Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ეკონომიკის ოლიმპიადის ფინალისტი მონაწილეები შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ – პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია

by იზა გვარამაძე
ივლისი 18, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ეკონომიკის ოლიმპიადის ფინალისტი მონაწილეები შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ – პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია
0
SHARES
0
VIEWS

ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდში 1300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ეროვნულ რაუნდში გამოვლინდა 11 ფინალისტი, რომლებიც საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც ფინალური ეტაპისთვის – საბერძნეთში საერთაშორისო რაუნდზე საბრძოლველად – მოემზადებიან.

ეკონომიკის ოლიმპიადის მთავარი მიზანი მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის გაუმჯობესებაა. პროექტს საქართველოში ახორციელებს GELi (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა), საქართველოს ბანკის, Economic Fundamentals Initiative (EFI)-ის და თავისუფალ უნივერსიტეტის პარტნიორობით.

ფინალისტები თავად გვიზიარებენ შთაბეჭდილებებს და საუბრობენ ფინანსური განათლებისა და ოლიმპიადის მნიშვნელობაზე:

,,ოლიმპიადამ საკუთარი მასშტაბურობით შეძლო ცნობიერების ამაღლება იმ მეცნიერების მიმართ, რომელიც სკოლების უმეტეს ნაწილში არ ისწავლება. მოსწავლეებს გაუჩნდათ მოტივაცია, შეესწავლათ ეკონომიკის ძირითადი პრინციპები, გამოეყენებინათ ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და შეეფასებინათ საკუთარი ცოდნა“,- ამბობს თენგო გელაშვილი.

ეკონომიკური ცოდნის მნიშვნელობას გამოყოფს დემეტრე არდოტელი:

„ეკონომიკის შესახებ თუნდაც ზედაპირული ცოდნა ადამიანს ეხმარება კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გონივრულად გადაჭრაში. ეს საგანი სხვა კუთხით განახებს სამყაროს და ხვდები, რომ ეკონომიკის სწავლისას არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ შენს ყოველდღიურ ცხოვრებას, მოქმედებებს შეისწავლი, მათ მოტივებსა და სარგებლიანობას. ეს გეხმარება შენივე რესურსებისგან მიიღო მაქსიმალური შედეგი. ოლიმპიადაში მონაწილეობა გაძლევს ძალიან კარგ გამოცდილებას, საკმაოდ კვალიფიცირებულ და მაღალი დონის სპეციალისტებთან გიწევს ურთიერთობა, პატარა წარმატებები კი თვითშეფასებას გიმაღლებს“, – დემეტრე არდოტელი.

ანა ნიკოლაიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ საკუთარი უნარების გამოცდა, არამედ საჭირო კავშირების დამყარებაც მოახერხა:

,,ეკონომიკის ოლიმპიადა შესაძლებლობას გვაძლევს, გამოვავლინოთ არსებული ცოდნა და მივიღოთ ახალი, გავიუმჯობესოთ ანალიტიკური უნარები. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნაწილი საჭირო და საინტერესო ადამიანების გაცნობაა, პროექტის განმავლობაში ბევრი ნიჭიერი თანატოლი და ლექტორი გავიცანით“.

კიდევ ერთი მონაწილე, გიორგი პეტუაშვილი ამბობს, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეებში მოტივაციას ზრდის:

,,ეკონომიკის ოლიმპიადა მოსწავლეებს ეკონომიკის შესახებ საკუთარი ცოდნის შეფასებისა და გამოყენების შანსს აძლევს. ოლიმპიადა შედგება სხვადასხვა ტიპის კითხვებისგან ეკონომიკის არაერთი სფეროდან, თუ რაღაც საკითხის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ გაქვს, გიჩნდება ენთუზიაზმი, რომ მეტი გაიგო, მეტი ისწავლო. მიუხედავად პროფესიისა და სპეციალობისა, ეკონომიკური საწყისების, ტერმინოლოგიის და მეთოდიკის ცოდნა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. რაც უფრო ადრეული ასაკიდან ისწავლის ბავშვი გონივრული და დაფიქრებული გადაწყვეტილებების მიღებას, მით უფრო მარტივად შეძლებს სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევას, ვფიქრობ, მსგავსი ოლიმპიადები სწავლის და განვითარების კარგი მოტივაციაა“.

მირიან ფაიქიძისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნების ფაქტორი აღმოჩნდა:

„ოლიმპიადა, უპირველესად, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების გაუმჯობესებაში გვეხმარება. ეს უნარები ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო და აუცილებელია, ზრდის ინტერესს და ყურადღებას ფინანსური წიგნიერებისადმი, რომელსაც, ვფიქრობ, საქართველოში არ ექცევა საკმარისი ყურადღება. ეკონომიკური განათლება გულისხმობს არა მხოლოდ ფინანსური პროდუქტების, ინსტიტუტებისა და ცნებების ცოდნას, არამედ ფინანსურ უნარებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროში მცხოვრები ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია. საჭიროა, ბავშვებს სკოლის ასაკიდანვე გამოუმუშავდეთ სწორი ფინანსური ჩვევები და მიდგომები, ეკონომიკური ოლიმპიადა თავისი სასწავლო და საკონკურსო ელემენტებით ამისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა” – მირიან ფაიქიძე.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ საერთაშორისო რაუნდს და წარმატება ვუსურვოთ ფინალისტებს. საქართველოს ბანკი კი განაგრძობს საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას. S

Previous Post

როგორ გამდიდრდა ხორვატია?

Next Post

თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად

იზა გვარამაძე

Next Post
თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად

თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026

Recent News

BillyBets Casino: Rychlé automaty a okamžité výhry pro milovníky vzrušení

ივლისი 24, 2026

RTbet Casino: Azione Veloce con Slot per il Giocatore Moderno

ივლისი 24, 2026

Hugo Casino: Rask Spill, Store Gevinster – Et Øyeblikksbilde for den Raskeste Gamblere

ივლისი 24, 2026

Casino Lab Casino: Quick‑Hit Slots, Live Thrills, and Instant Wins for the Modern Player

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result