Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

„ენთები“ ანუ ახალი თაობის ბუღალტრები ახალი თაობის მეწარმეებისთვის

by Davit Tsiramua
January 31, 2022
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, კომპანიები, საქართველო, ყველა სიახლე
0
„ენთები“ ანუ ახალი თაობის ბუღალტრები ახალი თაობის მეწარმეებისთვის
0
SHARES
0
VIEWS

ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური სერვისების მომსახურების აუტსორსინგის კომპანია AccountAnts-ი ყოველთვიურად 200-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. ექვსი წლის წინ შექმნილი კომპანია საქართველოს ბაზარზე, სადაც მსგავსი ფირმები მრავლადაა, სწრაფად იზრდება. „ენთები“, ანუ ჭიანჭველები ძალიან ბევრს შრომობენ, იმისთვის რომ მცირე თუ საშუალო ზომის კომპანიების საჭიროებებს მოერგონ და მათთვის ოპტიმალური გამოსავლები იპოვონ. ახალი თაობის ბუღალტრები, კერძოდ, AccountAnts-ის დამფუძნებლები, ნიკა წიკლაური, ნიკა მჭედლიშვილი და დიმა ბასილაშვილი Forbes Georgia-სთან კომპანიის შედეგებსა და გეგმებზე საუბრობენ.

AccountAnts-ი 2015 წელს დააარსეთ. რამ მოგცათ ამის საფუძველი? რამდენად რთული იყო ამ მომსახურებით საკმაოდ გაჯერებულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

დიმიტრი ბასილაშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ საბუღალტრო მომსახურების სფეროში არსებობდა ნიში, რომლის შევსებასაც შევძლებდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეგმენტში ბევრი კონკურენტი იყო, თავიდანვე სხვებისგან განსხვავებული მიდგომით დავიწყეთ  მუშაობა „ენთები” ყოველთვის იყო თანამედროვე, ახალგაზრდა და ენერგიული ბრენდი, რომელიც არაფორმალური და პოზიტიური კომუნიკაციით შევიდა ბაზარზე. ამას დაემატა ხარისხი და პროფესიონალიზმი და შედეგად დღეს ჩვენი კლიენტების კმაყოფილების მაჩვენებელი 96%-ია.

როგორია თქვენი შედეგები რიცხვებში?

ნიკა წიკლაური: „ენთები” ყოველთვიურად მომსახურებას 200-ზე მეტ კლიენტს უწევს. მათ შორის 40-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენლობაა საქართველოში, რომელთაც უცხოელი ინვესტორები მართავენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თვეში საშუალოდ 6-7 ახალი კლიენტი კომპანია გვემატება, რაც ნიშნავს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 300-მდე კლიენტი გვეყოლება.

2015 წელს, როცა საქმიანობა დავიწყეთ, ვემსახურებოდით მხოლოდ შვიდ კომპანიას. სწორედ ამ კომპანიების მფლობელებისა და მენეჯმენტის კმაყოფილების შედეგი იყო ის, რომ მათ პოზიტიური რეკომენდაციები სანაცნობო წრეში გაავრცელეს, ამ ყველაფერმა კი ზრდის საშუალება მოგვცა. აქვე აღვნიშნავ, რომ, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, თითოეული კლიენტი ჩვენს ყურადღებასა და ზრუნვას მუდმივად გრძნობს. ჩვენთვის თითოეულ მათგანთან თანამშრომლობა ფასეულია.

თქვენ წვდომა გაქვთ კლიენტი კომპანიების ფინანსურ მონაცემებზე. როგორია თქვენი დაკვირვება, რა საჭიროებები იკვეთება განსაკუთრებით პანდემიის პირობებში? რა პრობლემები აქვთ მათ ძირითადად?

დიმიტრი ბასილაშვილი: კომპანიების მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვერ ახერხებენ სწრაფად ადაპტირებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი  კი ინფორმაციისა და ფინანსური დაგეგმვის გამოცდილების არქონაა. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, გყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც მოგცემს რჩევებს და დაგაგეგმვინებს ნაბიჯებს. ამიტომ ჩვენ დავამატეთ ახალი მიმართულება – „CFO აუტსორსი”, რაც ნიშნავს იმას, რომ კომპანიებმა ნაკლები დანახარჯებით შეიძლება მოახდინონ ფინანსური დეპარტამენტის სრული აუტსორსი და შედეგად მიიღონ კვალიფიციური ფინანსისტების რეპორტები, რჩევები და რეკომენდაციები, რაც  მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.

ბოლო წლების განმავლობაში ბუღალტერიის აუტსორსინგი უფრო მეტად მოთხოვნადი სერვისი გახდა. როგორ ფიქრობთ, ეს რამ განაპირობა და მოსალოდნელია თუ არა ამ ტენდენციის გაგრძელება?

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: რა თქმა უნდა. აუტსორსინგის იდეა ყოველთვის არსებობდა და იდეურადაც ყველაზე სწორია, რომ ორგანიზაციებმა ყველა ის სერვისი, რაც მათი ბიზნესის ძირითადი მიმართულება არ არის, აუტსორსზე გაიტანონ, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის კომპანიებმა. აუტსორსის მთავარი იდეაა ის, რომ ოპტიმალურ ფასად შეძლოს კომპანიამ მაღალი ხარისხის სერვისის მიღება. სხვა შემთხვევაში, შესაბამისი დონის ექსპერტების დაქირავება, დროისა და ენერგიის დახარჯვა, ასევე პასუხისმგებლობის აღება საგადასახადო თუ სხვა საკითხებზე, კომპანიას ბევრად ძვირი უჯდება. ბუნებრივია, ეს ტენდენცია გაგრძელდება, განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და იმ ინოვაციების ფონზე, რასაც დისტანციური სერვისების განვითარების პარალელურად, ყველა მიმართულებით ვხედავთ.

