Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Euroverify: იყო თუ არა დონალდ ტრამპი КГБ-ის დაქირავებული აგენტი?

by Salo Papalashvili
მარტი 14, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
Euroverify: იყო თუ არა დონალდ ტრამპი КГБ-ის დაქირავებული აგენტი?
0
SHARES
0
VIEWS

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) ყოფილი ოფიცრის, ალნურ მუსაევის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში განხილვის ქარიშხალი მოჰყვა. 20 თებერვალს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მუსაევმა ტრამპი რუსეთის სუკ-ის აგენტთა შორის დაასახელა, რასაც მოგვიანებით X-ზე ახალი სტატუსი მოჰყვა, რომელშიც ტრამპი „რუსეთის აქტივად“ იყო მოხსენიებული.

ტრამპის „რუსული წარსულის“ გამოკვლევა გამოცემა Euronews-მა შემოგვთავაზა და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებით რამდენიმე საკამათო ფაქტიც გადაამოწმა. მუსაევის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი 1987 წელს, 40 წლის ასაკში მოსკოვში იმყოფებოდა, რა დროსაც ის КГБ-ის წევრთა შორის ჩაირიცხა და კოდური სახელი „კრასნოვი“ მიენიჭა. ტრამპს უშუალოდ КГБ-ის ყოფილი ოფიცრის განცხადებისთვის არ უპასუხია, თუმცა ახლო წარსულშიც, რუსეთისთვის მუშაობის ბრალდებები არაერთგზის უარყო.

„1987 წელს მოსკოვში, სსრკ-ის სუკ-ის მე-6 განყოფილებაში ვმუშაობდი. მე-6 დეპარტამენტში მუშაობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება კაპიტალისტური ქვეყნების ბიზნესებიდან ჯაშუშებსა და წყაროებზე ინფორმაციის მოპოვება იყო. სწორედ იმ წელს ჩვენმა დეპარტამენტმა აშშ-დან 40 წლის ბიზნესმენი, დონალდ ტრამპი აიყვანა, მეტსახელად „კრასნოვი“, – ვკითხულობთ მუსაევის განცხადებაში.

მუსაევის განცხადებას პლატფორმა X-ზე კიდევ ერთი პოსტი მოჰყვა, რომელმაც მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. აღნიშნული პოსტის ავტორი ტრამპს „კრასნოვის“ სახელით მოიხსენიებს, მას „КГБ-ის აქტივს“ უწოდებს და დასძენს, რომ ამჟამად, ის უკვე აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე განაგრძობს რუსეთის ინტერესების გატარებას. ბრალდებებს, მალევე, სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან არაერთი დამცინავი პოსტი მოჰყვა, მათ შორის ფოტოშოპის საშუალებით გაკეთებული ყალბი ფოტოსურათი, რომელშიც ტრამპი სუკ-ის  ჩაცმულობითაა, ხოლო მისი სლოგანი Make America Great Again, შეცვლილია ტექსტით Moscow Agent Governing America („მოსკოვის აგენტი ამერიკას მართავს“).

ტრამპის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბრალდებებს ბრიტანელი კონსერვატორი დეპუტატი გრემ სტიუარტი გამოეხმაურა. „ჩვენ უნდა განვიხილოთ ალბათობა იმისა, რომ ტრამპი შესაძლოა რუსული აქტივი იყოს“, – წერს ბრიტანელი პლატფორმა X-ზე.

მუსაევის მიერ წამოყენებული ბრალდებების მიუხედავად, Euroverify-მა (ჟურნალისტთა გუნდი, რომელიც სპეციალიზირებულია ფაქტების გადამოწმებაში) რეალური მტკიცებულებები იმისა, რომ შესაძლოა ტრამპი მართლა ყოფილიყო „რუსული აქტივი“ ვერ მოიპოვა. მტკიცებულებები არც თავად КГБ-ის ყოფილ ოფიცერს წარუდგნია. ეჭვებს მუსაევის მიერ КГБ-ში დაკავებული პოზიციაც აჩენს.

Facebook-ის პოსტში ყაზახი ჯაშუში აცხადებს, რომ ის КГБ-ის მე-6 დეპარტამენტში მუშაობდა. თუმცა სხვადასხვა წყაროზე, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ენციკლოპედიაზე დაყრდნობით, Euroverify წერს, რომ ეს დეპარტამენტი ფოკუსირებული იყო „ეკონომიკური ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაზე“ და არა – „საგარეო სადაზვერვო ინფორმაციის“ შეგროვებაზე.

