Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა – Tegeta Cars-ი ბაზრის მთავარი მოთამაშეა

by იზა გვარამაძე
April 15, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა – Tegeta Cars-ი ბაზრის მთავარი მოთამაშეა
0
SHARES
0
VIEWS

მსოფლიო საავტომობილო ბაზრის 14% დღეისათვის ელექტრომობილებს უჭირავს. მსხვილი ავტომწარმოებლები ერთგულად მიჰყვებიან განაცხადსა და დანაპირებს ეკომეგობრული ტრანსპორტის განვითარებასთან დაკავშირებით. წარმოება იზრდება, იმატებს მოხმარების მაჩვენებელიც, რომელიც უმეტესწილად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ბაზრის მასშტაბზეა დამოკიდებული. მაგალითისთვის, ნორვეგიის მთლიანი ავტოპარკის 88%-ს ელექტრომობილები შეადგენს, ეს მონაცემები ჩინეთში 29%-ია, დიდ ბრიტანეთში – 23%, ევროკავშირის ქვეყნებში კი – 21%.

რა ადგილი უჭირავს ამ რუკაზე საქართველოს? Tegeta Cars-ის დირექტორი, პეტრე წაქაძე ამბობს, რომ გასულ წელს ქვეყანაში დარეგისტრირებული 1 680 000 ავტომობილიდან მხოლოდ 6 000-ია ელექტრიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტრომობილები სრული ავტოპარკის მხოლოდ 0.35%-ს შეადგენს. თუმცა, თუ პროცესს დინამიკაში შევხედავთ, პოზიტიური ცვლილებები აშკარაა.

პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი: „2023 წელს ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 15 000 ახალი ავტომობილი გაიყიდა, მათგან 550 – ელექტრო. ეს ციფრი, 2022 წელს გაყიდულ ახალ ელექტრომობილებთან შედარებით, 37%-ით მეტია. მართალია, საქართველოს მაჩვენებლები საერთაშორისო სურათზე საკმაოდ მცირეა, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა, რაც ძირითადად კერძო ბიზნესის აქტიურობას უკავშირდება.

2024 წელს ამ მონაცემების 180%-იან ზრდას ველოდებით. პარალელურად, ვზრუნავთ ეკოსისტემის განვითარებაზე და ვცდილობთ, მომხმარებელს ელექტრომობილის ფლობის სრული კომფორტი შევუქმნათ. როგორც იცით, Tegeta ერთადერთი კერძო კომპანიაა საავტომობილო სექტორში, რომელმაც ქვეყანაში დასამუხტი სადგურების ქსელის მოწყობა-გაფართოების ვალდებულება აიღო. ეს პროცესი წლების წინათ დავიწყეთ, 2023-დან კიდევ უფრო მასშტაბური სახე მივეცით და წლის ბოლომდე დედაქალაქსა და რეგიონებში 150 დამტენის მონტაჟს ვგეგმავთ“.

იმ ქვეყნებში, სადაც საგადასახადო პოლიტიკა ელექტრიფიცირების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, ელექტრომობილების წარმოებაც უფრო ინტენსიურია. ამას ემატება შეღავათები ეკომეგობრული ტრანსპორტის მფლობელებისათვის.

ელექტრომიმართულების პოპულარიზაციისთვის გარკვეული გადაწყვეტილებები საქართველოშიც მიიღეს, მათ შორის არის განბაჟების განსხვავებული გადასახადი და უფასო პარკირება. ჩამონათვალი ამ ეტაპზე დიდი არ არის.

თუმცა გაცილებით შთამბეჭდავია ის უპირატესობები, რაც ელექტრომობილს  შიგაწვისძრავიანი ავტომანქანისაგან განასხვავებს. ელექტრომოდელის ფლობა ბევრად მოგებიანია, თანაც რამდენიმე მიზეზით: ერთი მხრივ, იზოგება საწვავი, რაც ნაკლებ ფინანსურ ხარჯს ნიშნავს, ხოლო მეორე და უფრო მნიშვნელოვანი – ხელს უწყობს სუფთა გარემოს შენარჩუნებას.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ქარსის“ დირექტორი: „გასათვალისწინებელია ისიც, რომ ელექტრომობილს, ტრადიციულ ავტომობილთან შედარებით, ნაკლები ნაწილი აქვს, შესაბამისად, ინტენსიურ სერვისს არ საჭიროებს. თუმცა, ბუნებრივია, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაყიდვების შემდგომი სრული და მაღალხარისხიანი მომსახურება მიიღოს.

