Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დუბაი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერტიფიცირებული ტურისტული მიმართულება გახდა

by იზა გვარამაძე
აპრილი 30, 2025
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დუბაი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის სერტიფიცირებული ტურისტული მიმართულება გახდა
0
SHARES
0
VIEWS

დუბაის Certified Autism Destination™ სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. ქალაქი აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ასა) მქონე პირებისთვის პირველი სერტიფიცირებული ტურისტული მიმართულება გახდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროში.

Certified Autism Destination™ სტატუსი  ქალაქს საერთაშორისო სერტიფიკაციისა და ტრენინგის საბჭომ (IBCCES) მიანიჭა. IBCCES საბჭო  აუტისტური სპექტრის და სენსორული ინტეგრაციის დარღვევების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციაა მსოფლიოში. სტატუსი ადასტურებს, რომ ქალაქის ტურისტული სერვისები მაცხოვრებლებისა თუ სტუმრებისთვის მოსახერხებელი და ინკლუზიურია.

აუტიზმის სერტიფიცირებული მიმართულების სტატუსის მოსაპოვებლად  ქალაქის ყველა ტურისტული  სექტორის – ავიაციის, სასტუმროების, ღირსშესანიშნაობებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  –წარმომადგენლები კოორდინირებულად მუშაობდნენ.  დასაქმებული პერსონალი მასშტაბურად დატრენინგდა,  გაუმჯობესდა სტუმრების მხარდაჭერის სისტემა,   დაინერგა სენსორული გიდები და სპეციალური ფარული სამკერდე ნიშნები  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, რაც  მათ კომფორტულ და თანასწორ გამოცდილებას უზრუნველყოფს. თითოეული სერტიფიცირებული ობიექტი IBCCES საბჭომ ადგილზე შეამოწმა და ინდივიდუალურად მათზე მორგებული სენსორული სახელმძღვანელოები შეიმუშავა.

ტურიზმის ინდუსტრიის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა  დუბაის ტურიზმის კოლეჯის (DCT) მიერ შემუშავებულმა ონლაინ პლატფორმამ Dubai Way.  ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი „ინკლუზიური მომსახურების“ სასწავლო კურსი ტურიზმის პერსონალს  სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების მომსახურების პრაქტიკულ მეთოდებს სთავაზობს, სასწავლო მოდულები რეალურ ისტორიებზე, ინტერაქციულ დავალებებსა და ვიდეომასალებზეა დაფუძნებული, რაც ემპათიის განვითარებას, ვიზიტორთა საჭიროებების ღრმა ანალიზსა და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

აუტისტური სპექტრისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის  საკითხებზე ბოლო ორ წელიწადში დუბაიში 70 000-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა.  ტრენინგისა და სერტიფიცირების პროცესში 300-ზე მეტი სასტუმრო ჩაერთო, ქალაქის 20-მდე ტურისტულ ობიექტს, ასევე პლაჟებსა და პარკებს IBCCES-ის სერტიფიცირება მიენიჭა.

„Certified Autism Destination™ სტატუსის მინიჭება დუბაისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ინკლუზიური გარემოს შექმნის გზაზე. ჩვენ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ, არამედ მუდმივად ვამაღლებთ მომსახურების ხარისხსა და პროფესიული უნარების დონეს“ – აღნიშნა, დუბაის ტურიზმისა და კომერციული მარკეტინგის კორპორაციის (DCTCM) გენერალურმა დირექტორმა ისსამ ქაზიმმა.

„დუბაი ინკლუზიური ტურიზმის სფეროში ახალ სტანდარტებს ქმნის და ჩვენთვის დიდი პატივია,  ამ ინიციატივის ნაწილი ვიყოთ. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ გზაზე, რაც  მიზნად ისახავს ქალაქის  ყველა ვიზიტორმა — მათ შორის აუტიზმისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე პირებმა დუბაის ღირსშესანიშნაობების აღმოჩენა უსაფრთხო, კომფორტულ და ინკლუზიურ გარემოში შეძლონ“ –   აღნიშნა IBCCES-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა მაირონ პინკომბმა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტმა (DXB) , რომელმაც ჯერ კიდევ 2023 წელს  Certified Autism Center™ სტატუსი მსოფლიო აეროპორტებში პირველმა მოიპოვა, აუტისტური სპექტრის და ფარული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად თანამშრომელთა მასშტაბური გადამზადების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებშიც აეროპორტის 45 000-ზე მეტი თანამშრომელ, ასევე,  პარტნიორები და დაინტერესებული მხარეები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან.

ავიაკომპანიებიდან წელს Emirates გახდა მსოფლიოში პირველი ავიაკომპანია, რომელმაც სრულად მოიპოვა Autism Certified Airline™  სტატუსი. ავიაკომპანია ამ სტატუსის მოსაპოვებლად წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მუშაობდა და ამ მიმართულებით 30 000-ზე მეტი თანამშრომელი სპეციალურად გადაამზადა.

დუბაის ყველა სერტიფიცირებული ობიექტი მობილურ აპლიკაციაში  – IBCCES Accessibility App არის წარმოდგენილი. აპლიკაცია უფასოდაა ხელმისაწვდომი და ინკლუზიური ლოკაციებისა და მიმართულებების შესახებ უახლეს ინფორმაციას მოიცავს, რაც მოგზაურობის დაგეგმვის პროცესს ამარტივებს.

👉 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: visitdubai.com/accessibility

S

Previous Post

რატომ უნდა მართოთ ბიზნესი საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით — 5 მიზეზი

Next Post

როგორ შეიქმნა და ვითარდება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი – ინტერვიუ გიორგი კობიაშვილთან

იზა გვარამაძე

Next Post
როგორ შეიქმნა და ვითარდება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი – ინტერვიუ გიორგი კობიაშვილთან

როგორ შეიქმნა და ვითარდება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი - ინტერვიუ გიორგი კობიაშვილთან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Funbet Casino: Tragamonedas de Rápida Suerte y Ganancias Rápidas para el Jugador Moderno

ივლისი 29, 2026

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026

Recent News

Funbet Casino: Tragamonedas de Rápida Suerte y Ganancias Rápidas para el Jugador Moderno

ივლისი 29, 2026

Fat Pirate Online Casino Recenzja: Szybkie Automaty i Ekspresowe Wygrane

ივლისი 28, 2026

Bitstake Casino: Quick‑Play Slots, Live Games & Instant Wins

ივლისი 28, 2026

BetAlice Short‑Game Play: Quick Wins, Big Thrills

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result