Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში

by იზა გვარამაძე
ივლისი 24, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
Euromoney: საქართველოს ბანკი საუკეთესო ESG ბანკია საქართველოში
0
SHARES
0
VIEWS

საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს ყოველწლიური Awards for Excellence-ის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 2025 წლის საუკეთესო ESG ბანკად დასახელდა საქართველოში.

“საქართველოს ბანკის მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი პროგრესი მწვანე და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, გამოიხატებოდა როგორც პროგრამების მასშტაბის, ისე მათი გავლენის ზრდაში. განხორციელებული ინიციატივების შედეგად საქართველოს ბანკი ქვეყანაში ESG-ის მიმართულებით საუკეთესო ბანკის ჯილდოს ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად იქცა”, – ვკითხულობთ Euromoney-ს გაცნხადებაში.

გამოცემის თანახმად, 2024 წელს, 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მწვანე ინიციატივების მიმართულებით, საქართველოს ბანკმა სპეციალურად კორპორაციების, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნა სესხი მზის პანელებისათვის. აღნიშნული ინიციატივა თანხვედრაში მოდის მსოფლიოში მიმდინარე განახლებადი ენერგიის იმპლემენტაციის ტენდენციასთან, რაც ხაზს უსვამს ბანკის პროაქტიულ მიდგომას, ხელი შეუწყოს გარემოს მდგრადობას.

ამასთან, გამოცემა ხაზს უსვამს საქართველოს ბანკის მიერ მწვანე სესხების სკრინინგის სისტემის დანერგვას, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიასთან.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით კი საქართველოს ბანკმა მნიშვნელოვნად გაზარდა კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რაც სტრატეგიულად თანხვედრაში მოდის მდგრადი მეურნეობის პრაქტიკებთან და პასუხობს როგორც გარემოსდაცვით, ასევე ეკონომიკურ საჭიროებებს.

გარდა ამისა, მწვანე დაფინანსების მიზნების ინტეგრირება მენეჯმენტის ძირითადი ეფექტურობის ინდიკატორებში (KPIs) ნათლად უსვამს ხაზს ბანკის მიზანს – მოახდინოს მწვანე ფინანსების ინსტიტუციონალიზაცია. ეს სტრატეგიული ნაბიჯი არა მხოლოდ ამაღლებს მოტივაციას სესხების გაცემის მიმართულებით, არამედ ამკვიდრებს მდგრადობას უშუალოდ ბანკის ოპერაციულ სტრუქტურებში, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მმართველობისა და მდგრადი განვითარების კომპლექსურ წინსვლას.

„მოხარული ვართ, რომ ESG მიმართულებით ჩვენმა მიღწევებმა საერთაშორისო გამოცემა Euromoney-ს აღიარება მოიპოვა, რაც ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული ხედვის ეფექტურობას მდგრადობის მიმართულებით. საქართველოს ბანკში ESG განიხილება როგორც ბიზნესის განუყოფელი ნაწილი – მწვანე დაფინანსების ზრდა, მწვანე პროდუქტების შექმნა და ინკლუზიურობა წარმოადგენს ერთიანი სტრატეგიის ნაწილს. ამის ნათელი მაგალითებია უსინათლო პირებზე მორგებული სერვისები, მობილურ აპლიკაციაში ენების ინტეგრაცია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა აქტივობა, რაც ნათლად აჩვენებს ჩვენს ერთგულებას მდგრადობის პრინციპების მიმართ. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ESG მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას,“ – აცხადებს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.

S

Previous Post

ათი ყველაზე მძლავრი AI-სუპერკომპიუტერი

Next Post

კავშირები ცვლილებებისთვის

იზა გვარამაძე

Next Post
კავშირები ცვლილებებისთვის

კავშირები ცვლილებებისთვის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Recent News

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result