Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?

by Forbes.ge
თებერვალი 28, 2022
in ბიზნესი, ეკონომიკა, ეკონომიკური კალენდარი, მსოფლიო, რეგიონი, საქართველო, ყველა სიახლე
0
ეკონომიკური კალენდარი: რას უნდა ველოდოთ მიმდინარე კვირას?
0
SHARES
0
VIEWS

რა იქნება მიმდინარე კვირას, ალბათ ძნელი საპროგნოზოა, თუმცა გაწერილი ეკონომიკური კალენდარი მაინც არსებობს და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ  თითქმის ყველა თემას რუსეთ-უკრაინის ომამდე მივყავართ. ფაქტია, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მკვეთრად შეცვლის მსოფლიო ეკონომიკურ დღის წესრიგს.

კერძოდ, დასავლეთი რუსული ბანკების ნაწილს SWIFT-დან თიშავს, რაც, ერთი მხრივ, აზარალებს რუსეთს, თუმცა რისკებს აჩენს დანარჩენი მსოფლიოსთვისაც. ამასთან, მოლოდინია, რომ  მომდევნო კვირაში რუბლი კიდევ ერთხელ მკვეთრად დაეცემა. გასულ კვირას რუსულმა ვალუტამ რეკორდული ვარდნა უკვე აჩვენა.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში დაგეგმილია აშშ-ის სავალუტო სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის მოხსენება. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა ბაზარზე გაურკვევლობა გაზარდა, ამიტომ ჯერომ პაუელს მოუწევს ინვესტორების იმაში დარწმუნება, რომ სარეზერვო სისტემა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ინფლაციის შესამცირებლად, რომელმაც აშშ-ში 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. დაანონსებული იყო, რომ სარეზერვო სისტემა რეფინანსირების განაკვეთს სწორედ მარტში გაამკაცრებდა, მაგრამ აშკარაა, აშშ-ს მოუწევს გეოპოლიტიკური სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების ამის მიხედვით მიღება.

ენერგომატარებლების ფასებიც მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იქნება. რუსეთ-უკრაინის ომმა ნავთობის ფასები 7-წლიან მაქსიმუმამდე უკვე გაზარდა. „ბრენტის“ ტიპის საწვავის ფასმა $105-ს მიაღწია. გაძვირდა ევროპული გაზიც, რადგანაც გაზრდილი იყო აჟიოტაჟი მიწოდების რისკების გამო. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთი ნედლი ნავთობის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, ევროპისთვის კი – გაზის მიწოდების მნიშვნელოვანი წყარო. ვნახოთ, რამდენად გახდება ნავთობსა და გაზზე ფასების მატების მიზეზი დაანონსებული სანქციები რუსული ბანკების წინააღმდეგ.

მიმდინარე კვირაში უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია აშშ-ში დასაქმების მაჩვენებლებთან დაკავშირებით.  ეკონომისტების ვარაუდით, თებერვალში 450 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აშშ-ში უმუშევრობის დონე კი 3.9%–მდე შემცირდა.

სამომხმარებლო ფასების ინფლაციის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს ევროზონა. პროგნოზირებულია, რომ დაფიქსირდება რეკორდი და ინფლაცია 5.3%-ს მიაღწევს. ეს კი, დიდი ალბათობით, თავის ტკივილი გახდება ევროპის ცენტრალური ბანკისთვის, რომელსაც სხდომა მარტში აქვს დაგეგმილი. ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული  ეკონომიკური გავლენების ყოვლისმომცველ შეფასებას მოამზადებს.

რაც შეეხება საქართველოს, 1 მარტიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვები პრაქტიკულად უქმდება: დაშვებული ხდება ქელეხების, ქორწილების, სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება. იხსნება შეზღუდვები კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობაზე. უქმდება თერმოსკრინინგის, დეზობარიერის ქონის ვალდებულება. თუმცა კვლავ სავალდებულოდ რჩება ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება.

გარდა ამისა, 1 მარტიდან ძალაში უნდა შევიდეს აზარტული თამაშების შესახებ კანონის ის ნაწილი, რომლის მიხედვით მილიონამდე ადამიანს აზარტულ თამაშებში ჩართვა ეკრძალება.

მიმდინარე კვირაში  გამოქვეყნდება იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება – გავიგებთ რამდენი პროცენტით გაიზარდა ეკონომიკა საქართველოში. დაგროვებითი პენსიის სტატისტიკური მაჩვენებლებიც გასაჯაროვდება, რომლებიც 2021 წლის შედეგებს შეაჯამებს, ვნახავთ სამომხმარებლო ფასების ინდექსსა და პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლებსაც.

Previous Post

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები მეცნიერების სფეროდან

Next Post

Top 5 Things to Watch in Markets in the Week Ahead

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სემეკი: ელექტროენერგიის  არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი  მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე  დაუბრუნდათ

სემეკი: ელექტროენერგიის  არასწორი დარიცხვები დაკორექტირდა და ნახევარი მილიონი ლარი  მოქალაქეებს სააბონენტო ბარათებზე  დაუბრუნდათ

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Chicken Road: Quick‑Hit Multiplayer Crash Game for the On‑The‑Go Player

ივლისი 21, 2026

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

Recent News

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Chicken Road: Quick‑Hit Multiplayer Crash Game for the On‑The‑Go Player

ივლისი 21, 2026

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result