Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქონება – TOP 10

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in ქართულად
0
ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული ქონება – TOP 10
0
SHARES
0
VIEWS

საქართველოში ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდი უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. e-auction-ის მომხმარებელთა უმეტესობას ფიზიკური პირები წარმოადგენენ – რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე აუქციონის მომხმარებლების 84.8% მოდის, ხოლო არარეზიდენტებზე კი 0.8%. 14.4% იურიდიულ მომხმარებლებს უკავიათ. ჯამში 2017 წლის მონაცემებით, ელექტრონულ აუქციონს საქართველოში 10 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა.

აუქციონზე კი ქონება ყველაზე ხშირად სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს გამოაქვს, რომელზეც მთლიანი მოცულობის 70% მოდის. სწორედ აღნიშნული ორგანო უზრუნველყოფს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვას. გასულ წელს საქართველოში აუქციონზე ჯამში  81 000-ზე მეტი ლოტი გამოცხადდა. აუქციონის დასრულების შემდეგ კი ყველაზე მაღალი ფასი სს“ კახეთის ენერგოდისტრიბუციაზე“ დაფიქსირდა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიურომ გაკოტრების რეჟიმში მყოფი კახეთის ენერგოდისტრიბუცია 21.7 მლნ ლარად გაყიდა, შემსყიდველი კი ენერგო-პრო ჯორჯია გახდა. ელექტრონულ აუქციონზე გაყდული 10 ყველაზე ძვირადღირებული ქონების მესაკუთრე სახელმწიფო იყო.

2017 წელს ელექტრონულ აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული 10 ქონება შემდეგია:

1. სს “კახეთის ენერგოდისტრიბუციის” სამეურვეო ქონება – გაყიდვის ფასი: 21 716 382 ლარი. აუქციონი იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოაცხადა, შემსყიდველად კი ენერგო-პრო ჯორჯია დასახელდა. შედეგად, კომპანიამ ბაზრის წილი 60.2%-დან 64.6%-მდე გაზარდა და თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი გახდა.

2. სოფელ ბუკნარში მდებარე 90135.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – გაყიდვის ფასი: 13 650 000 ლარი. აუქციონზე ქონება სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” გამოიტანა.

3. თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარე 3841.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – გაყიდვის ფასი: 12 505 000 ლარი. აუქციონზე ქონება სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” გამოიტანა. აღნიშნული ქონება თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობას წარმოადგენს. აუქციონის პირობების მიხედვით, ადგილზე სასტუმრო განთავსდება. ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 8 200 000 ლარს შეადგენდა.  ობიექტის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და 861 ბიჯი დაფიქსირდა.  ინვესტორმა ადგილზე არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და არანაკლებ 80-ნომრიანი სასტუმრო ააშენოს.

4. ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა და მასთან მდებარე არასაცხოვრებელი ფართი – გაყიდვის ფასი: 9 200 000 ლარი. აუქციონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა. შენობა შპს „სთარ კაპიტალმა“ იყიდა. კომპანია 2015 წელსაა დაფუძნებული. ეროვნული ბანკის ყოფილი შენობის გაყიდვას აჭარის მთავრობა წლების განმავლობაში ცდილობდა. საბოლოოდ კი ქონება 40%-იანი ფასდაკლებით მეოთხედ გამოცხადებულ აუქციონზე გასხვისდა. თავდაპირველად სახელმწიფო ქონებას 15 მლნ ლარად ყიდდა. საპრივატიზებო პირობების მიხედვით, მყიდველმა ამ შენობაში არანაკლებ ოც-ნომრიანი სასტუმრო და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი უნდა გახსნას და  არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

5. თბილისში ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები – გაყიდვის ფასი: 8 500 001 ლარი. ქონება სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ” გაასხვისა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, უძრავ ქონებაზე განახორციელოს სულ მცირე 600 000 ლარის ინვესტიცია და ადგილზე სასტუმრო ააშენოს. მიწის მფლობელად შპს „ბეტა ჯგუფი” ფიქსირდება. კომპანიამ მერიას უკვე მიმართა განცხადებით, რომ ადგილზე Ibis-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნას. 

6. “მ-100” მარკის მაზუთი – გაყიდვის ფასი: 8 217 884 ლარი. ქონება აუქციონზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოიტანა.

7. “მ-100” მარკის მაზუთი – გაყიდვის ფასი 7 701 543 ლარი. ქონება აუქციონზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოიტანა. 

8. “მ-100” მარკის მაზუთი – გაყიდვის ფასი: 6 441 881 ლარი. ქონება აუქციონზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გამოიტანა.

9. ბათუმში ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-ში მდებარე 3206 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – გაყიდვის ფასი: 6 380 000 ლარი. ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. ინვესტორმა ადგილზე სასტუმროს მოწყობა უნდა უზრუნველყოს.

10. ბათუმში, შ.ხიმშიაშვილის და კობალაძის ქუჩების კვეთაში მდებარე 12 971 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – გაყიდვის ფასი 5 822 000 ლარი. ქონება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მრავალფუნქციური ობიექტიები უნდა განთავსდეს.

Previous Post

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

Next Post

ელექტროავტომობილების იმპორტი 24-ჯერ გაიზარდა

მაგდა დოლიძე

Next Post
ელექტროავტომობილების იმპორტი 24-ჯერ გაიზარდა

ელექტროავტომობილების იმპორტი 24-ჯერ გაიზარდა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result