Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Ensofy კომპანიებს თანამშრომელთა მენტალური ჯანმრთელობის მონიტორინგში ეხმარება – ინტერვიუ ირაკლი ლეჟავასთან

by იზა გვარამაძე
აპრილი 6, 2022
in ანტრეპრენიორები, ინტერვიუ, პროფილი, ყველა სიახლე
0
Ensofy კომპანიებს თანამშრომელთა მენტალური ჯანმრთელობის მონიტორინგში ეხმარება – ინტერვიუ ირაკლი ლეჟავასთან
0
SHARES
0
VIEWS

ქართულმა სტარტაპმა Ensofy-მ ვებპლატფორმა შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ადამიანთა მენტალური ჯანმრთელობის სკრინინგისა და მონიტორინგის საშუალებას იძლევა. პროდუქტი ძირითადად საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისა და კომპანიებისთვისაა გათვლილი, სად დასაქმებულებსაც ზემოხსენებული პრობლემები განსაკუთრებით ხშირად აწუხებთ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Ensofy საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, GITA-ს 100,000-ლარიანი თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა.

მენტალური ჯანმრთელობის მართვის პლატფორმის შესახებ დეტალებზე, სტარტაპის ამჟამინდელ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე Ensofy-ს თანადამფუძნებელი და მმართველი დირექტორი, ირაკლი ლეჟავა Forbes Georgia-ს დაწვრილებით ესაუბრა.

ირაკლი, მოგვიყევით Ensofy-ს პლატფორმის შესახებ – რას ემსახურება იგი? როგორია მისი მუშაობის პრინციპი?

Ensofy-ს მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციებს, იზრუნონ საკუთარი თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე. Ensofy VoiceAI-ს საშუალებით ჩვენ ვამოწმებთ და მონიტორინგს ვუწევთ კომპანიებში დასაქმებულთა მენტალურ ჯანმრთელობას. ეს მათი ხმის ანალიზის საფუძველზე ხდება.

ხმის ანალიზის შემდეგ დამსაქმებელს ვაწვდით გარკვეულ რეკომენდაციებსა და „insight“-ებს მათი თანამშრომლების შესახებ. ეს მათ ორგანიზაციაში მენტალური ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.

ადამიანის ხმაში არსებობს ე.წ. „ბიომარკერები“, ანუ ხმის გარკვეული თვისებები, რომლებიც დაკავშირებულია მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან, მაგალითისთვის, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, გადაღლა და სხვა. ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მოდელი ამ ბიომარკერების დეტექციას ახდენს და მათ საკმაოდ მაღალი სიზუსტით აანალიზებს. ამისათვის მხოლოდ 30-წამიანი ხმის ჩანაწერი გვჭირდება, რომელშიც შესაძლოა, საუბარი იყოს ნებისმიერ თემაზე.

ჩვენი პროდუქტით სარგებლობა Ensofy-ს ვებპლატფორმის საშუალებით არის შესაძლებელი. ნებისმიერ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია მომსახურებით, შეუძლია შევიდეს ჩვენს საიტზე და მოითხოვოს პროდუქტის დემო.

რამ გაგრძნობინათ აღნიშნული პროდუქტის შექმნის აუცილებლობა? როდის დაინახეთ მისი არსებობის საჭიროება?

როდესაც პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, მარკეტზე საკმაოდ განსხვავებული წარმოდგენა გვქონდა. კერძოდ, მივიჩნევდით, რომ ორგანიზაციებს საკუთარი თანამშრომლებისთვის სხვადასხვა თერაპიული სერვისის მიწოდება სჭირდებოდათ.

იმ პერიოდში პირველი MVP შევქმენით და როდესაც ის ბაზარზე გავუშვით, დავინახეთ, რომ რეალურად ორგანიზაციებს სხვა პრობლემები აწუხებდათ. დამსაქმებლებმა, განსაკუთრებით კი დიდ ორგანიზაციებში, არ იციან, რომელ თანამშრომელს სჭირდება დახმარება და რომელს – არა. შესაბამისად, არსებული რესურსები, რომლებიც მიმართულია თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისაკენ, ხშირად ძალიან არაეფექტიანად იხარჯება.  ჩვენი პროდუქტით ამ მოცემულობის შევცვლა გვსურს.

რა ეტაპზეა ამჟამად პროდუქტი?

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნას საკმაოდ დიდი დრო და რესურსი სჭირდება, რადგან, ერთი მხრივ, საჭიროა საკმარისი მონაცემთა ბაზა და, მეორე მხრივ, დახვეწილი AI-მოდელის განვითარება. რამდენიმე თვეა, ორივე მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ.

GITA-ს გრანტი გუნდის გაფართოებაში დაგვეხმარა. ავიყვანეთ მანქანური სწავლების გამოცდილი ინჟინრები, რომლებთან ერთადაც მოდელის დახვეწას ვცდილობთ.

