Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ხელოვნური საზღვაო რიფის პროექტის განხორციელებას იწყებს

by Davit Tsiramua
December 21, 2023
in ეკონომიკა, მსოფლიო, პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დუბაი მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ხელოვნური საზღვაო რიფის პროექტის განხორციელებას იწყებს
0
SHARES
0
VIEWS

დუბაის მთავრობამ ნოვატორული პროექტის – Dubai Reef-ის დაწყების შესახებ განაცხადა  – დუბაიში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნური საზღვაო რიფის მშენებლობა ახალი სიტყვა იქნება გარემოს დაცვის მიმართულებით, ითამაშებს რა მნიშვნელოვან როლს ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და საზღვაო ბიომრავალფეროვნების გაზრდის თვალსაზრისით.

პროექტის ფარგლებში, დუბაის სანაპიროზე, 600 კვადრატულ კილომეტრზე  სხვადასხვა ზომის ხელოვნური რიფის მოდულები განთავსდება. რიფის მოდულების საერთო მოცულობა 400 ათას კუბურ მეტრზე მეტი იქნება,  ყოველწლიურად შვიდ მილიონ ტონაზე მეტი ნახშირბადის (CO2)  სეკვესტრის  მოსალოდნელი სიმძლავრით.

ნახშირბადის სეკვესტრირებასთან ერთად, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დუბაის სანაპიროზე მარჯნის რიფების აღდგენაში, სანაპირო ზონების დაცვასა და საზღვაო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში. სანაპირო რიფი გახდება საზღვაო მრავალფეროვნების შენარჩუნების კერა – გაიზრდება ზღვის ღრუბლების, ხამანწკების,  კიბორჩხალების,  ზღვის ვარსკვლავების, ზღვის ზღარბების და თევზის სხვადასხვა სახეობის ახალი პოპულაციები. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში კლიმატის ცვლილების შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში.

Dubai Reef პროექტის დაანონსება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 28-ე კონფერენციას (COP28) დაემთხვა, რომელიც Expo City Dubai-ში 2023 წლის 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.  პროექტი მდგრადი განვითარების მიზნებისადმი დუბაის ერთგულების დასტურია, რაც ისეთი გარემოსდაცვითი ინიციატივებით ვლინდება, როგორიცაა, მაგალითად,  მოძრაობა „Dubai Can” – რომელიც ერთჯერადი პლასტიკური წყლის ბოთლების გამოყენების შემცირებას ისახავს მიზნად და კამპანიის ფარგლებში ამგვარი ბოთლების გამოყენება  უკვე 15,5 მილიონზე მეტი 500 მლ ბოთლით შემცირდა.

Dubai Reef ახლახან დაანონსებული პროექტი Dubai Can Initiative-ის ნაწილია და საზღვაო გარემოს დაცვასთან ერთად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნახშირბადის ემისიების შემცირებაში COP28-ის თემებისა და მიზნების შესაბამისად.

„დუბაი გარემოს დაცვას კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს და მომავალი თაობებისთვის მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად ეკოლოგიას პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს.   კლიმატის გლობალური ცვლილებით წარმოქმნილმა ღრმა გამოწვევები  გავლენას ახდენენ ველური ბუნების სხვადასხვა სახეობებზე  და დუბაი ამ ცვლილებების ნეგატიური ზემოქმედების შერბილებაში  საკვანძო როლს შეასრულებს ისეთი ინიციატივებით, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი ბუნებრივი გარემოს მდგრადობას. მარჯნის რიფები საზღვაო სიცოცხლის დასაცავად მნიშვნელოვანი კომპონენტია და მას აქვს როგორც ეკონომიკური, ასევე გარემოსდაცვითი მნიშვნელობა. მოხარული ვართ, რომ ვხედავთ, რომ ეს პერსპექტიული პროექტი იწყება დუბაიში, რომელიც მარჯნის რიფების შენარჩუნებას  ისახავს მიზნად და ამ მიმართულებით გლობალურ ძალისხმევას ხელს უწყობს  ” – განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის საამიროს მმართველმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა.

პროექტი სრულად შეესაბამება COP28 მდგრადობის მიზნებსა და სტრატეგიას, რაც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებში დუბაის, როგორც მსოფლიოში ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო აძლიერებს.

ამასთანავე, დუბაის რიფის ეს ამბიციური პროექტი დუბაის ეკონომიკური პროგრამის – D33 მნიშვნელოვანი კომპონენტია და დუბაის, როგორც მდგრადი განვითარების ლიდერი ქალაქის რეპუტაციას განამტკიცებს:  პროექტს მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური გავლენა აქვს, ქმნის სამუშაო ადგილებს, ზრდის საზღვაო რეკრეაციული საქმიანობის მიმზიდველობას და უზრუნველყოფს საკვების მდგრად წყაროებს არაბეთის გაერთიანებული საემიროების სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიასთან შესაბამისობაში.

დუბაის რიფის პროექტს დუბაის ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი საამიროს მეთევზეობის მარეგულირებელ კომიტეტთან ერთად უხელმძღვანელებს,  ქალაქის სავაჭრო პალატასთან, პორტების კორპორაციასთან, საბაჟო და თავისუფალ ზონებთან და დეველოპერულ კომპანია „ Nakheel.“-თან პარტნიორობით.

პროექტი 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყება და ოთხი წლის განმავლობაში, ოთხ ეტაპად განხორციელდება.

Previous Post

თიბისისთან და მასტერქარდთან ერთად ზამთრის კურორტებზე სასრიალო სეზონი გაიხსნა

Next Post

ყველაზე თანამედროვე ღვინო: „ფერი ვაინს“

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ყველაზე თანამედროვე ღვინო: „ფერი ვაინს“

ყველაზე თანამედროვე ღვინო: „ფერი ვაინს“

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result