Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ფინანსები
0
ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია
0
SHARES
0
VIEWS

ფინანსური სექტორი ეკონომიკის ყველაზე მეტად რეგულირებადი სექტორია.

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებულ სუბიექტთა შორის არიან კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ანგარიშვალდებული საწარმოები, საგადახდო სისტემის ოპერატორები და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლები. შესაბამისად, ფართოა დაინტერესებულ მხარეთა წრე, რომლებზეც ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ახდენს.

დაინტერესებული მხარეების მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვის მიზნით, მნიშვნელოვანია როგორც ფინანსურ სექტორთან, ისე ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

საზედამხედველო მიმართულებით კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მიზნით, ეროვნული ბანკი დაინტერესებულ მხარეებთან პირდაპირი დიალოგის გარდა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხს იყენებს. საზედამხედველო მიმართულებით მიმდინარე ტენდენციებზე, ამ კუთხით აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და ეროვნული ბანკის მიერ დაგეგმილ საზედამხედველო ღონისძიებებზე ინფორმაცია ვრცლად არის განხილული წლიურ ანგარიშებში. ამასთან, საზედამხედველო პოლიტიკის განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაზრდის მიზნით, ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტები ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება. ეს საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს, დამტკიცებამდე გაეცნონ ნორმატიული აქტების პროექტებს და მათთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს.

საზედამხედველო პოლიტიკის გამჭვირვალობის მეტად გაზრდისა და დაგეგმილ სამომავლო ღონისძიებებზე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის, ეროვნული ბანკი 2020 წლიდან იწყებს საზედამხედველო სტრატეგიის ყოველწლიურ გამოქვეყნებას.

საზედამხედველო ორგანოს მიერ სტრატეგიის გამოქვეყნების პრაქტიკის დანერგვა გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტად არის მიჩნეული. საზედამხედველო სტრატეგიის გამოქვეყნების პრაქტიკას იყენებენ ისეთი წამყვანი საზედამხედველო ორგანოები, როგორებიცაა კანადის ფინანსური ინსტიტუტების ზედამხედველობის ოფისი, ინგლისის ბანკის პრუდენციული რეგულირების ორგანო, ირლანდიის ცენტრალური ბანკი, ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი, ავსტრალიის პრუდენციული რეგულირების ორგანო. ეროვნული ბანკი გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით გამორჩეული საზედამხედველო ორგანოა რეგიონისა და მსგავსი განვითარების დონის მქონე ქვეყნების მასშტაბით.

საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი ემსახურება ეროვნული ბანკის მომავალი 3 წლის სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვასა და მათი შესრულებისათვის საჭირო საქმიანობის დაგეგმვას. დოკუმენტი ხელს უწყობს როგორც ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, ისე სამომავლო ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდასა და საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისათვის, ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის, სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

საზედამხედველო სტრატეგიის 2020-2022 წლების დოკუმენტი მიმდინარე წლის ივნისში გამოქვეყნდა. მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტი, საზედამხედველო პრიორიტეტებთან ერთად, მოიცავს ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის პროცესში გამოყენებულ პრინციპებს, ფასეულობებს, ინოვაციებისადმი მიდგომებს, საოპერაციო მოდელს და იმ გამოწვევებს, რომლებიც გაითვალისწინება საზედამხედველო პრიორიტეტებისა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას.

საზედამხედველო პრიორიტეტები მაღალი რანგის მიზნებია, რომლებიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის – საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა- შესრულებას ემსახურება.

2020-2022 წლების საზედამხედველო პრიორიტეტებია:

  • საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა – მოიაზრებს საზედამხედველო პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაციას, საზედამხედველო კაპიტალის ხარისხის ზრდას და შესაბამისი სტანდარტების დახვეწას, კომერციული ბანკების რეზოლუციის ჩარჩოს დანერგვას, კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობასა და არაფინანსური რისკების მართვის სტანდარტების გაძლიერებას.
  • საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება – გულისხმობს ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ დირექტივებთან დაახლოებას, ადგილობრივი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების გადაყვანას საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებზე (IFRS), საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტების დანერგვასა და კონკურენციასთან დაკავშირებული სტანდარტების გაუმჯობესებას.
  • მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება – აერთიანებს ღია ბანკინგის, ციფრული ბანკინგის, რეგულირების ლაბორატორიის, მოდელების, მონაცემთა ანალიზისა და სუპტექის (SupTech) განვითარების ხელშეწყობას.
  • დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება – გულისხმობს კომუნიკაციის არხების გაუმჯობესებას, მათ შორის პირდაპირი კომუნიკაციის გააქტიურების გზით.
  • ლიდერობისა და ინიციატივების წამახალისებელი კორპორაციული კულტურის გაძლიერება – აღნიშნული ეროვნულ ბანკში თანამშრომელთა უფლებამოსილების, დაკისრებული პასუხისმგებლობების ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნას გულისხმობს.

