Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

FedEx–ისა და UPS-ის ახალი კონკურენტი – Amazon Air-ის დამფუძნებლის სტარტაპი

by Davit Tsiramua
ოქტომბერი 6, 2021
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, მსოფლიო, ყველა სიახლე
0
FedEx–ისა და UPS-ის ახალი კონკურენტი – Amazon Air-ის დამფუძნებლის სტარტაპი
0
SHARES
0
VIEWS

Amazon Air-ის დამფუძნებლის მიერ შექმნილი ახალი სტარტაპი საცალო სავაჭრო კომპანიებს მიწოდების სერვისის დაჩქარების შესაძლებლობას აძლევს. როგორც Pandion-მა განაცხადა, დაგროვებული $30 მილიონით სადღესასწაულო საყიდლების სეზონისთვის სტარტაპი პირველი საწყობის გახსნას გეგმავს.

2014 წლის მიწურულს, სკოტ რაფინს Amazon-ის ლოგისტიკურ საოპერაციო საქმინობასთან ერთად ახალი თავსატეხიც დაემატა. აქამდე თუ კომპანია თავისი საჰაერო სატვირთო პარტნიორების მეშვეობით ახორციელებდა ქვეყნის მასშტაბით გადაზიდვებს, სწრაფ ზრდასთან ერთად ახალი ტერიტორიების ათვისების საჭიროებაც გაჩნდა. შედეგად, Amazon-მა დაიწყო საკუთარი თვითმფრინავების იჯარით გაცემა და 2016 წელს რუფინმა დააარსა Amazon Air-ი, რომელიც კონკურენციას უწევს გადაზიდვების გიგანტებს  – UPS-სა და FedEx-ს.

Amazon Air-ის დაფუძნებამდე რაფინი კომპანიის დახარისხების ცენტრების განვითარებაზე მუშაობდა, რაც საშუალებას აძლევდა Amazon-ს, მარტივად გაეკონტროლებინა და დაეჩქარებინა მყიდველისთვის  შეკვეთილი პროდუქციის გადაცემის პროცესი. ახლა კი რუფინის ინტერესებში მცირე კომპანიებისთვის ლოგისტიკის რთული ხასიათის გამარტივებაა, რაც მოიცავს დახარისხების, შეფუთვის და გადატანის პროცესებს.

Pandion-ი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის თებერვალში გახდა. კომპანია, რომელიც $4,9 მილიონითაა დაფინანსებული სიეტლში, Amazon-ის სათავო ოფისთან მდებარეობს. Pandion-მა სამშაბათს განაცხადა, რომ მან დამატებით $30 მილიონი მიიღო ინვესტორებისგან, მათ შორის, AME Cloud Ventures-ისგან, რომელსაც Yahoo-ს თანადამფუძნებელი ჯერი იანგი ხელმძღვანელობს და Google-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ერიკ შმიტის კომპანია Innovation Endeavors-სგან.

eMarketer-ის პროგნოზით, ამერიკელი მომხმარებლების მიერ მიმდინარე წელს ონლაინ დახარჯული თანხა $933,3 მილიარდს გაუტოლდება, რაც 2020 წლის მონაცემებზე 17,9%-ით მეტია. სავარაუდოდ, Amazon-ის წილი ონლაინგაყიდვებში 40% იქნება. რაც შეეხება Pandion-ს, მის მომავალ კლიენტებში უკვე შედიან რიგი საცალო ვაჭრობის კომპანიები, მათ შორის Fortune 100-ის წევრებიც.

Pandion-ი ონლაინ საცალო მოვაჭრეებისთვის საწყობების ქსელის შექმნას გეგმავს, უახლოეს თვეებში კი პირველ დახარისხების ცენტრსაც გახსნის და კლიენტებს დაბალბიუჯეტიან, ორდღიან მიწოდების სერვისს შესთავაზებს აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ და შუაატლანტიკურ რეგიონებში. კომპანია დაახლოებით 45 მილიონამდე ადამიანს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ დღეს მხოლოდ FedEx–ისა და UPS-ის კომპანიებს შეუძლიათ მსგავსი მასშტაბის გადაზიდვების წარმოება. თუმცა ისინი მიწოდებას 40 მილიონ მისამართზე, კვირაში 5 დღის განმავლობაში ახორციელებენ, ელექტრონული კომერციის ამჟამინდელი მოცულობა კი 160 მილიონი მისამართისა და კვირაში შვიდივე დღის ათვისებას მოითხოვს.

Pandion-ის მიზანი მომდევნო სამ-ოთხ წელიწადში 20 დახარისხების ცენტრის ამოქმედებაა. შედარებისთვის, Amazon-ს აქვს სულ მცირე 69 ასეთი ობიექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიწოდების ქსელი და ლოგისტიკური საკონსულტაციო ფირმა. თუმცა, როგორც რუფინი აცხადებს, კომპანიების, მათ შორის Amazon-ის, FedEx–ისა და UPS-ის სისტემა ჩაკეტილია, მაშინ როდესაც Pandion-ის ტექნოლოგია საშუალებას მისცემს მომხმარებელს, ფრენის დროს მიმართულება შეცვალოს, მაგალითისთვის, ცუდი ამინდის პერიოდში, რაც ადრესატამდე სხვებთან შედარებით შეკვეთილის დროულად მიტანას უზრუნველყოფს.

Previous Post

რჩევები, როგორ ვისარგებლოთ მობაილ და ინტერნეტბანკით უსაფრთხოდ

Next Post

Forbes-ის „სელფ-მეიდ“ ქულა, მილიარდერების გზა საოცნებო სტატუსამდე

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Forbes-ის „სელფ-მეიდ“ ქულა, მილიარდერების გზა საოცნებო სტატუსამდე

Forbes-ის „სელფ-მეიდ“ ქულა, მილიარდერების გზა საოცნებო სტატუსამდე

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026

Recent News

TikiTaka Casino: Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Slot Actie

აგვისტო 17, 2026

Casinado Casino: Ganancias Rápidas y Emociones Instantáneas para Jugadores Modernos

აგვისტო 16, 2026

За 5 минут: как найти рабочую ссылку на Kraken onion

აგვისტო 15, 2026

В 2026 году: кракен даркнет и его особенности

აგვისტო 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result