Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ენი ლეიბოვიცის ახალი გამოფენა

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in Forbes Woman
0
ენი ლეიბოვიცის ახალი გამოფენა
0
SHARES
0
VIEWS

სახელოვანი ფოტოგრაფის ახალი ექსპოზიცია აქცენტს აკეთებს გამოჩენილ ქალებზე – უპიტა ნიონგოთი დაწყებული, აუნ სან სუ ჩით დამთავრებული.

ენი ლეიბოვიცი ალბათ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი-პორტრეტისტია, რომელმაც თავისი კამერით ათასობით ადამიანის სახე გადაიღო. იგი ფიქრობს, რომ ადამიანების უმეტესობა სტომატოლოგთან ვიზიტს მეტი ხალისით თანხმდება, ვიდრე სურათებისათვის პოზირებას. „თუ მათ მოსწონთ, როდესაც სურათებს უღებ, მაშინ მათ რაღაც წესრიგში არა აქვთ!”

ლეიბოვიცი სიტყვით გამოვიდა ლონდონში თავისი ახალი გამოფენის გახსნაზე, რომელიც მოიცავს ისეთი ცნობილი ქალბატონების პორტრეტებს, როგორებიც არიან: მიანმარელი ადამიანის უფლებათა დამცველი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში აუნ სან სუ ჩი, მომღერალი ადელი, დოკუმენტალისტი ლორა პოიტრასი, ბალერინა მისტი კოუპლანდი და პრიმატოლოგი ჯეინ გუდალი. ცნობილმა ფოტოგრაფმა აღიარა, რომ ყველაზე სწრაფი ფოტოსესია მას ჯეინ გუდალთან ჰქონდა. „მე მხოლოდ რვა წუთი მომცეს გადასაღებად, – იხსენებს ლეიბოვიცი. – იგი შემოვიდა და განაცხადა: ‘ხომ იცი, როგორ მძულს სურათების გადაღება. მე სტომატოლოგთან სიარული მირჩევნია სურათებისათვის პოზირებას’, და ეს ჩემთვის სრულებით გასაგებია”.

„ჯერ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს, როდესაც მას ფოტოს უღებენ. სრულიად ნორმალურია, როდესაც არ მოგწონს სურათის გადაღება, რადგან ამ დროს საკუთარ თავში გარკვევა გიწევს”. მიუხედავად ყველაფრისა, იგი ძალზე კმაყოფილი დარჩა შედეგით. „თავდაპირველად მან ენა გამომიყო, შემდეგ უკვე მოშინაურდა და საშუალება მომცა, მისთვის სურათები გადამეღო.

როდესაც ჩემს სტუდიაში დავბრუნდი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ჯეინ გუდალი სწორედ ამგვარად (ენაგამოყოფილი) ეკონტაქტება თავის შიმპანზეებს. სწორედ ამიტომ არის შიმპანზე მისით მოხიბლული, სწორედ ამიტომ უყვარდება შიმპანზეს ჯეინი – მისი ეს გამომეტყველება, ჯეინის სახე. მე ამ სახემ მომაჯადოვა”.

ლეიბოვიცმა ქალების ამსახველ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 1999 წელს დაიწყო თავისი ცხოვრების მეგზურის, სიუზან სონტაგის, რჩევით, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. მოგვიანებით, შვეიცარიულმა ბანკმა UBS-მა ლეიბოვიცს მისი სამუშაოსათვის გარკვეული გასამრჯელო შესთავაზა და ლეიბოვიცმა მათთან შეთანხმებით ამ პროექტის განხორციელება დაიწყო. მათი თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა კოლექცია სახელად „ქალები: ახალი პორტრეტები”, სადაც ლეიბოვიცის კამერამ სხვადასხვა დარგში მოღვაწე წარმატებული ქალბატონები აღბეჭდა.

