Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ევროპელი მილიარდერები, წინა წელთან შედარებით, $1 ტრილიონით გამდიდრდნენ

by Davit Tsiramua
April 7, 2021
in მსოფლიო, რეიტინგი, ქართულად, ყველა სიახლე
0
ევროპელი მილიარდერები, წინა წელთან შედარებით, $1 ტრილიონით გამდიდრდნენ
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-ის უახლესი მონაცემებით, ევროპელ მილიარდერთა ქონების საერთო მოცულობა $3 ტრილიონს აღწევს.

ბიზნესგამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში, ევროპელ მილიარდერთა რაოდენობა 628-მდეა გაზრდილი. წინა წლის მონაცემებით, ევროპელ მილიარდერთა რაოდენობა 511-ს აღწევდა. მათი სიმდიდრის საერთო მოცულობა კი, წინა წელთან შედარებით, $1 ტრილიონითაა გაზრდილი.

ევროპელ მილიარდერთა შორის მოწინავე ადგილს იკავებს „ლუი ვიტონის“ მფლობელი ბერნარ არნო. იგი სიმდიდრით არამხოლოდ პირველი ადამიანია ევროპაში, არამედ ჯეფ ბეზოსისა და ილონ მასკის შემდგომ რიგით მესამე უმდიდრესი ადამიანია მსოფლიოში. არნოს სიმდიდრის მოცულობა, ამჟამად, $150 მილიარდია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან ($76 მილიარდი) შედარებით, თითქმის, გაორმაგებულია.

2021 წელს ევროპელ მილიარდერთა სიას 80 ახალი წევრი შეემატა. 2020 წლის მილიარდერთა სიას კი, გარდაცვალების მიზეზით, 7 ევროპელი მილიარდერი გამოაკლდა, მათ შორის, ფრანგი ოლივიე დასო, შვეიცარიელი ბენჯამინ როთშილდი, ესპანელი მანუელ ხოვე, რუსი დიმიტრი ბოსოვი. რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩეხი მილიარდერი, პეტრ კელნერი.

გერმანიაში, ამ დრომდე, ევროპის ყველაზე მეტი მილიარდერი იყრის თავს. მათი საერთო რაოდენობა 136-ს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 26-ით არის გაზრდილი, ხოლო მათი სიმდიდრის საერთო მოცულობა $625 მილიარდს შეადგენს.

ფრანგ მილიარდერთა საერთო რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება გერმანელ მილიარდერთა რაოდენობას და 42-ს შეადგენს. ამის მიუხედავად, ფრანგ მილიარდერთა საერთო სიმდიდრე $512.2 მილიარდს აღწევს.

Forbes-ის თანახმად, ევროპის ათი ყველაზე მდიდარი მილიარდერის ჯამური კაპიტალი $552 მილიარდს შეადგენს, რაც 2020 წელთან შედარებით ($216 მილიარდი), თითქმის, გაორმაგებულია.

გთავაზობთ, 2021 წლის მონაცემებით, ევროპის ყველაზე მდიდარ ადამიანებს:

  1. ბერნარ არნო, საფრანგეთი, $150 მილიარდი.
  2. არმანსიო ორტეგა, ესპანეთი, $77 მილიარდი.
  3. ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი, საფრანგეთი, $73.6 მილიარდი.
  4. ფრანსუა პინო, საფრანგეთი, $42.3 მილიარდი.
  5. ბეატა ჰაისტერი&კარლ ალბრეხტ უმცროსი, გერმანია, $39.2 მილიარდი.
  6. დიტა შვარცი, გერმანია, $36.9 მილიარდი.
  7. ჯოვანი ფერერო, იტალია, $35.1 მილიარდი.
  8. ალენ ვერტჰაიმერი, საფრანგეთი, $34.5 მილიარდი.
  9. გერარდ ვერტჰაიმერი, საფრანგეთი, $34.5 მილიარდი.
  10. ალექსეი მორდაშოვი&ოჯახი, რუსეთი, $29.1 მილიარდი.
Previous Post

ნიკოლოზ სხირტლაძე „სამსუნგის“ ციფრული რევოლუციის სადარაჯოზე

Next Post

ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს 2022 წლის ოლიმპიადის ბოიკოტს პეკინში

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს 2022 წლის ოლიმპიადის ბოიკოტს  პეკინში

ამერიკის შეერთებული შტატები განიხილავს 2022 წლის ოლიმპიადის ბოიკოტს პეკინში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result