Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ევროკავშირი Covid-19-ის კრიზისის პერიოდში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერ ახალ პროექტებს იწყებს

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 15, 2021
in ქართულად
0
ევროკავშირი Covid-19-ის კრიზისის პერიოდში მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერ ახალ პროექტებს იწყებს
0
SHARES
0
VIEWS

სამი ახალი პროექტი, რომლებსაც განახორციელებენ ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მიმართულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებაზე, საქართველოს მასშტაბით.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში იწყება სამი ახალი პროექტი, რომელიც დახმარებას გაუწევს მოწყვლად ჯგუფებს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დაძლევაში. პროექტები, რომლებსაც განახორციელებენ ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, დაეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქართველოს მასშტაბით.

”ევროკავშირი, კრიზისის დაწყების დღიდან მხარში უდგას საქართველოს და ასე გააგრძელებს. განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა, თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა.  ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს, მე დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებული პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. პროექტებს შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე  საზოგადოებრივი ორგანიზაციების განახორციელებენ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათთან თანამშრომლობის დაწყებას “, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

პროექტების შერჩევა მოხდა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის

უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის (ბმული) შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში (ბმული) დასმულ აქცენტებს.

ინფორმაცია პროექტების შესახებ:

“ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” – ქალთა საინფორმაციო ცენტრი.

მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათი, რასაც ადგილი ჰქონდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ზოგადად ოჯახში ძალადობის რისკებს ზრდის. საქართველოში ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს დახმარება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.  პროექტი ქალებს გაუწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით, მიაწვდის მათ ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და იმუშავებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან რეაგირების გეგმების მომზადებაზე. პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს.“ – კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის

Covid-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების შედეგად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება, აგრეთვე გართულდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი მზრუნველების/ოჯახის წევრების გადაადგილება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბევრ პირს ესაჭიროება მხარდაჭერა საკვების, წამლების, სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებსა და/ან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის. ასევე მწირია ამ ადამიანებისათვის საჭირო კონკრეტული ინფორმაცია Covid-19-თან დაკავშირებით. პროექტი უზრუნველყოფს შშმ პირთა მხარდაჭერას აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში მობილური ჯგუფების მიერ სხვადასხვა სერვისების მიწოდებით და ქვეყნის მასშტაბით გაავრცელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო ინფორმაციას.

“იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის მედეგობისა და უსაფრთხოების გაზრდა“ – იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“

იძულებით გადაადგილებული პირები ხშირ შემთხვევაში ეკონომიკურად მოწყვლადები არიან. ჩვეულებრივ, მაღაზიები და აფთიაქები მათი კომპაქტურად დასახლების ადგილებიდან შორ მანძილზე მდებარეობს.  ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა და საკარანტინო ზომები მათზე ძლიერ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს.  პროექტი იმუშავებს სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში და უზრუნველყოფს მათ ჰუმანიტარული დახმარებით, ტრენინგებით, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს მათი მდგომარეობის გამოსწორებას.

Previous Post

EU announces new projects supporting vulnerable groups in the Covid-19 crisis

Next Post

Dr. Anthony Fauci says there’s a chance coronavirus vaccine may not provide immunity for very long

მაგდა დოლიძე

Next Post
Dr. Anthony Fauci says there’s a chance coronavirus vaccine may not provide immunity for very long

Dr. Anthony Fauci says there’s a chance coronavirus vaccine may not provide immunity for very long

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result