Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ძირითადი სამართლებრივი სარჩელები ტრამპისა და მასკის წინააღმდეგ

by Salo Papalashvili
თებერვალი 18, 2025
in მსოფლიო, პოლიტიკა, ყველა სიახლე
0
მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვას დასთანხმდა
0
SHARES
0
VIEWS

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ხუთშაბათს დაბლოკა პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება, რომელიც არასრულწლოვნებისთვის გენდერული ტიპის ჯანდაცვის სერვისების შეზღუდვას ითვალისწინებდა. სასამართლოსთვის მიმართვიანობა იზრდება დემოკრატების მხრიდან, (და არამარტო), რომელიც, ძირითადად, ტრამპის პოლიტიკისა და ილონ მასკის ხარჯების შემცირების რეგულაციების წინააღმდეგაა მიმართული.

13 თებერვალი: ფედერალურმა მოსამართლემ პრეზიდენტ ტრამპს უბრძანა, დროებით მოხსნას განკარგულება უცხოური დახმარებების გაყინვის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი სამი კვირის წინ მოაწერა. ფედერალური მოსამართლის განცხადებით, ოფიციალურმა პირებმა ვერ წარადგინეს რაციონალური ახსნა იმისა, თუ რატომ იყო მართებული პროგრამების გადახედვამდე დახმარებების სრულად შეჩერება.

13 თებერვალი: იმავე დღეს, 14-მა შტატმა, ნიუ-მექსიკოს ხელმძღვანელობით, მასკის, ტრამპისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. მოსარჩელეთა მტკიცებით, ტრამპის მიერ მასკისთვის მინიჭებული უფლებამოსილება არაკონსტიტუციურია.  DOGE-ის ხელმძღვანელს წვდომა აქვს სენსიტიურ მონაცემებზე და „ქმნის ქაოსსა და დაბნეულობას შტატისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ფედერალური თანამშრომლებისა და ამერიკის საზოგადოებისთვის“.

13 თებერვალი: ბალტიმორის მოსამართლე ბრენდან ჰერსონმა დაბლოკა ტრამპის დირექტივები, რომლებიც ზღუდავს ტრანსგენდერებისა და 19 წლამდე ასაკის პირებისთვის გენდერული ტიპის ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას.  ჰერსონის განცხადებით, ტრამპის შეზღუდვები სამედიცინო მომსახურებაზე უარყოფს იმ ფაქტს, რომ „ეს ადამიანები არსებობენ, ან იმსახურებენ არსებობას“.

13 თებერვალი: აწ უკვე მეოთხედ, სასამართლომ დაბლოკა აღმასრულებელი ბრძანება, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბადებული პირებისთვის მოქალაქეობის უფლების გაუქმების შესახებ. ცნობისთვის, ეს უფლება აშშ-ში კონსტიტუციაშია გაწერილი. რაიონულმა მოსამართლემ ლეო ტ. სოროკინმა განჩინება ერთ-ერთი მომავალი დედის სარჩელის შემდეგ შეაჩერა, რომელიც კანონიერად იმყოფება აშშ-ში, მაგრამ არც მუდმივი რეზიდენტია და არც მოქალაქე.

13 თებერვალი: ტრამპის მიერ დანიშნულმა რაიონულმა მოსამართლემ, კარლ ნიკოლსმა გაახანგრძლივა მის მიერ გაცემული ბრძანება, რომლითაც სააგენტოს 2,000-ზე მეტი თანამშრომლის შვებულებაში გაშვების გადაწყვეტილება შეაჩერა. სარჩელი სასამართლოში ფედერალურ თანამშრომელთა გაერთიანებამ წარადგინა, რომელშიც ტრამპის განკარგულება შეფასებული იყო, როგორც „არაკონსტიტუციური და არაკანონიერი“ .

13 თებერვალი: ფედერალურ სასამართლოში ტრამპის წინააღმდეგ სარჩელი პენსილვანიის გუბერნატორმა, დემოკრატმა ჯოშ შაპირომ შეიტანა. მისი მტკიცებით, სასამართლოს წინა ბრძანების მიუხედავად, ადმინისტრაციას არ გადაუნაწილებია $2 მილიარდზე მეტი დამტკიცებული ფედერალური დაფინანსება, რომელიც შტატს ეკუთვნის.

12 თებერვალი: სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტ ტრამპის მიერ გათავისუფლებულმა რვა გენერალურმა ინსპექტორმა წარადგინა, რომელთა მტკიცებითაც, ბრძანება მათი დათხოვნის შესახებ ფედერალურ კანონმდებლობას არღვევდა. მათი განცხადებით, გათავისუფლებამდე 30 დღით ადრე გადაწყვეტილება კონგრესს უნდა წარედგინოს და დასაბუთებული იყოს კონკრეტული მიზეზებით.

