Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარი გამოუყო

by Forbes.ge
February 28, 2021
in ქართულად
0
ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარი გამოუყო
0
SHARES
0
VIEWS

ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო) მოცულობის დახმარება გამოუყო გრანტის სახით, 2017 წელს რეფორმების მხრივ მიღწეული წინსვლის საერთო აღიარების საფუძველზე. 

დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა შეაფასა მიღწეული წინსვლა მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით თითოეულ ქვემოთ მოცემულ სფეროში და მივიდა შემდეგ დასკვნამდე: 

ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა: საქართველომ კარგ პროგრესს მიაღწია ვაჭრობისა და კერძო სექტორის სფეროების განვითარებაში, წინასწარ შეთანხმებული გზამკვლევის თანახმად. ეს მოიცავდა არაერთი ეროვნული საკანონმდებლო აქტის დროულ დამტკიცებას, რომელთა მიზანი იყო მიმზიდველი ბიზნეს გარემოს შექმნა, მათ შორის, სურსათის უვნებლობა, ვაჭრობის ტექნიკური დაბრკოლებები და ბაზრის ზედამხედველობა. “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში კონსულტაცია გაეწია და ტრენინგი ჩაუტარდა 220-ზე მეტ მცირე და საშუალო ზომის საწარმოს, ხოლო  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან თანამშრომლობით, მოხდა DCFTA-ით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება კერძო სექტორში რეგიონულ დონეზე. 

დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი: ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ თვალსაჩინო შედეგს მიაღწია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის განვითარებაში და დასაქმების ხელშემწყობ მომსახურებათა ახალი მოდელის დანერგვაში. ახლად დაფუძნებული შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მიიღონ ინფორმაცია მოთხოვნად პროფესიებზე სხვადასხვა სფეროში ქვეყნის რეგიონების მიხედვით. დაინტერესებულ მოქალაქეებს უკვე ხელი მიუწვდებათ ინფორმაციაზე, თუ რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ ამ პროფესიათა დაუფლებას. ამასთანავე, დასაქმების ხელშეწყობის მომსახურების ახალი მოდელით გაუმჯობესდა დამსაქმებელთა პოტენციურ დასაქმებულებთან დაწყვილების მექანიზმი. სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებამ, პროფესიული განათლების განახლებულმა პროგრამებმა და ამავე პროგრამებში გადამზადებული მასწავლებლების ჩართულობამ ხელი შეუწყო შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან უკეთეს თანხვედრას. ევროკავშირმა შენიშნა 51.6%-იანი ზრდა პროფესიული განათლების პროგრამებზე მოქალაქეთა რეგისტრაციის რიცხვში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. ევროკავშირი ხაზს უსვამს სოციალური დიალოგის მნიშვნელობას და იძლევა რეკომენდაციას, რომ დამსაქმებლები, დასაქმებულები და პროფესიული კავშირები უფრო ხშირად იყვნენ ჩართულნი პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. 

სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II): კარგი შედეგები იქნა მიღწეული საკვანძო სფეროებში. ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად წაახალისა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება და გააუმჯობესა მდგომარეობა სურსათის უვნებლობის, სოფლის მეურნეობის სტატისტიკისა და მარცვლეულის აპრობაციის სფეროებში, ხოლო ამ უკანასკნელის განხორციელება მოხერხდა მარცვლეულის შესახებ კანონის მეშვეობით. ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა, დაამტკიცა და განხორციელება დაიწყო სოფლის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოსი, რომელიც თანხვედრაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან. ევროკავშირი რეკომენდაციას იძლევა, რომ დაჩქარდეს საკვანძო რეფორმების განხორციელება ფერმების რეგისტრაციისა და სასოფლო სამეურნეო ექსტენციის სფეროებში, რათა გაუმჯობესდეს ფერმერებისთვის მომსახურების მიწოდება საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრების მეშვეობით. 

საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა: საერთო ჯამში, საქართველოს კარგი წინსვლა აქვს “დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის” მართვისა და განხორციელების მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ უკეთესი დახმარება გაუწია იძულებით გადაადგილებულ პირებს მათი შრომისუნარიანობის, გადამზადების, განათლებისა და ტრენინგის გასაუმჯობესებლად. 2016 წელს გაიზარდა იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს დასაქმებაზე ორიენტირებულ ტრენინგებში, მიიღეს პროფესიული კონსულტაცია და ჩაირიცხნენ განათლების საჯარო დაწესებულებებში. თუმცა, კვლავაც არის შესაძლებლობა მეტად გაუმჯობესდეს ამგვარი დახმარების მიღების პროცედურები. ამასთანავე, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და “აწარმოე საქართველოში” პროგრამის მიერ მართული გრანტებით დადასტურდა, რომ ისინი წარმატებულ ინსტრუმენტს წარმოადგენენ დევნილ მოსახლეობაში თვითდასაქმების წახალისების კუთხით.

