Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Forbes: 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერები

by იზა გვარამაძე
იანვარი 20, 2022
in მსოფლიო, პარტნიორის კონტენტი, რეიტინგი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Forbes: 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერები
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-მა 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების ათეული გამოაქვეყნა. გამოცემის რეიტინგის სათავეში 23 წლის MrBeast-ია, რომლის მიერ 2021 წელს გამომუშავებულმა თანხამ ყველა დროის მაქსიმუმს, $54 მილიონს მიაღწია, MrBeast-ის ვიდეოების ნახვა კი გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა და 10 მილიარდს გაუტოლდა. YouTube-ის ვიდეოები ექსტრემალური კონტენტით გამოირჩევა, რომელიც აერთიანებს 50-საათიან ცოცხლად დამარხვას, გამომწერებისთვის $10,000 დოლარის სანაცვლოდ გველებით სავსე აბაზანაში ჩასვლის შეთავაზებას და Squid Game-ის საკუთარი ვერსიის შექმნას.

MrBeast-ი ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების რეიტინგის სათავეში პირველად მოხვდა. საერთო ჯამში, 2021 წელს YouTube-ერებმა $300 მილიონი გამოიმუშავეს, გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტი, რაც ძირითადად  YouTube-ის არხებზე მათი ნახვების ზრდით და რეკლამიდან მიღებული შემოსავლითაა განპირობებული. ბოლო ხუთ წელიწადში  YouTube-ის მომხმარებელთა რაოდენობა 40%-ით გაიზარდა და 2 მილიარდს მიაღწია.

Forbes-ის რეიტინგი შედგენილია 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავლით, გადასახადების გათვალისწინებით. წარმოგიდგენთ 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერები ტოპ-10-ეულს:

  1. MrBeast (ჯიმი დონალდსონი) – $54 მილიონი
ფოტო: The Loadout

წინა წელთან შედარებით გაზრდილმა ნახვებმა MrBeast-ის შემოსავალი გააორმაგა. გასულ წელს MrBeast-ის უკვე კარგად ცნობილ კონტენტს კიდევ ერთი პროექტი MrBeast Burger-ი შეემატა – აპლიკაცია, რომელიც მსურველებს აშშ-ის მასშტაბით 1600 რესტორნიდან კერძებს აწვდის. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს გამომუშავებული $54 მილიონით, დონალდსონი 100 ყველაზე მაღალანაზღაურებული ვარსკვლავების სიაშიც მოხვდებოდა და ბილი აილიშისა და ჯულია რობერტსის გვერდით მე-40 ადგილს დაიკავებდა.

  1. ჯეიკ პოლი – $45 მილიონი
ფოტო: Getty Images

ყველაზე მაღალშემოსავლიანი YouTube-ერების რეიტინგს მიმდინარე წელს ჯეკ პოლი დაუბრუნდა. მან გასულ წელს სამ ცნობილ MMA-ის მებრძოლთან სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე გამარჯვებით დაასრულა. პოლი, 2017 წლამდე, „თვითმკვლელთა ტყიდან“ გამოქვეყნებულ ვიდეომდე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი YouTube-ერი იყო. ინციდენტის გამო სპონსორებმა და პლატფორმამ მასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს. თუმცა, პოლი პლატფორმაზე კვლავ დაბრუნდა, მოკრივე ასევე აქტიურად იყენებს საკუთარ საიტს, რომელიც მისი შემოსავლის 90%-ს განაპირობებს.

  1. Markiplier – $38 მილიონი
ფოტო: WIRED

Markiplier-ის შემოსავლების დიდი ნაწილი Unus Annus-ის სერიის ფარგლებში გამოშვებული მაისურებიდან, კაპიუშონებიანი სვიტერებიდან და სხვა ნივთების გაყიდვებიდან მიღებულ თანხას უკავშირდება. სამომავლო გეგმები სატელევიზიო ვარსკვლავად გადაქცევას უკავშირდება. YouTube-ერი, მის მიერ 2021 წელს შექმნილი The Edge of Sleep-ის სატელევიზიო ადაპტაციის ისეთი კომპანიებისთვის მიყიდვას გეგმავს, როგორიცაა Netflix-ი და Hulu. ამჟამად Markiplier-ს პლატფორმაზე 31 მილიონი გამომწერი ჰყავს.

  1. Rhett and Link – $30 მილიონი
ფოტო: Robin Romer

დუეტი პლატფორმაზე  პირველად ყოველდღიური ტოქშოუ Good Mythical Morning-ით წარდგა, ამჟამად კი მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი Mythical Kitchen-ია, რომელსაც 1,8 მილიონი გამომწერი ჰყავს. დუეტის კიდევ ერთი ინიციატივა Mythical Accelerator-ის ფონდს უკავშირდება, რომლის საშუალებითაც ისინი სხვა YouTube-ერებში $5 მილიონის ინვესტირებას გეგმავენ.

