Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

EBRD–მა და IFC-მ თიბისი უზბეკეთის წილი შეიძინეს

by Forbes.ge
May 18, 2023
in ბიზნესი, პარტნიორის კონტენტი, საქართველო, ყველა სიახლე
0
EBRD–მა და IFC-მ თიბისი უზბეკეთის წილი შეიძინეს
0
SHARES
0
VIEWS

დღეს, ტაშკენტში თიბისი ბანკის ჯგუფმა (TBC PLC) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობის ხელშეკრულებას  მოაწერა ხელი.  ხელშეკრულება ითვალისწინებს  IFC-ის და EBRD-ის წილობრივ მონაწილეობას თიბისი ბანკის ჯგუფის შვილობილ კომპანიაში თიბისი უზბეკეთი.

ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის ბოლოსთვის, თიბისი უზბეკეთში EBRD და IFC 20%-20% პროცენტიანი  წილის მფლობელები გახდებიან, ხოლო თიბისი ბანკის ჯგუფი 60%-იან წილს შეინარჩუნებს. პირველი შენატანის სახით, თითოეული ინსტიტუტი თიბისი უზბეკეთში 9.4 მილიონ აშშ დოლარს განახორციელებს. EBRD და IFC კაპიტალის რაოდენობის ზრდას ყოველწლიურად 2024 წლამდე გააგრძელებს.

მსოფლიოს ეს ორი წამყვანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი 20 წელზე მეტია თიბისი ბანკის პარტნიორები არიან საქართველოში. IFC-ისა და EBRD-ის  გადაწყვეტილება, უზბეკეთში გააფართოვონ ეს თანამშრომლობა და გადაიტანონ ის საერთაშორისო მასშტაბებზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან თიბისისადმი გამოცხადებულ მაღალ ნდობას. საყურადღებოა, რომ EBRD- სთვის ეს პირველი ინვესტიციაა უზბეკეთის საბანკო სექტორში 2017 წლიდან – მას შემდეგ, რაც განაახლა ქვეყანაში ინვესტირება.

ეს ინვესტიცია საშუალებას მისცემს თიბისი უზბეკეთს, გაუმარტივოს ცხოვრება უზბეკ მომხმარებლებს  გაუმჯობესებული ციფრული საბანკო მომსახურებისა და სხვა ინოვაციური პროდუქტების შეთავაზების გზით.  გარდა ამისა, დამატებითი ინვესტიცია ხელს შეუწყობს თიბისის უზბეკეთში კორპორაციული მართვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებაში, რაც ასევე მოიცავს კლიმატის ცვლილებების რისკთან დაკავშირებულ სტანდარტებს.

“ჩვენ IFC- თან და EBRD- თან წარმატებული თანამშრომლობის დიდი ისტორია გვაქვს, ისინი მყარად დგანან ჩვენს გვერდით ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს შეთანხმება წარმოადგენს თიბისი უზბეკეთის გაფართოების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რადგან ის საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი ზრდა ქვეყანაში და უზბეკეთის მოსახლეობას შევთავაზოთ ინოვაციური და ხელმისაწვდომი პროდუქციის ფართო სპექტრი. ვფიქრობთ, რომ სრულად ციფრულად საბანკო პროდუქტების შეთავაზება ახალია უზბეკეთის ბაზრისთვის, რამაც განაპირობა თიბისი UZ-ის წარმატება. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ EBRD-მა და IFC-მ ჩვენთან ერთად დაიწყეს ეს საინტერესო მოგზაურობა”, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

„თიბისი უკვე მრავალი წელია ჩვენი ნდობით აღჭურვილი პარტნიორია. მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ მის გაფართოებას უზბეკეთში, რითაც იზრდება კერძო კაპიტალის წილი საბანკო სექტორში, სადაც ჯერ კიდევ დომინირებს სახელმწიფო. ჩვენ მივესალმებით კონკურენციას და გვაქვს მოლოდინი, რომ ის ყველასთვის სასარგებლო იქნება ,” – ალკის დრაკინოსი, EBRD- ის დირექტორი უზბეკეთში.

“ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ პარტნიორობას თიბისი ბანკის ჯგუფთან. IFC მხარს უჭერს თიბისი ბანკის ძალისხმევას უზბეკეთის მასშტაბით ინოვაციურ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული საბანკო მომსახურების გაფართოებაში. ამასთანავე, ეს ინვესტიცია თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიასთან, რომ დავეხმაროთ უზბეკეთს, საბანკო ინდუსტრიაში კერძო სექტორის მონაწილეობის გაზრდის გზით გაზარდოს კონკურენტუნარიანობა”, – ვიბკე შლომერი, IFC- ს დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.

თიბისი უზბეკეთი არის პირველი ციფრული ბანკი უზბეკეთში, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში ინოვაციური fintech პლატფორმის – Space – ის ბაზაზე შეიქმნა. დღეს ის უზბეკეთში წარმოდგენილია 7 ახალი თაობის ფილიალით და მომხმარებელთან ურთიერთობის 34 პუნქტით სულ 12 რეგიონულ ქალაქში. თიბისი UZ სთავაზობს ინოვაციურ საბანკო პროდუქტებს 630,000-ზე მეტ რეგისტრირებულ საცალო მომხმარებელს. უახლოეს მომავალში კი იგეგმება მცირე ბიზნესის სეგმენტზე  გაფართოება.

მომხმარებლების ცხოვრების გამარტივების მიზნით, თიბისიმ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სრულად ციფრული საბანკო მომსახურება ჯერ საქართველოში 2018 წელს შესთავაზა მომხმარებელს. 2020 წლიდან კი ამავე მომსახურებას უზბეკეთის 35 მილიონიან ბაზარს სთავაზობს.

Previous Post

ილონ მასკი: ჯეფ ბეზოსს ვერცხლის მედალს გავუგზავნი

Next Post

სამსუნგის უახლესი Galaxy Watch4 სერია: შენი ჯანმრთელობა სანდო ხელშია, შენსავე მაჯაზე

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
სამსუნგის უახლესი Galaxy Watch4 სერია: შენი ჯანმრთელობა სანდო ხელშია, შენსავე მაჯაზე

სამსუნგის უახლესი Galaxy Watch4 სერია: შენი ჯანმრთელობა სანდო ხელშია, შენსავე მაჯაზე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

September 5, 2025
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

April 8, 2025
„ქალაქი უპუროთ“

„ქალაქი უპუროთ“

March 7, 2023
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025

Recent News

30Bet Casino: Snelle Spel, Snelle Winsten en Hoog‑Intensieve Gaming

July 11, 2026

LalaBet Online Casino – Snelle Winsten en Korte Intense Sessies

July 11, 2026

Stake Casino: Γρήγορα‑παιχνίδια για τον σύγχρονο παίκτη

July 10, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

September 5, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result