Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დუბაის ტურიზმის დეპარტამენტი საცალო ვაჭრობისა და ფესტივალების 2025 წლის კალენდარს აქვეყნებს

by იზა გვარამაძე
იანვარი 21, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დუბაის ტურიზმის დეპარტამენტი საცალო ვაჭრობისა და ფესტივალების 2025 წლის კალენდარს აქვეყნებს
0
SHARES
0
VIEWS

დუბაის ტურიზმისა და ეკონომიკის დეპარტამენტმა (DET) საცალო ვაჭრობისა და ფესტივალების 2025 წლის კალენდარი გამოაქვეყნა. კალენდრის თითოეული ღონისძიება სხვადასხვა ინტერესებსა და პრეფერენციებს აკმაყოფილებს და მილიონობით მაცხოვრებელსა თუ ტურისტს მთელი მსოფლიოდან უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს.

ჩინური ახალი წელი

24 იანვარი – 2 თებერვალი: დუბაი ჩინურ ახალ წელს მასშტაბურად აღნიშნავს. სტუმრები სადღესასწაულო ატმოსფეროთი, შთამბეჭდავი ფეიერვერკით, საინტერესო კულტურული წარმოდგენებით, უნიკალური გასტრონომიული შეთავაზებებითა და მიმზიდველი აქციებით ისიამოვნებენ.

DSF საბოლოო ფასდაკლება

27–29 იანვარი: მყიდველებისთვის ბოლო შანსია 25%-დან 90%-მდე ფასდაკლებით ქალაქის მასშტაბით 3000-ზე მეტ მაღაზიაში ისარგებლონ. DSF Final Sale სეზონის დარჩენილი ნივთებს სალიკვიდაციო ფასებად შეიძენთ, ასევე, მონაწილეობას მიიღებთ გათამაშებებში სოლიდური პრიზებით.

Dubai Fashion Season

კალენდრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – დუბაის მოდის სეზონია. წელიწადში ორჯერ, გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის კოლექციებით 1 000-ზე მეტი ბრენდი, 4 000 მაღაზია და ბუტიკი მოდის ენთუზიასტებს სპეციალურ აქციებს უმზადებენ. დუბაი, როგორც მოდის ტენდენციების ცენტრი – თავის პოზიციებს აძლიერებს. ქალაქის უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებში შეძლებთ რეგიონში პირველებმა შეიძინოთ პოდიუმის „ლუქები“ და ექსკლუზიურ კოლექციები.

რამადანი და ეიდ ალ–ფითრი

28 თებერვალი – 6 აპრილი: ტურისტული ინიციატივა “რამადანი დუბაიში” არარეზიდენტებისა და ტურისტებისთვის მთავარი მოვლენაა საამიროებისა და ისლამის ცხოვრების წესის გასაცნობად. ამ დროის განმავლობაში, ქალაქი გამოირჩევა ინსტალაციებით, სადღესასწაულო ატმოსფეროთი, ღამის ბაზრობებით, საოჯახო აქტივობებითა და მრავალფეროვანი კულინარიული შეთავაზებებით, მათ შორის, სპეციალური მენიუებით რამადანის კარვებში.

რამადანი განსაკუთრებით მხიარული და გულუხვი ფესტივალით, ეიდ ალ–ფითრით მთავრდება. ეს დღესასწაული მარხვის გახსნილების სიმბოლოა. ქუჩები კაშკაშა განათებებითა და დეკორაციებითაა მორთული, ოჯახები და მეგობრები სადღესასწაულო მასპინძლობისთვის იკრიბებიან. ქალაქში სპეციალური ფასდაკლებები, უნიკალური სადღესასწაულო აქციები და მრავალფეროვანი გართობა დღესასწაულს განსაკუთრებით სამახსოვროს ხდის.