როგორც აღინიშნა, დონალდ ტრამპი მსგავსი ბრალდებების სამიზნე წარსულშიც არაერთგზის გამხდარა. ეს საკითხი კი სენსიტიური ბოლო პერიოდში, მისი საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებითაც გახდა. საქმე რუსეთ-უკრაინის ომს ეხება, რომლის შეჩერებაც ტრამპისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი მხარეებთან შეხვედრებს მართავს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციასთან შედარებით, უკრაინის მიმართ მისი პოლიტიკა ბევრად მკაცრია. მათ შორისაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერება, დაძაბული შეხვედრა ზელენსკისთან თეთრ სახლში და ა.შ.

Euroverify-ს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის, კრეიგ უნგერის 2021 წელს გამოქვეყნებული წიგნიც მოჰყავს, სახელწოდებით American Kompromat. უნგერი წიგნში ტრამპს „მოსკოვის მიერ დაქირავებულს“ უწოდებდა. უნგერის ერთ-ერთი მთავარი წყარო სუკ-ის ყოფილი აგენტი იური შვეცი იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპი სააგენტოს 1987 წელს შეუერთდა.

Euronews-თან ინტერვიუში უნგერმა ხაზი გაუსვა განსხვავებას ტერმინებს – „აგენტსა“ და „აქტივს“ შორის: „მაშინ, როდესაც აგენტი სადაზვერვო სააგენტოს დასაქმებულია, რომელიც სამუშაოსთვის ანაზღაურებას იღებს, აქტივი სანდო მეგობარია, რომელსაც სარგებელი მოაქვს“.

უნგერის წიგნში შვეცი 1980 წელს, ტრამპის მიერ მისი პირველი მსხვილი ობიექტის, Grand Hyatt New York-ის გახსნას იხსენებს და ამტკიცებს, რომ ტრამპმა მაშინ, 200 ტელევიზორი საბჭოთა ემიგრანტის საკუთრებაში არსებული ელექტრონიკის მაღაზიიდან, Joy-Lud-დან შეიძინა. შვეცის თქმით, ტრამპი იმ დროს უკვე სუკ-ის პოტენციურ აგენტად იყო განსაზღვრული, ოფიციალური სახე კი ამას 1987 წელს, ბიზნესმენის მოსკოვში მოგზაურობისას მიეცა. უნგერის წიგნში აღნიშნულია, რომ სწორედ მოსკოვში მოგზაურობის შემდეგ დაიწყო ტრამპმა საგარეო პოლიტიკის ანალიტიკოსის „როლის შეთავსებაც“.

უნგერის გარდა, ტრამპის მოსკოვთან კავშირები Mueller-ის 2019 წლის ანგარიშშიც არის მიმოხილული. ანგარიში, რომელიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დაკვეთით შემუშავდა, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის შესაძლო ჩარევას იკვლევდა. მაშინ ტრამპმა ბრალდებები უარყო, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას „სასირცხვილო“ უწოდა და უპასუხა, რომ მას რუსეთისთვის არასდროს უმუშავია.

თავის მხრივ, ტრამპის ბრალეულობა ვერც Mueller-ის ანგარიშმა დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კავშირები „რუსეთის მთავრობასა და ტრამპის კამპანიას შორის“ იდენტიფიცირებული იყო, კონკრეტული მტკიცებულებები იმისა, რომ „ტრამპის კამპანიის წევრები რუსეთის მთავრობას არჩევნებში ჩარევას კოორდინაციას უწევდნენ“ არ გამოვლენილა.

Previous Post

თიბისი „კანის ლომების“ ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

Next Post

ოქროს ფასმა უნციაზე $3,000-ს პირველად გადააჭარბა

Salo Papalashvili

Next Post
ბირჟაზე ოქროს ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ოქროს ფასმა უნციაზე $3,000-ს პირველად გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Rich Royal Casino: Un’Avventura Rapida per Giocatori di Sessioni Brevi

აგვისტო 14, 2026

AviaMasters Game: Diversión de Choques a Alta Velocidad para Ganancias Rápidas

აგვისტო 14, 2026

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026

Recent News

Rich Royal Casino: Un’Avventura Rapida per Giocatori di Sessioni Brevi

აგვისტო 14, 2026

AviaMasters Game: Diversión de Choques a Alta Velocidad para Ganancias Rápidas

აგვისტო 14, 2026

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result