საზედამხედველო პრიორიტეტებსა და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის გარდა, როგორც ეროვნული ბანკის, ისე დაინტერესებული მხარეების მიერ საქმიანობის უკეთ დაგეგმვისათვის მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვრული მიმართულებების განხორციელების დროში გაწერილი გეგმა. სწორედ ამიტომ საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს მომავალი სამი წლის პერიოდში კონკრეტული ღონისძიებების შესრულების ვადებს.

ვინაიდან 2020 წლის მთავარი გამოწვევა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიაა, საზედამხედველო სტრატეგია მოიცავს ინფორმაციას პანდემიის საპასუხოდ ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებულ მიდგომებზე. მათ შორის აღსანიშნავია ახალი საზედამხედველო მოთხოვნების შემუშავებასა და დაწესებაზე დროებითი მორატორიუმის ინიციატივა, რომლის მიზანია ფინანსური ინსტიტუტების რესურსების არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ მაქსიმალური მობილიზება. შესაბამისად, 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიაში 2020 წლისთვის გათვალისწინებულია მხოლოდ იმ რეფორმებზე მუშაობა, რომლებიც ეხმიანება პანდემიის გამოწვევებს ან რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისათვის, ხოლო ყველა სხვა რეფორმის დასრულება დაგეგმილია 2021-2022 წლებში.

ნებისმიერ სტრატეგიას თან ახლავს მისი შეუსრულებლობის რისკები ან საჭირო ხდება მისი მოდიფიკაცია. საზედამხედველო სტრატეგიის შემთხვევაში, ასეთი რისკები შეიძლება იყოს ფორსმაჟორული სიტუაციები, საოპერაციო გარემოს ახალი გამოწვევები ან სტრატეგიის აღსრულებისთვის საჭირო აუცილებელი რესურსების (ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები) არქონა. აღნიშნულმა რისკებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს როგორც საზედამხედველო პრიორიტეტებზე, ასევე კონკრეტულ დაგეგმილ ღონისძიებებსა და მათი შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადებზე. შესაბამისად, სტრატეგიის დოკუმენტის განახლება ყოველწლიურად მოხდება. აღნიშნული არ გულისხმობს მასში განსაზღვრული მაღალი რანგის საზედამხედველო პრიორიტეტების ცვლილებას, არამედ ემსახურება პრიორიტეტებისათვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებებისა და ვადების განახლებას საზედამხედველო მანდატისა და მისიის ეფექტიანად შესრულებისათვის.

საზედამხედველო სტრატეგიის გამოქვეყნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს და შეესაბამება საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. ამ დროისათვის გამოქვეყნებული საზედამხედველო სტრატეგია არ ასახავს, თუმცა ახლო მომავალში დაემატება საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენელთა ზედამხედველობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია.

Previous Post

“Transform to Net Zero”: Microsoft-ი, Nike და Unilever-ი ახალ კამპანიაში ერთვებიან

Next Post

“აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმებს შეკერავს

მაგდა დოლიძე

Next Post
“აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმებს შეკერავს

"აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის უნიფორმებს შეკერავს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024
Companies earning billions selling weapons

Companies earning billions selling weapons

February 28, 2021
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

AllySpin Casino: Una Emocionante Experiencia en Slots para Ganancias Rápidas

July 7, 2026

Recent News

Slota: Quick-Play Slots for Short, Intense Gaming Sessions

July 8, 2026

Roobet – Juego Rápido para Ganancias Rápidas

July 8, 2026

Vinci Spin Casino: Domina las Ganancias Rápidas Con Cada Giro

July 8, 2026

AllySpin Casino: Una Emocionante Experiencia en Slots para Ganancias Rápidas

July 7, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result