„თეგეტა ჰოლდინგსა“ და Tegeta Cars-ს ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, რომელსაც აქვს შესაბამისი სპეციალიზებული ცოდნა, პერიოდულად გადის გადამზადების კურსს და კონცენტრირებულია უშუალოდ ელექტრომობილზე.

თანამედროვე სტანდარტების შოურუმები, ენერგოეფექტიანი  შენობები, დასამუხტი სადგურები და სათანადოდ მომზადებული გუნდი – ესენია მთავარი კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი მსოფლიო ავტომწარმოებლები ითხოვენ და რომელთაც Tegeta Cars-ი სრულად აკმაყოფილებს და, შესაბამისად, იღებს უფლებას, მათ სამოდელო რიგში არსებული ელექტრომობილები ქართველ მომხმარებელს შესთავაზოს. ამის შესაძლებლობა ყველა დილერს არა აქვს“.

უსაფრთხოებითა და ეკომეგობრულობით გამორჩეული Volvo, გერმანული ავტოგიგანტი Porsche, რომელმაც ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში შექმნა პირველი ელექტრომობილი, – ამ პრემიუმ-ბრენდებთან ერთად, Tegeta Cars-ი მომხმარებელს შედარებით ბიუჯეტური მწარმოებლების ელექტრიფიცირებულ ვერსიებსაც სთავაზობს. ამ მიმართულებაზეა ორიენტირებული Tegeta Cars-ის შვილობილი კომპანია Auto Gallery, რომლის პორტფელიც მრავალფეროვანია და, პრემიუმთან ერთად, შედარებით დაბალი საფასო სეგმენტის ავტომობილებსაც მოიცავს.

სიახლე იყო ქართული ბაზრისთვის ჩინეთის საუკეთესო საავტომობილო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის, GEELY-ს შემოყვანა. რამდენიმე თვის წინ დაწყებული ექსკლუზიური თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და Tegeta Cars-ი, სხვა მოდელებთან ერთად, მომხმარებელს დღეს უკვე GEELY-ს ელექტრომობილებსაც სთავაზობს.

ამერიკული ფინანსური გიგანტის „გოლდმან საქსის“ კვლევით, 2035-2040 წლებისათვის  საერთაშორისო მასშტაბით გაყიდული ავტომობილების ნახევარი ელექტრული იქნება. თუმცა მსოფლიო რუკაზე პროცენტული მაჩვენებლები განსხვავებულად ნაწილდება: პირველ ადგილზე ევროკავშირია, მცირედით ჩამორჩება მას ამერიკის შეერთებული შტატები და ბოლოს ჩინეთია ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზრით.

„სახელმწიფოს მხრიდან ელექტრომობილების წარმოების სუბსიდირებამ ჩინეთში ასობით კომპანია გააჩინა. თუმცა დიდმა ნაწილმა ევროპული და ამერიკული ბაზრების მოთხოვნები და უსაფრთხოების სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც კომპანიები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა.

ელექტრომობილების ძირითადი ბირთვი ბატარეაა. დღემდე მათი დიდი ნაწილი ჩინეთში იწარმოება, თუმცა უსაფრთხო ელექტრომოდელის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის. საჭიროა დიდი ინჟინრული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც, მაგალითად, ევროპელი და ამერიკელი მწარმოებლები წლებია, აგროვებენ.

ამიტომაც ყოველი ახალი პარტნიორის შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით და ვიწყებთ თანამშრომლობას ისეთ ბრენდებთან, რომლებსაც მაღალკვალიფიციური ინჟინრები ჰყავთ და ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს“, – პეტრე წაქაძე, Tegeta Cars-ის დირექტორი.

ამ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს Geely Holding-ში შემავალი ბრენდი ZEEKR. სულ ცოტა ხნის წინ Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის კიდევ ერთი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ჩინურ პრემიუმ-ბრენდთან, რომელიც მხოლოდ ელექტრომობილებს აწარმოებს, სადილერო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ZEEKR 001 და ZEEKR X – პირველი მოდელებია, რომელთა შეძენაც მომხმარებელს ივნისიდან შეეძლება. S

 

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars-ი ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა: Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian-ი, კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა, კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, „თეგეტა ქარსი“ არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

Previous Post

Galt & Taggart-ი საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების შესახებ ვებინარს გამართავს

Next Post

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ეჯაილ-სამიტი ჩატარდება

იზა გვარამაძე

Next Post

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით, საერთაშორისო ეჯაილ-სამიტი ჩატარდება

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result