს 50%-იან ან უფრო ნაკლებ წილს):

  1. Liberty Media – $18.22 მილიარდი; გრეგორი მაფეი (პრეზიდენტი და CEO)

ქონება: Formula 1, Overtime Sports*, F1 Arcade*, Drone Racing League*, Kroenke Arena Co.*, Meyer Shank Racing*.

  1. Kroenke Sports & Entertainment-ი – $15.59 მილიარდი; სტენლი კრონკე (მფლობელი)

ქონება: Los Angeles Rams, Denver Nuggets, Arsenal FC, Colorado Avalanche, Colorado Rapids, Altitude Sports & Entertainment, Colorado Mammoth

  1. Fenway Sports Group-ი – $12.95 მილიარდი; ჯონ ჰენრი და თომას ვერნერი (თანადამფუძნებლები)

ქონება: Liverpool FC, Boston Red Sox, Pittsburgh Penguins, NESN, Real Estate, Roush Fenway Keselowski Racing, Fenway Sports Management

  1. ჯერი ჯონსი – $12.8 მილიარდი; (Dallas Cowboys-ის მფლობელი, პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი)

საკუთრებაში: Dallas Cowboys, The Star, Legends*, GameSquare Esports*

  1. Harris Blitzer Sports & Entertainment-ი – $11.86 მილიარდი; ჯოშ ჰარისი, დევიდ ბლიცერი (თანადამფუძნებლები)

ქონება: Philadelphia 76ers, Washington Commanders, New Jersey Devils, Joe Gibbs Racing, Youth Sports, HBSE Ventures, Utica Comets, Crystal Palace*, Elevate Sports Ventures*, New Meta Entertainment*

  1. Madison Square Garden Sports-ი – $10.25 მილიარდი; ჯეიმს დოლანი (აღმასრულებელი თავმჯდომარე), დევიდ ჰოპკინსონი (პრეზიდენტი და CEO)

ქონება: New York Knicks, New York Rangers, Hartford Wolf Pack, NRG*

  1. The Kraft Group-ი – $9.13 მილიარდი; რობერტ კრაფტი (დამფუძნებელი, თავმჯდომარე, CEO)

ქონება: New England Patriots, New England Revolution, Patriot Place, Kraft Analytics Group, TKO Holdings*, DraftKings*, Oxygen Esports*

  1. Yankee Global Enterprises-ი – $9.07 მილიარდი; ჰალ სტაინბრენერი (თავმჯდომარე)

ქონება: New York Yankees, Yankee Stadium Events, YES Network*, Legends*, New York City FC*, AC Milan*, A1 Padel*, Staten Island FerryHawks*

  1. Paul G. Allen Trust-ი – $9.06 მილიარდი; ჯოდი ალენი (თავმჯდომარე)

ქონება: Seattle Seahawks, Portland Trail Blazers, Seattle Sounders*

  1. Maple Leaf Sports & Entertainment-ი – $8.47 მილიარდი; სინტია დივაინი (პრეზიდენტი და CEO)

ქონება: Toronto Raptors, Toronto Maple Leafs, Toronto FC, Toronto Argonauts, Toronto Marlies

  1. შად ხანი – $8.25 მილიარდი

ქონება: Jacksonville Jaguars, All Elite Wrestling, Fulham FC

  1. Glazer Family – $8.02 მილიარდი; ბრაიან, ედვარდ და ჯოელ გლეიზერები (მფლობელები)

ქონება: Tampa Bay Buccaneers, Manchester United

  1. Benson Family – $7.29 მილიარდი; გეილ ბენსონი (მფლობელი)

ქონება: New Orleans Saints, New Orleans Pelicans

  1. 49ers Enterprises-ი -$7.21 მილიარდი; დენიზ დებარტოლო იორკი, ჯონ იორკი (მფლობელები)

ქონება: San Francisco 49ers, Leeds United, Aurum Partners, Elevate Sports Ventures*

  1. AEG – $7.2 მილიარდი; ფილიპ ანშუტცი (მფლობელი)

ქონება: Los Angeles Kings, Crypto.com Arena, LA Galaxy, Eisbaren Berlin, O2 Arena, AXS, Ontario Reign, AEG Rugby, ASM Global*, Hammerby IF*, Mercedes-Benz Arena (Shanghai)*, Sapphire Sports*, Immortals*, Cincinnati Cyclones*, Djurgarden*

  1. სტივენ როსი – $6.91 მილიარდი; (Dolphins-ის თავმჯდომარე)

ქონება: Miami Dolphins, F1 Miami Grand Prix, Relevent Sports Group

  1. City Football Group-ი – $6.85 მილიარდი; შეიხი მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი (მფლობელი)

ქონება: Manchester City, New York City FC, Esporte Clube Bahia, Melbourne City FC, Other Investments

  1. სტივ ბალმერი – $6.65 მილიარდი; (Clippers-ის მფლობელი)

ქონება: Los Angeles Clippers, Intuit Dome, Kia Forum

  1. Haslam Sports Group-ი – $6.4 მილიარდი; დი (CEO) და ჯიმი (თავმჯდომარე) ჰასლამი

ქონება: Cleveland Browns, Columbus Crew, Real Estate, Ventures, Milwaukee Bucks*

  1. Monumental Sports & Entertainment-ი – $6.16 მილიარდი; ტედ ლეონისი (დამფუძნებელი, თავმჯდომარე)

ქონება: Washington Wizards, Washington Capitals, NBC Sports Washington, aXiomatic

  1. Hunt Family – $5.80 მილიარდი; კლარკ ჰანტი (Chiefs-ის თავმჯდომარე და CEO)

ქონება: Kansas City Chiefs, FC Dallas, Chicago Bulls*

  1. Jacobs Family – $5.65 მილიარდი; ჯერემი ჯეიკობსი (მფლობელი), ჩარლი ჯეიკობსი (CEO)

ქონება: Delaware North, Boston Bruins, NESN*, Minnesota United FC*, New Meta Entertainment*

  1. AMB Sports and Entertainment-ი – $5.5 მილიარდი; არტურ ბლენქი (მფლობელი, თავმჯდომარე)

ქონება: Atlanta Falcons, Atlanta United, PGA Tour Superstore, AMBSE Ventures*

  1. Tepper Sports & Entertainment-ი – $5.26 მილიარდი; დევიდ ტეპერი (დამფუძნებელი, მფლობელი)

ქონება: Carolina Panthers, Charlotte FC

  1. Wilf Family – $4.95 მილიარდი; ზიგმუნტ და ლეონარდ ვილფი (მფლობელები)

ქონება: Minnesota Vikings, Orlando City SC, Wise Ventures, Orlando Pride

Previous Post

საქართველოში All Star-ის საკალათბურთო შეხვედრები იმართება – კალათბურთის ფედერაციის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ინვესტ დეველოპმენტი“ ბაგებში პრემიუმ კლასის საცხოვრებელ სახლს აშენებს

Salo Papalashvili

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result