11 თებერვალი: სასამართლოს ბრძანება, რომელიც ბლოკავს ტრამპის ადმინისტრაციის დირექტივას ფედერალური ხარჯების უმეტესობის გაყინვის შესახებ, ძალაში დარჩება მას შემდეგ, რაც 1-ელი ოლქის სააპელაციო სასამართლომ მისი ძალაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე ჯონ მაქკონელ ჯუნიორმა ტრამპის ადმინისტრაციას გაყინული დაფინანსების დაუყოვნებლივი აღდგენაც მოსთხოვა.

11 თებერვალი: რაიონულმა მოსამართლე ჯონ ბეიტსმა ჯანდაცვის სერვისებს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებსა და სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას უბრძანა, აღადგინონ ვებგვერდები და მონაცემები იმ ფორმით, როგორიც 30 იანვრამდე იყო – სანამ ისინი წაიშლებოდა. დღის ბოლომდე საჩივრის საპასუხოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის შესახებ ინფორმაცია წაშალა. Doctors for America-ს სარჩელის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ „ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის დიდი რაოდენობა“ წაშალა.

11 თებერვალი: იმავე დღეს სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მცირე ბიზნესის ჯგუფმა შეიტანა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეტაპობრივად გაუქმების მცდელობის გამო უჩივიან. წარდგენილი განაცხადის თანახმად, ადმინისტრაციამ თავისი გადაწყვეტილებით საფრთხე შეუქმნა მათ საქმიანობასა და თანამშრომლების საარსებო წყაროს.

10 თებერვალი: მას შემდეგ, რაც 22-მა შტატმა ჯანდაცვის ეროვნულ ინსტიტუტს მისი გადაწყვეტილების გამო უჩივლა – კვლევითი დაფინანსების არაპირდაპირი დაფინანსებებისთვის 15%-იანი ლიმიტის დაწესების თაობაზე – რაიონულმა მოსამართლემ, მერი პეიჯ კელიმ საქმის დასრულებაზე განკარგულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

10 თებერვალი: რაიონულმა მოსამართლე ჯოზეფ ლაპლანტმა შეაჩერა ტრამპის ბრძანება, რომელიც მოქალაქეობას მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებისა და მუდმივი რეზიდენტების შვილებს ანიჭებს. ეს იყო რიგით მესამე შემთხვევა, როდესაც დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე სასამართლომ ტრამპის მიერ 20 იანვარს ხელმოწერილი ბრძანება დაბლოკა.

9 თებერვალი: სახაზინო დეპარტამენტმა მიმართა მოსამართლე პოლ ენგელმაიერს გაეუქმებინა მისი ბრძანება, რომელიც ოფიციალურ პირებს ხაზინის სისტემებზე წვდომას უზღუდავდა. მოსამართლის დადგენილებით, ვიდრე DOGE-თან მიმართებით დავა მიმდინარეობს, მასკის გუნდს წვდომა ხაზინის სისტემაზე უნდა შეეზღუდოს.

7 თებერვალი: კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა ასოციაციამ სარჩელი შეიტანა განათლების დეპარტამენტის წინააღმდეგ, რომლის მტკიცებითაც, მასკის დეპარტამენტს უკანონო წვდომა ჰქონდა დაახლოებით 42 მილიონი ფედერალური სტუდენტური სესხის მიმღების სენსიტიურ პირად და ფინანსურ მონაცემებზე.

23 იანვარი და 5 თებერვალი: ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭების უფლების შეზღუდვის შესახებ დაიბლოკა. მოსამართლე ჯონ კოგენურის განცხადებით, პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებას არ შეუძლია შეზღუდოს უფლება, რომელიც კონსტიტუციითაა განმტკიცებული.

20 იანვარი: პირველი სამართლებრივი სარჩელი ტრამპის წინააღმდეგ მისივე ინაუგურაციის დღეს იქნა წარდგენილი. 20 იანვარს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებმა შეიტანეს პირველი სარჩელი ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ DOGE ფედერალური მრჩეველთა საბჭოდ უნდა კლასიფიცირდეს, უნდა იმართებოდეს გამჭვირვალე წესებით და ჰქონდეს „სამართლიანად დაბალანსებული“ წევრთა საბჭო.

Previous Post

თბილისის ზღვის ახალი ტალღა

Next Post

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს პროექტების მართვის კურსი დაემატა

Salo Papalashvili

Next Post
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს პროექტების მართვის კურსი დაემატა

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს პროექტების მართვის კურსი დაემატა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Chicken Road: Quick‑Hit Multiplayer Crash Game for the On‑The‑Go Player

ივლისი 21, 2026

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

Recent News

Crypto Casino – The Fast‑Paced Crypto Slot Playground for Quick Wins

ივლისი 22, 2026

Chicken Road: Quick‑Hit Multiplayer Crash Game for the On‑The‑Go Player

ივლისი 21, 2026

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result