რეფორმების მხარდაჭერა მართლმსაჯულების სფეროში: ევროკავშირი მიესალმება შემდეგ მიღწევებს: სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უფასო იურიდიული დახმარების უკეთესი ხელმისაწვდომობა და გამოყენება, სახალხო დამცველის აპარატის გაზრდილი შესაძლებლობები, არასრულწლოვნების ჩართვა რესოციალიზაციის პროგრამებში სისხლის სამართლებრივი დევნის ნაცვლად, პატიმრებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობის შენარჩუნება, პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის პროგრამები, პატიმრებში სიკვდილიანობის და დაავადებათა გადაცემის შემცირებული მაჩვენებელი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, “პროკურატურის სტრატეგიის” დანერგვა. თუმცა, რჩება ყველა არასრულწლოვანის საკანს გარეთ აქტივობებში უფრო ხშირად და მეტად ჩართვის საჭიროება. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ ჯერ არ შექმნილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავთა შესაძლო გადაცდომებს. ამასთანავე, მთავრობას არ წარმოუდგენია შესაფერისი მტკიცებულება, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ყველა შემთხვევა ეფექტურად და მყისიერად იქნა გამოძიებული და აგრეთვე, არც იმის მტკიცებულება, რომ პროკურორების შესრულებაზე დაფუძნებული შეფასების კრიტერიუმებმა მოსალოდნელი შედეგი გამოიღო. 2016 წელს, არ დაინერგა ზრდასრული, მამრობითი სქესის პატიმრების საქმეთა სიღრმისეული განხილვის პრაქტიკა ვადაზე ადრე გათავისუფლების მიზნით. ევროკავშირი ასევე აღნიშნავს, რომ სპორადული რეგისტრაციის მხრივ კარგი წინსვლა იყო, თუმცა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროცესმა ვერ მიაღწია წინასწარ შეთანხმებულ მიზნებს დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. 

საჯარო მმართველობის რეფორმა: ბოლო წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ განაგრძო საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელება, მიუხედავად სახელმწიფო ბიუჯეტის შეზღუდვებისა. მნიშვნელოვანი მიღწევაა 11 დადგენილების დამტკიცება, რომლითაც ხორციელდება ახალი კანონი საჯარო სამსახურის შესახებ. დადგენილებები მოიცავს წესებს მოხელეთა დაქირავებისა და შეფასების შესახებ, აგრეთვე ქცევის კოდექსს, რომელიც მიესადაგება ყველა საჯარო მოხელეს როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ ადმინისტრაციებში. ევროკავშირი აგრეთვე სცნობს ხუთ ძირითად სამინისტროში პოლიტიკის დაგეგმვის გაუმჯობესებას. უკვე შესაძლებელია თანამდებობის პირთა დეკლარაციების შემოწმება, რაც ხაზს უსვამს მთავრობის ძალისხმევას გააძლიეროს კეთილსინდისიერება საჯარო სექტორში. თუმცა, ევროკავშირის შეფასება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საჯარო სამსახურთან დაკავშირებულ დადგენილებათა დამტკიცება შეფერხდა რეფორმის განხორციელების კრიტიკულ ფაზაში. 

საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა: პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის გაძლიერება. პროგრამას წარმატებით ახორციელებენ ფინანსთა სამინისტრო, პარლამენტი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ფინანსური მართვა გაუმჯობესებულია სამივე ინსტიტუტში. თუმცა, შეფასების დოკუმენტი ასევე მიუთითებს ადამიანური და ფინანსური რესურსების სიმცირეზე პარლამენტის ძირითად კომიტეტში და ამასთანავე, ამავე კომიტეტის გარკვეულ უკმაყოფილებას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიმართ. ამასთან ერთად, ევროკავშირი ხედავს საჭიროებას, რომ უზრუნველყოფილ იქნეს “ფინანსური მართვისა და კონტროლის პროცედურების” განხორციელება, რაც დაკავშირებულია რისკების მართვასა და ანგარიშვალდებულებასთან ყველა შესაბამის საპილოტე სამინისტროში.

რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა: საქართველომ კარგი წინსვლა აჩვენა რეგიონული განვითარების პროგრამების განხორციელების მიმართულებით, რასაც შედეგად მოჰყვა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ინფრასტრუქტურისა და მიწოდებული მომსახურებების მუდმივი გაუმჯობესება. თუმცა, რეგიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდან სანდო სტატისტიკური მონაცემების ნაკლებობას ევროკავშირი მთავარ სისუსტედ აფასებს. რეკომენდებულია დაახლოება ევროპის რეგიონულ და მუნიციპალურ სტატისტიკასთან (“ტერიტორიული დანაყოფების ნომენკლატურა სტატისტიკისთვის” (NUTS) კლასიფიკაცია)”, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

Previous Post

რატომ უნდა იყოს დუბროვნიკი თქვენი ყველაზე სანუკვარი სამოგზაურო ადგილი

Next Post

გიორგი ისაკაძე “ოქროს ფრთით” დაჯილდოვდა

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
გიორგი ისაკაძე “ოქროს ფრთით” დაჯილდოვდა

გიორგი ისაკაძე “ოქროს ფრთით” დაჯილდოვდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Стоит ли использовать маркетплейс Кракен в 2026 году?

June 30, 2026

Как начать работу с slon4.at: простое руководство

June 30, 2026

Выбор большинства: slon7 at — надежное решение для ваших задач

June 29, 2026

Не работает Кракен? Решение здесь — кракен официальный сайт

June 29, 2026

Recent News

Стоит ли использовать маркетплейс Кракен в 2026 году?

June 30, 2026

Как начать работу с slon4.at: простое руководство

June 30, 2026

Выбор большинства: slon7 at — надежное решение для ваших задач

June 29, 2026

Не работает Кракен? Решение здесь — кракен официальный сайт

June 29, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result