გრანდიოზული ონლაინ გაყიდვები

გაზაფხულის დასაწყისში სამდღიანი ექსკლუზიური ონლაინ გაყიდვები იწყება. მყიდველებს 30%-დან 95%-მდე ფასდაკლება ელოდებათ პროდუქციის ფართო სპექტრზე (ტანსაცმელი, ძვირადღირებული კოსმეტიკა, ელექტრონიკა და მრავალი სხვა). გაყიდვების დაწყების ზუსტი თარიღი მალე დაზუსტდება.

დუბაის კიბერსპორტისა და ონლაინ თამაშების ფესტივალი

25 აპრილი – 11 მაისი: დუბაის კიბერსპორტისა და თამაშების ფესტივალი (DEF) საეტაპო მოვლენაა დუბაის, როგორც გეიმინგის საერთაშორისო ჰაბის სტატუსის განსამტკიცებლად. წელს ფესტივალი რიგით მეოთხედ იმართება. ქალაქი 17 დღის განმავლობაში სხვადასხვა სათამაშო ღონისძიებებს, eSports ტურნირებსა და ინდუსტრიის უახლეს ტენდენციებთან დაკავშირებულ ბიზნეს შეხვედრებს მასპინძლობს. განსაკუთრებული. ყურადღება ეთმობა საგანმანათლებლო ინიციატივებს, სპეციალური საგანმანათლებლო დღეებია დაგეგმილი 2025 წლის 7 და 8 მაისს. ამასთანვე, 7 და 8 მაისს გაიმართება სათამაშო ინდუსტრიის ყველაზე დიდი B2B სამიტი – GameExpo, რაც მასშტაბური ღონისძიებით დაგვირგვინდება 9-11 მაისს, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში, Zabeel 2-სა და 3-ში.

საინტერესო ტურნირებითა და დარგის უახლესი იდეებით ფესტივალი კიდევ უფრო ამყარებს დუბაის, როგორც სათამაშო ინდუსტრიის გლობალური ჰაბის სტატუსს.

3-დღიანი სუპერ ფასდაკლება

3-დღიანი სუპერ სეილი (3DSS) დუბაიში ორ ეტაპად, 2025 წლის მაისსა და ნოემბერში გაიმართება. 25-დან 90%-მდე ფასდაკლებით შეძლებთ შეიძინოთ სხვადასხვა სახის პროდუქცია: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ელექტრონიკა, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვებიც კი.

Eid al-dha დუბაიში

2–8 ივნისი: ეიდ ალ-ადჰა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისლამური დღესასწაულია. როდესაც ოჯახები ერთად იკრიბებიან, ზეიმობენ, ერთმანეთს ასაჩუქრებენ და გაჭირვებულებს ეხმარებიან. ფესტივალის განმავლობაში სავაჭრო ცენტრებში სპეციალური ფასებია, რესტორნები სპეციალური მენიუებს სთავაზობენ, ქალაქის ქუჩებში ფეიერვერკები და კონცერტები იმართება და მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ქალაქის კულტურისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა ეძლევათ.

დუბაის საზაფხულო სიურპრიზების (DSS) სავაჭრო ფესტივალი

27 ივნისი – 31 აგვისტო: დუბაის საზაფხულო სიურპრიზების (DSS) სავაჭრო ფესტივალთან ერთად ზაფხული დუბაიში სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე, საუკეთესო შეთავაზებების დროა, რაც ერთნაირად ახარებს და აოცებს ყველა ასაკის ვიზიტორს.

შოპაჰოლიკებს წარმოუდგენელი ფასდაკლებები, საინტერესო გართობა და დახვეწილი სამზარეულო ელოდებათ.

სასკოლო სამზადისის სეზონი

4–28 აგვისტო: სასკოლო სამზადისი ოჯახებს სიხარულითა და მღელვარებით ავსებს, მშობლები და ბავშვები სასკოლო ნივთებსა და გარდერობს აახლებენ, ქალაქი კი მათ უამრავ სპეციალურ აქციასა და ფასდაკლებას სთავაზობს, რაც შოპინგს განსაკუთრებულად მომგებიანს ხდის.

