Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ელჩი: „ქართულ ღვინოს ჩინური ბაზრის უკეთ ათვისების დიდი პოტენციალი აქვს“

by თინათინ ინაური
ივნისი 1, 2021
in მსოფლიო, საქართველო, ქართულად
0
ელჩი: „ქართულ ღვინოს ჩინური ბაზრის უკეთ ათვისების დიდი პოტენციალი აქვს“
0
SHARES
0
VIEWS

ქართული ღვინის პოპულარობა ჩინეთში სულ უფრო იზრდება, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ლი იენმა Forbes Georgia-სა და bm.ge-სთან ინტერვიუში ჩინურ ბაზარზე ქართული პროდუქტის პოტენციალზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეისათვის ჩინეთის ბაზარზე ისევ ფრანგული, ავსტრალიური, ესპანური და სხვა ქვეყნების ღვინოები დომინირებს, მაგრამ ქართულ ღვინოს ჩინური ბაზრის უკეთ ათვისების დიდი პოტენციალი აქვს.

„2019 წელს საქართველოდან ჩინეთში 7.09 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 2%-ით გაიზარდა. საქართველოს მევენახეობისა და ღვინის დაყენების ხანგრძლივი ისტორია აქვს და იგი ნამდვილად „ღვინის სამშობლოა“. ქართული ღვინის ნაირსახეობას, ხარისხსა და ფასს შორის კარგ თანაფარდობას ჩინეთის სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფის მრავალფეროვანი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, გარდა ღვინისა, ჩინელი მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა ისეთი მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებმა, როგორიცაა ყველი, მინერალური წყალი, თაფლი, ფრინველის ხორცი და სხვა.

„მჯერა, რომ თუ უკეთ გამოვიყენებთ ჩინეთის საინვესტიციო და სავაჭრო პლატფორმებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა და ჩინეთის საექსპორტო საქონლის გამოფენა-გაყიდვა, ხელს შევუწყობთ ძლიერი და გამორჩეული კომპანიების მონაწილეობას ამ გამოფენებში, ეს ქართული პროდუქციის პოპულარობას გაზრდის – უფრო მეტი ჩინელი შემსყიდველი და მომხმარებელი შეაჩერებს ქართულ ნაწარმზე არჩევანს“, – დასძინა ჩინეთის ელჩმა საქართველოში.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო წლებში, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ზეგავლენით, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი იზრდება: „ექსპორტის მოცულობამ 2018 წელს – 198 მილიონი აშშ დოლარი, 2019 წელს – 227 მილიონი აშშ დოლარი, 2020 წელს კი – 476 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა და საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილმა 14.3% შეადგინა“, – განაცხადა ელჩმა ლი იენმა.

ცნობისთვის, ჩინეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ოფიციალურად ამოქმედდა. ელჩის თქმით, ეს პირველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა, რომელიც ჩინეთმა ევრაზიის რეგიონის ქვეყანასთან გააფორმა.

Previous Post

საქართველო დაინტერესებულია UAE-სთან კავშირების განვითარებით – ელჩი

Next Post

თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური პროდუქტები – ბუცხრიკიძე

თინათინ ინაური

Next Post
თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური პროდუქტები – ბუცხრიკიძე

თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელსაც აქვს ფინანსური პროდუქტები - ბუცხრიკიძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Recent News

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Legacy of Dead: Schnelle Gewinne und Hoch‑Intensiv‑Action in einem alten ägyptischen Slot

ივლისი 24, 2026

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result