ბუღალტერია თანდათან უფრო ავტომატიზებული ხდება. საინტერესოა თქვენი მოსაზრება, რამდენად მიჰყვება ეს სფერო მსოფლიო ტრენდებს საქართველოში?  

ნიკა წიკლაური: ბუღალტერია ისეთი სფეროა, რომ მისი ბევრი ასპექტი ავტომატიზაციას ექვემდებარება. სწორედ ამიტომ, დაარსების დღიდან „ენთების“ უმთავრესი ამოცანა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებაა, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შეცდომების რისკი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიკვლევთ ამ სფეროში მიმდინარე ტექნოლოგიურ პროგრესს და ვახდენთ უახლესი ტექნოლოგიების იმპორტს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ „ენთების“ მიერ გამოყენებული აღრიცხვის ტექნოლოგიები ხშირ შემთხვევაში 2-3 თაობით უსწრებს საქართველოს ბაზარზე არსებულ დონეს და არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებული ავტომატიზაციის ხარისხს.

ბაზარზე საბუღალტრო მომსახურების არაერთი კომპანია ოპერირებს. რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს არა მხოლოდ საგადასახადო აღრიცხვას, არამედ სრულფასოვან ფინანსურ დეპარტამენტს, ყველა იმ  ფუნქციით, რასაც შეიძლება გულისხმობდეს ფართო გაგებით ფინანსები. პარტნიორებსაც დიდი გამოცდილება გვაქვს საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებში, სადაც თითოეულს ფინანსური დეპარტამენტის თითქმის ყველა პროფილით გვიმუშავია. ბუღალტერია, ფინანსური ანალიზი, მმართველობითი ანალიზი, ბიუჯეტირება, სტრატეგიული დაგეგმვა, ფანდრაიზინგი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (დონორებთან, ბანკებთან თუ სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან) ურთიერთობა, ქართული კომპანიების ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაყვანის არაერთ პროექტშიც მიგვიღია მონაწილეობა.

ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება, რისთვისაც დიდ ენერგიას და რესურსს ვხარჯავთ. გვინდა, ვიყოთ მაქსიმალურად თანამედროვედ აღჭურვილი და დრო არ დავხარჯოთ ისეთი საკითხების ხელით კეთებაში, რასაც ტექნოლოგიები ბევრად სწრაფად და მაღალი ხარისხით ასრულებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის ასევე ჩვენი კორპორაციული კულტურა და ბიზნესმოდელი, რომელიც მეგობრულ, ენერგიულ და გუნდურ გარემოს სთავაზობს თანამშრომლებს, რაც თავის მხრივ ამარტივებს კლიენტთან ურთიერთობას.

შესაბამისად, ჩვენი გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიებისკენ სწრაფვა, ორგანიზაციული კულტურა და დაუღალავი შრომა ერთობლივად წარმოადგენს იმ მთავარ უპირატესობას, რაც უზრუნველყოფს კლიენტისთვის ბაზარზე არსებულთან შედარებით დაბალ ფასად უფრო მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებას, ვიდრე ჩვენი კონკურენტები ახერხებენ.

დაბოლოს, როგორია AccountAnts-ის 2022 წლის გეგმები?

ნიკა წიკლაური: 2022 წელს გვაქვს სამი პრიორიტეტული მიმართულება. პირველი – არსებული კლიენტებისთვის მეტი კომფორტის შექმნა. 2021 წელს, ბუღალტრული მომსახურების გარდა, დავამატეთ ფინანსური დეპარტამენტის სრული აუტსორსი, მათ შორის რეპორტინგი, ბიუჯეტირება და ანალიზი. აღნიშნული მიმართულებით გვყავს როგორც ადგილობრივი კლიენტები, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ (ძირითადად ევროპაში) არსებული კომპანიები.

მეორე – თანამშრომლების ზრდის ხელშეწყობისა და სამოტივაციო პროგრამების დამატება – ჩვენ გვაქვს თანამშრომლების ტრენინგების დაფინანსებისა და სამოტივაციო პროგრამები, თუმცა ამ მიმართულებით მუდმივად გვაქვს ხოლმე ახალი და საინტერესო პროექტები და არც 2022 წელი იქნება ამ მხრივ გამონაკლისი.

ასევე ვგეგმავთ კლიენტების პორტფელის ზრდას. ჩვენი მიზანია, რომ 2022 წლის ბოლოს ყოველთვიურად ვემსახურებოდეთ 300 კომპანიას. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რომ კომპანიების მფლობელებსა და მენეჯერებამდე მივიტანოთ მთავარი მესიჯი, რომ „ენთები” მათ მაღალი ხარისხის მომსახურებას ხელმისაწვდომ და მათზე მორგებულ ფასად სთავაზობენ.

Previous Post

Airbus-ი „ვეშაპის თვითმფრინავის“ გასაქირავებლად ავიაკომპანიას ქმნის

Next Post

რა არის მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რა არის მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი?

რა არის მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი?

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Любимый многими: кракен сайт наркотиков

June 14, 2026

Recent News

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Любимый многими: кракен сайт наркотиков

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result