DSS საზაფხულო შოპინგ ფესტივალის საბოლოო ფასდაკლება

აგვისტო: დუბაის საზაფხულო სიურპრიზების (DSS) საბოლოო ფასდაკლებას ყველა მოუთმენლად ელოდება. ცხოვრების სტილის, სილამაზის, ელექტრონიკისა და მოდის კატეგორიების წამყვან ბრენდებზე წარმოუდგენელი, 90%-მდე ფასდაკლებებით ვრცელდება.

დუბაის სახლის ფესტივალი

3–16 ოქტომბერი: დუბაის სახლის ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა მათთვის, ვინც საკუთარი სახლის გარემონტებითა ან კეთილმოწყობითაა დაინტერესებული. გრანდიოზული ფასდაკლებები და სპეციალური აქციები სახლისა და დეკორაციის ნივთების ფართო არჩევანზე ვრცელდება. ამასთანავე, ფესტივალის ფარგლებში ექსკლუზიური გათამაშებები იმართება. წინა წლების გათამაშებების მონაწილეებმა არა მხოლოდ სახლების კოსმეტიკური რემონტი, ბინებიც კი მოიგეს.

დივალის შუქების ფესტივალი

17–26 ოქტომბერი: დივალის ფესტივალი ინდური დღესასწაული, რაც სინათლის სიბნელეზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოს აღნიშნავს. ქალაქში განსაკუთრებული განათებები და ატმოსფერო. მეგაფასდაკლებები ოქროს, სამკაულების, საქორწილო კაბებისა და სახლის მოვლის პროდუქციაზე ვრცელდება.

დუბაის ფიტნეს გამოწვევა

1–30 ნოემბერი: Dubai Fitness Challenge ფართომასშტაბიანი ურბანული ღონისძიებაა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. „ჩელენჯის“ მონაწილეები – ქალაქის მაცხოვრებლები თუ სტუმრები – 30 დღის განმავლობაში დღეში 30 წუთს ფიზიკურ აქტივობას უთმობენ.

სპეციალური აქციები და ფასდაკლებები მაღაზიებიდან, სპორტული კლუბებიდან და ჯანსაღი კვების კაფეებიდან კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის გამოწვევაში ჩართვას. პროგრამა ფიტნეს კლასებს, სპორტულ და თემატურ ღონისძიებებს ყველა ასაკისა და მომზადების დონის მონაწილეს სთავაზობს. ღონისძიების პროგრამა მოიცავს Dubai Run-ს, Dubai Ride-ს და Dubai Stand Up Paddle-ს.

Eid Al Etihad

1–3 დეკემბერი: ეროვნული დღესასწაული – ეიდ ალ ეტიჰადი არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ჩამოყალიბებასა და გაერთიანებას აღნიშნავს და მიღწეულით სიამაყისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სანახაობრივი ფეიერვერკებითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით სამი დღის განმავლობაში დუბაი ეროვნული დღესასწაულის ცენტრად იქცევა.

S

Previous Post

2025 წლის იანვრის ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერები

Next Post

A Doctor’s Vision for Proactive Mental Health Care

იზა გვარამაძე

Next Post
A Doctor’s Vision for Proactive Mental Health Care

A Doctor’s Vision for Proactive Mental Health Care

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026

Recent News

BC GAME: Quick‑Hit Casino Action für High‑Intensity‑Spieler

ივლისი 25, 2026

Bizzo Casino – Slot Quick‑Hit e Divertimento a Play Rapido

ივლისი 25, 2026

EUcasino: Quick‑Fire Slots und Live Action für den Kurz‑Session‑Spieler

ივლისი 25, 2026

Sugar Casino: Quick Spin Thrills für High‑Intensity Gaming

ივლისი 24, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result