Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ევროკავშირის მხარდაჭერით, CSRDG სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლებს

by იზა გვარამაძე
ოქტომბერი 26, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ევროკავშირის მხარდაჭერით, CSRDG სოციალური საწარმოების B2B გამოფენას უმასპინძლებს
0
SHARES
0
VIEWS

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას 27 ოქტომბერს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ უმასპინძლებს.

რიგით მეოთხე, მასშტაბური და გავლენაზე ორიენტირებული ღონისძიების მიზანია სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს, ასევე საზოგადოებრივ და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და განვითარება მეტი სოციალური და გარემოსდაცვითი გავლენის უზრუნველსაყოფად.

სოციალური საწარმოები B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას დაესწრებიან ბიზნესსექტორის, დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მოწინავე ქართული სოციალური საწარმოების მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას ერთ სივრცეში; პირველად მოისმინონ გავლენის გმირების ისტორიები, რომლებსაც საკუთარი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის პროცესში. გამოფენის სტუმრებისთვის სოციალურ საწარმოებს წარადგენენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის, როგორც დადებით სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებას.

B2B გამოფენა უნიკალური შესაძლებლობაა სოციალური საწარმოებისთვის წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია თუ სერვისები ერთ სივრცეში და დაამყარონ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები წამყვან ბიზნეს კომპანიებთან; გაიცნონ და გააღრმაონ პარტნიორობა ერთმანეთთან;

ღონისძიების ფარგლებში ბიზნესსექტორს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს 50-მდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვნებას, გამართოს პირისპირ შეხვედრები და დანერგოს ან განავითაროს პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკა. ასევე, შექმნას მდგრადი დადებითი გავლენა სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროებში.

 

ინფორმაცია ღონისძიების შესახებ

B2B გამოფენა CSRDG-ის ინიციატივით 2017 წლიდან იმართება ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში. გამართული ღონისძიებების შედეგად გამოფენის მონაწილე სოციალურმა საწარმოებმა 80-მდე ბიზნესკომპანიასთან გამართეს 300-მდე B2B შეხვედრა, გაფორმდა 200’000 ლარზე მეტი სექტორთაშორისი კონტრაქტი და გაძლიერდა 40-ზე მეტი საწარმო.

2023 წელს, B2B გამოფენის უნიკალური სპონსორია თიბისი ბიზნესისთვის; გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენია თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია “თეგეტა გრინ პლანეტი”; ღონისძიების ოქროს სპონსორია სასტუმროების ქსელი “ინნ ჰოსფითალითი”; ღონისძიების ვერცხლის მხარდამჭერია სოკარი და ალგი აუდიტი;

B2B გამოფენის ფარგლებში სოციალური საწარმოების ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებას European Fund for Southeast Europe (EFSE)-ს განვითარების პროგრამა უჭერს მხარს.

ღონისძიების მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, BMG, ფორმულა, პალიტრანიუსი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, BPN და Business Insider Georgia.

 

ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) 1995 წელს შეიქმნა და სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ორგანიზაციის მისიაა საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.

S

Previous Post

სექტემბერში ქართულ საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა 2.65%-ით გაიზარდა

Next Post

გერმანია დეპორტაციის პროცესს ამარტივებს | რამდენი ქართველია თავშესაფრის მაძიებელთა შორის?

იზა გვარამაძე

Next Post
გერმანია დეპორტაციის პროცესს ამარტივებს | რამდენი ქართველია თავშესაფრის მაძიებელთა შორის?

გერმანია დეპორტაციის პროცესს ამარტივებს | რამდენი ქართველია თავშესაფრის მაძიებელთა შორის?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Recent News

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result