პარალელურად, დავიწყეთ თანამშრომლობა კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტებთან საქართველოში. მათთან ერთად ვქმნით ჩვენივე ხმის მონაცემთა ბაზას. ამ ეტაპზე დაახლოებით 300 რესპონდენტისგან ჯამში 80 საათზე მეტი ხანგრძლივობის ხმის ჩანაწერი გვაქვს.

შედეგად, უკვე გვაქვს პროდუქტის – VoiceAI – პირველი ვერსია, რომელსაც კომპანიებთან საპილოტე პროექტის ფარგლებში ვუშვებთ. ნებისმიერ კომპანიას, რომელსაც საპილოტე პროექტში ჩართვა სურს, შეუძლია, დაგვიკავშირდეს.

სამიზნე ჯგუფების შესახებ რას გვეტყვით?

ჩვენი სამიზნე კლიენტები საშუალო და დიდი ორგანიზაციები არიან, სადაც ვფიქრობთ, რომ მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემები მეტ-ნაკლებად არსებობს.

საწყის ეტაპზე გვსურს, დავიწყოთ „customer service“ ინდუსტრიით, კერძოდ კი ქოლცენტრებით. ეს გადაწყვეტილება ორი მიზეზის გამო მივიღეთ:

პირველი – ამ ინდუსტრიაში განსაკუთრებით დიდია თანამშრომელთა გადაღლის დონე და ე.წ. employee turnover rate. დასაქმებულები მსგავს ორგანიზაციებში საშუალოდ 6 თვეს ატარებენ, რაც კომპანიებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ქოლცენტრებს უკვე აქვთ საკმაოდ დიდი მოცულობის, დახარისხებული ხმის ჩანაწერები, რომლებიც მათ თანამშრომლებს ეკუთვნით. შესაბამისად, ამ კომპანიებთან მუშაობისას არ გვჭირდება ხმის მონაცემთა ახალი ბაზების შექმნა, არამედ შეგვიძლია, პირდაპირ, მზა ბაზებზე ვიმუშაოთ.

არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ დიაგნოზის დასმისას სისტემა შეცდეს?

არ არსებობს დიაგნოსტიკური ტექნოლოგია, რომელიც 100%-ით ზუსტია. შესაბამისად, არც ჩვენ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი ტექნოლოგია უტყუარია. თუმცა ამ ეტაპზე 30-წამიანი ხმის ჩანაწერის საშუალებით შეგვიძლია, 80%-იანი სიზუსტით ვთქვათ, რომ ადამიანს არა აქვს გადაღლის ან/და დეპრესიის სიმპტომები. ვმუშაობთ, რომ ეს ნიშნული მინიმუმ 90%-მდე ავიყვანოთ. ამისათვის სხვადასხვა ტიპის მონაცემთა აუგმენტაციის მიდგომებს ვიყენებთ.

რა გამოცდილება გაქვთ ჯანდაცვის, კერძოდ მენტალური ჯანმრთელობის სფეროში?

პირადად მე 9 წელი გერმანიასა და შვედეთში გავატარე, სადაც სამედიცინო დიაგნოსტიკისა და ციფრული ჯანდაცვის სფეროებში, ძირითადად, ონკოლოგიისა და ნევროლოგიის მიმართულებებით ვმუშაობდი.

ამ სფეროებში უკვე არსებობს შესანიშნავი ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას იძლევიან, ძალიან მაღალი სიზუსტით დადგინდეს, თუ კონკრეტულად რა პრობლემა აქვს პაციენტს. მაგალითად, ნევროლოგებს უკვე შეუძლიათ, ძალიან მაღალი სიზუსტით დაადგინონ, აქვს თუ არა ადამიანს ალცჰაიმერი, პარკინსონი ან სხვა ტიპის დემენცია, რაც წარსულში შეუძლებელი იყო.

ამ სფეროებთან შედარებით, მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით დიდი ხნის განმავლობაში არ დანერგილა მსგავსი მასშტაბის ინოვაციები. თუმცა ბოლო 2-3 წელია, ეს სფერო რადიკალურად იცვლება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ვიხილავთ მენტალური ჯანმრთელობის მართვის სრულ ტრანსფორმაციას, მათ შორის კომპანიებსა და ორგანიზაციებში. ჩვენი, როგორც ამბიციური სტარტაპის მიზანია, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ და წარმატებული პროდუქტი შევქმნათ.

ადგილობრივ ან საერთაშორისო ბაზარზე თუ გყავთ კონკურენტები და რით არის Ensofy-ს მიერ შემოთავაზებული პროდუქტი მათგან განსხვავებული?

ამ ეტაპზე საქართველოში კონკურენტები არ გვყავს. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზრებს, ამერიკაში უკვე არის რამდენიმე სტარტაპი, რომლებიც ანალოგიურ პროდუქტებს ქმნიან.

მათგან განსხვავებით ჩვენი მიდგომა არ აანალიზებს უშუალოდ საუბრის კონტენტს ანუ სიტყვებს, არამედ უყურებს მხოლოდ ხმის სხვადასხვა პარამეტრს, ბიომარკერებს. ამ მიდგომის მთავარი დადებითი მხარე არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ მომხმარებლების კონფიდენციალურობა. დღევანდელ გარემოში, სადაც ინფორმაციის დაცულობა და კონფიდენციალურობა უფრო და უფრო მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ, ჩვენი მიდგომა საკმაოდ დიდ უპირატესობას გვანიჭებს კონკურენტებთან შედარებით.