ერთადერთი ქალი, რომელიც ლეიბოვიცს არ გადაუღია და ძალიან ნანობს ამის გამო, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია, რომელიც, ლეიბოვიცის აზრით, დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონია. „მაგრამ მე ამ საკითხზე უკვე ვმუშაობ, მე მას არაერთხელ მივმართე თხოვნით, – ამბობს ლეიბოვიცი. – მახსოვს, როდესაც დედოფალ ელისაბედს გადავუღე ფოტოები და თავად მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა. ფოტოსესიის დასრულების შემდეგ, მის პრესმდივანს ვკითხე ‘რატომ დამთანხმდა იგი ახლა?” მან კი მიპასუხა ‘თქვენ ხომ მას წერილი ხუთი წლის წინ მისწერეთ’. ეს ნამდვილი გაკვეთილი იყო ჩემთვის – შეუპოვრობა ყოველთვის იმარჯვებს”.

კიდევ ერთი ქალბატონი, რომლის პორტრეტიც შედის ლეიბოვიცის ახალ კოლექციაში, გახლავთ ცნობილი ტრანსგენდერი – კეიტლინ ჯენერი, რომელიც სურათში თეთრი ფერის კორსეტის ამარაა. კეიტლინ ჯენერის ეს სურათი ასევე ჟურნალ Vanity Fair-ის ივლისის გამოშვების ყდაზეა. ლეიბოვიცი ამბობს, რომ ეს მისთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. „ბრუსი კიდევ იმ სხეულშია და ახლა კეიტლინი გაჩნდა. გარკვეულწილად ამ ფოტოსესიის მიზანი იყო, კეიტლინს მისი ახალი ცხოვრების დაწყებაში დავხმარებოდით”. „პირველ დღეს იგი ძალიან ცოტას საუბრობდა. ჩვენ ქალების უამრავი ფოტო დავათვალიერეთ. მეორე დღეს მასში რაღაც გარდატეხა მოხდა. მან ზუსტად იცოდა, რა უნდა ექნა. მე ახალი ადამიანის გაჩენის თვითმხილველი გავხდი და ეს მშვენიერი იყო”.

ენი ლეიბოვიცის კოლექციაში ასევე მოხვდნენ რესტორნების მფლობელი ელის უოტერსი, რუსი მოდელი ნატალია ვოდიანოვა, მომღერალი ტეილორ სვიფტი, მსახიობი ლუპიტა ნიონგო, ფემინისტი მწერალი მალალა იუსუფზაი, ჩოგბურთელი დები სერენა და ვენუს უილიამსები და პერფორმანსების სახელოვანი არტისტი მარინა აბრამოვიჩი.

სტეინემი სრულიად ეთანხმებოდა ლეიბოვიცს იმაში, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი პროექტი იყო: „არავის უცდია ქალის, როგორც სრულყოფილი, ერთი მთლიანი ადამიანური არსების წარმოჩენა, ამიტომაც ეს პროექტი არის წინ გადადგმული ნაბიჯი ამ პრობლემის გამოსასწორებლად. დიახ, შესაძლოა, მამაკაცებს ჩამოართვეს კაცობრიობაზე მათი სრული მფლობელობა, მაგრამ ბოლომდე არა. კოლექციაში შემავალი თითოეული ფოტო არის რომანი და ეს არის გასაოცარი რამ. თითოეული ფოტოს უკან ადამიანური ისტორია იმალება”.

ენი ლეიბოვიცის გამოფენა, რომელიც ასევე მისი ძველი ნამუშევრების სერიას და დედოფალ ელისაბედის უზარმაზარ პორტრეტს მოიცავს, ლონდონში მდებარე უეპინგის ჰიდრავლიკური ელექტროსადგურის შენობაში გაიხსნა, სადაც 2013 წლამდე ხელოვნების საგამოფენო დარბაზი იყო. ლონდონის შემდეგ გამოფენა გაიმართება ტოკიოში, სან-ფრანცისკოში, სინგაპურში, ჰონკონგში, მეხიკოში, სტამბულში, ფრანკფურტში, ნიუ-იორკსა და ციურიხში.

Previous Post

ევროკავშირში ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებელი იზრდება

Next Post

MONARQ: ქალებისათვის განკუთვნილი სოციალური ქსელი

მაგდა დოლიძე

Next Post
MONARQ: ქალებისათვის განკუთვნილი სოციალური ქსელი

MONARQ: ქალებისათვის განკუთვნილი სოციალური ქსელი

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026

Recent News

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Gransino Casino – Snel‑Pace Slots en Live Actie voor Snelle Winsten

June 10, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result