  1. Unspeakable – $28,5 მილიონი
ფოტო: Market Realist

Unspeakable-ს პლატფორმაზე ოთხი არხი აქვს და 20 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. YouTube-ერი გამომწერებს სთავაზობს ვიდეოებს, სადაც ერთობა ისეთი თამაშებით, როგორიცაა, მაგალითად, Minecraft-ი. გასულ წელს მან თავისი YouTube-ის არხი Spotter-ს მიჰყიდა და იმედოვნებს, რომ თანხით საკუთარი ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარებას შეძლებს, ვიდრე ამას მხოლოდ რეკლამებიდან მიღებული შემოსავლით მოახერხებდა.

  1. Nastya – $28 მილიონი
ფოტო: Tubefilter

Spotter-ს ძველ ვიდეოებზე უფლებები შვიდი წლის YouTube-ერმაც მიჰყიდა. რუსეთიდან ემიგრაციაში წასული ნასტია პლატფორმაზე საკუთარ არხს, Like Nastya-ს ფლობს და მას 87,5 მილიონი გამომწერი ჰყავს. Spotter-თან დადებული ხელშეკრულებით მიღებული თანხით პატარა YouTube-ერი სხვა მიმართულებით გაფართოებას და მათ შორის NFT-ის კოლექციის გამოშვებას გეგმავს.

  1. რაიან კაჯი – $27 მილიონი
ფოტო: Ilona Szwarc

რაიანმა პლატფორმაზე საქმიანობა 4 წლის ასაკში, სათამაშოების განხილვით დაიწყო. ახლა ათი წლისაა და მისი ბიზნესისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებით მშობლების გარდა Disney-ის ყოფილი აღმასრულებელი კრის უილიამსიც კი დაინტერესებულია. ამ დროისთვის რაიანის მთავარ არხს, Ryan’s World-ს 31 მილიონი გამომწერი ჰყავს, ის ასევე მართავს ბრენდირებული საქონლისა და სათამაშოების ხაზს Target-ისა და Walmart-ის მაღაზიებში.

  1. Dude Perfect – $20 მილიონი
ფოტო: Distractify

Dude Perfect-ი ხუთი მამაკაცისგან შემდგარი გუნდია, რომელთა YouTube-კონტენტიც სხვადასხვა სახის საშიშ ტრიუკებს აერთიანებს.  Dude Perfect-ი ამ ზაფხულს 24 ქალაქში რიგით მესამე ცოცხალ შოუს გამართავს. მათ გასულ წელს ასევე გამოუშვეს წიგნი, 101 Tricks, Tips, and Cool Stuff-ი, რომელიც მათ მიერ განხორციელებული ილეთებისთვის ინსტრუქციებს იძლევა.

9. ლოგან პოლი – $18 მილიონი

ფოტო: ET Canada

მისი ძმა ჯეიკის მსგავსად, ლოგანიც, 2017 წლის „თვითმკვლელთა ტყის“ ინციდენტის შემდგომ დაბრუნდა პლატფორმაზე. ლოგანის კარიერაც კრივს უკავშირდება, მან ასევე გასულ წელს $5 მილიონად შეფასებული NFT გამოუშვა. Impaulsive-ის პოდკასტს კი YouTube-ზე  100 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

10. პრესტონ არსემენტი

ფოტო: Preston Arsement Instagram

პრესტონი რამდენიმე YouTube-არხს მართავს, თუმცა ყველაზე პოპულარული PrestonPlayz-ია, რომელიც სულ ოთხი წელია, არსებობს და რომელსაც 12 მილიონი გამომწერი ჰყავს. PrestonPlayz-ის საშუალებით პრესტონი გამომწერებს ვიდეოებს აწვდის, სადაც სხვადასხვა ვიდეოთამაშს თამაშობს.

Previous Post

ინვესტორები ევროკავშირის მწვანე ფინანსური ტაქსონომიიდან წიაღისეული გაზის გამორიცხვას მოითხოვენ

Next Post

თბილისში თამაშების შექმნის ჰაკათონი Global Game Jam ტარდება

იზა გვარამაძე

Next Post
თბილისში თამაშების შექმნის ჰაკათონი Global Game Jam ტარდება

თბილისში თამაშების შექმნის ჰაკათონი Global Game Jam ტარდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026

1Red Casino Review: Schnelles Spiel für schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

Recent News

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026

1Red Casino Review: Schnelles Spiel für schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result