ასევე, კონკურენტებთან შედარებით ჩვენი სტრატეგია საკმაოდ განსხვავებულია. ისინი ძირითადად კლინიკური, სამედიცინო მიმართულებით მუშაობენ. მათი მიზანია, ეს ტექნოლოგია რუტინულ კლინიკურ გამოყენებაში დანერგონ, რადგან აქ მარკეტის პოტენციალი $200 მილიარდზე მეტია და წლიდან წლამდე სწრაფად იზრდება. შესაბამისად, მათი პროდუქტი და შეთავაზება საკმაოდ განსხვავდება ჩვენი მიდგომისგან.

რა გეგმები გაქვთ ადგილობრივ ბაზართან დაკავშირებით? თქვენი აზრით, რამდენად მზად არიან ქართული კომპანიები მსგავსი მომსახურების დასანერგად? მაღალ დაინტერესებას თუ ელით?

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ათობით ქართულ კომპანიას ვესაუბრეთ, ძირითადად დაზღვევის, ბანკინგისა და customer service-სექტორებში. მათი უმეტესობისგან საკმაოდ პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ, რადგან გადაღლის და მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები საკმაოდ ხშირია თანამშრომლებში და ამავდროულად, არსებული მიდგომები – ძალზე არაეფექტიანი.

ამ ეტაპზე უკვე ვმუშაობთ რამდენიმე კომპანიასთან საპილოტე პროექტის ფარგლებში. ჩვენი მიზანია, რომ შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში კლიენტებთან ერთად დავხვეწოთ პროდუქტი და ამის შემდეგ დავიწყოთ უფრო მასშტაბური კომერციალიზაცია.

საერთაშორისო ბაზრის ათვისების მიმართულებით თუ გაქვთ გეგმები შემუშავებული?

ჩვენი თავდაპირველი მიზანი იყო, შეგვექმნა პროდუქტი, რომელსაც საერთაშორისო ბაზრებზე გავიტანდით. ამ მიმართულებით კონკრეტული სტრატეგია უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული.

გრძელვადიან პერსპექტივაში, გვსურს, გავიდეთ ტელემედიცინის და მენტალური ჯანმრთელობის ციფრული სერვისების მიმწოდებელ კომპანიებზე. ყველასათვის ცნობილია, რომ პანდემიის გავლენით მსგავსი მომსახურებების „ბუმია“. ჩვენი მიზანია, მოვახდინოთ ჩვენი პროდუქტის, როგორც ერთგვარი დიაგნოსტიკური ხელსაწყოს ინტეგრაცია ამ ტიპის სერვისებში.

დაბოლოს, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოთხოვნადი იქნება თქვენი პროდუქტი?

საერთაშორისო კვლევების თანახმად, კარიერის განმავლობაში მძიმე სამსახურებრივი გადაღლა ოთხიდან სამ ადამიანს ემართება. ეს კომპანიებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რადგან გადაღლა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც თანამშრომლები სამსახურებს ტოვებენ და მათ დაბალი პროდუქტიულობა ახასიათებთ.

თითქმის ყველა კომპანიაში, რომლებსაც უკვე გავესაუბრეთ, დავინახეთ მსგავსი ტრენდები – კერძოდ, სამსახურებრივი გადაღლისა და employee turnover rate-ის მაჩვენებელი  ყველგან მაღალია, განსაკუთრებით პანდემიის გავლენით. ხოლო არსებული მიდგომები საკმარისად ეფექტიანი არ არის. რეალურად, გადაღლილი თანამშრომლების მხოლოდ 20%, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, იღებს საჭირო ზრუნვასა და თერაპიას.

ჩვენი პროდუქტი საშუალებას იძლევა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ორგანიზაციებში უფრო ეფექტიანად წარიმართოს და ის მწვავე პრობლემა, რაც თითქმის ყველა ორგანიზაციაში იჩენს თავს, მარტივად გადავჭრათ.

Previous Post

Ford-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $100 მილიარდს პირველად გაუტოლდა

Next Post

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია „დოლბის“ თეატრში ბრუნდება

იზა გვარამაძე

Next Post
ოსკარის დაჯილდოების ცერემონია „დოლბის“ თეატრში  ბრუნდება

ოსკარის დაჯილდოების ცერემონია „დოლბის“ თეატრში ბრუნდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026

Recent News

Repco Casino: Quick‑Hit Slots and Live Action for Fast‑Paced Players

ივლისი 27, 2026

Vegasino: Quick‑Hit Slots and Rapid Wins – Twoja Szybka Przygodа w Kasynie

ივლისი 26, 2026

Country Club Tasmania: Quick Play and Instant Wins at the Premier Tasmanian Casino

ივლისი 26, 2026

Pistolo Casino – Quick‑Hit Gaming for the Modern Player

ივლისი 26, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result