Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეები

by Salo Papalashvili
ივლისი 27, 2023
in მსოფლიო, რეიტინგი, სპორტი, ყველა სიახლე
0
Forbes: 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეები
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგი გამოაქვეყნა. უახლესი მონაცემებით, რეიტინგის პირველი 15 პოზიციიდან, თერთმეტზე აშშ-ის ქალთა ნაკრების მოთამაშეები არიან წარმოდგენილნი – სიის ლიდერები კი USWNT-ის ვეტერანები ალექს მორგანი და მეგან რაპინოუ არიან, უკანასკნელ 12 თვეში გამომუშავებული $7-$7 მილიონით.

Forbes-ის რეიტინგი აერთიანებს მოთამაშეების მიერ ბოლო 12 თვეში როგორც მოედანზე, ასევე მოედნის ფარგლებს გარეთ პარტნიორობებით, ლიცენზირებით, სუვენირებით გამომუშავებულ თანხას, ასევე წილს ბიზნესში. Forbes-ის რეიტინგში წარმოდგენილნი არ არიან მოთამაშეები, რომლებიც მიმდინარე წლის ჩემპიონატზე ტრავმების გამო გუნდის განაცხადში ვერ მოხვდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილის მიერ გასულ წელს გამომუშავებულმა თანხამ $1 მილიონს გადააჭარბა.

ამერიკელებს, გასული წლის მაისში, აშშ-ის ფეხბურთის ასოციაციასთან გაფორმებული საეტაპო კოლექტიური მოლაპარაკებები ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, სხვა ქვეყნების გუნდებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვთ. ხელშეკრულების საფუძველზე, მამაკაცთა და ქალთა გუნდებს შორის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობიდან, კომერციული შემოსავლებიდან და სათამაშო ბონუსებიდან მიღებული ანაზღაურებები გათანაბრდა.

ამავდროულად, აშშ-ის მამაკაცთა და ქალთა გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო თანხის საერთო ფონდი აქვთ, რისი გათვალისწინებითაც, კატარის მსოფლიო ჩემპიონატში აშშ-ის მამაკაცთა საფეხბურთო გუნდის მერვედფინალში გასვლიდან, ქალთა გუნდი დამატებით $6.4 მილიონს მიიღებს.

გარდა ამისა, ბოლო წლებში ქალთა ფეხბურთით ბრენდების დაინტერესებაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. Forbes-ის შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატზე, ექვსი ამერიკელის მიერ მოედნის ფარგლებს გარეთ გამომუშავებული თანხა $1 მილიონს გადააჭარბებს. სხვა ქვეყნიდან კი რეიტინგში მსგავსი შემოსავლის მქონე მოთამაშე მხოლოდ ესპანელი ალექსია პუტელიასია, რომელიც მხოლოდ მოედნის ფარგლებს გარეთ $3.2 მილიონს გამოიმუშავებს.

ცნობისთვის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო თანხა, 2019 წლის $30 მილიონიდან თითქმის გაოთხმაგდა და $110 მილიონამდეა გაზრდილი. მართალია, საპრიზო თანხიდან ნახევარი მოთამაშეებზე ნაწილდება და არა მათ ფედერაციებზე, ქალთა ჩემპიონატის საპრიზო თანხა ოთხჯერ ნაკლებია, ვიდრე მამაკაცთა საპრიზო ფონდი.

თუმცა FIFA იმედოვნებს, რომ 2027 წლისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე გენდერული ნიშნით ანაზღაურებებს შორის არსებული სხვაობა აღმოიფხვრება. პარალელურად კი ფაქტია, რომ ბილეთების გაყიდვები და მაყურებელთა რაოდენობაც იზრდება, გასულ კვირაში აშშ-ის ფეხბურთის სპონსორმა Visa-მ განაცხადა, რომ კომპანიის ინვესტიციების 50% ქალთა გუნდებსა და საფეხბურთო ინიციატივებს მოხმარდება.

წარმოგიდგენთ 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მაღალშემოსავლიან მოთამაშეებს:
  1. ალექს მორგანი – $7.1 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $6.3 მილიონი

  1. მეგან რაპინოუ – $7 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $6.3 მილიონი

  1. ალექსია პუტელიასი – $4 მილიონი: ესპანეთი

მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $3.2 მილიონი

  1. ტრინიტი როდმანი – $2.3 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $1.5 მილიონი

  1. კრისტალ დანი – $2 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $1.3 მილიონი

  1. ჯული ერცი – $2 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $1.3 მილიონი

  1. სოფია სმიტი – $2 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $1.2 მილიონი

  1. ლინდსი ორანი – $1.5 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.9 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.6 მილიონი

  1. როუზ ლაველი – $1.4 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.6 მილიონი

  1. სოფია ჰუერტა – $1.3 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.5 მილიონი

  1. ადა ჰებერბერგი – $1.2 მილიონი: ნორვეგია

მოედანზე: $0.6 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.6 მილიონი

  1. ქლოი კელი – $1.2 მილიონი: ინგლისი

მოედანზე: $0.4 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.8 მილიონი

  1. სემ კერი – $1.2 მილიონი: ავსტრალია

მოედანზე: $0.6 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.6 მილიონი

  1. კელი ო’ჰარა – $1.2 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.7 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.5 მილიონი

  1. ალისა ნიჰერი – $1.1 მილიონი: ამერიკის შეერთებული შტატები

მოედანზე: $0.8 მილიონი; მოედნის გარეთ: $0.3 მილიონი

Previous Post

Galaxy Unpacked: Samsung-მა ახალი თაობის მოდელები წარადგინა

Next Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result