Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები და მათი ქონება

by იზა გვარამაძე
August 13, 2025
in ბიზნესი, მილიარდერები, მსოფლიო, პოლიტიკა, რეიტინგი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები და მათი ქონება
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკული Forbes-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრების ერთობლივი ქონება აშშ-ის ისტორიაში უმაღლეს ნიშნულს აღწევს, პრეზიდენტის სიმდიდრის გამოკლების შემთხვევაშიც. კაბინეტი კი უოლ-სტრიტის ორი ფინანსისტის, რამდენიმე ყოფილი გენერალური დირექტორის, ტელეწამყვანისა და კარიერით მხოლოდ ერთი პოლიტიკოსისგან შედგება.

როგორც გამოცემა წერს, 2024 წლის ოქტომბერში, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ტრამპი დეტროიტთან ახლოს გამართულ შეხვედრაზე გამოჩნდა. მის მარჯვნივ მჯდომმა მილიარდერმა ჰოვარდ ლუტნიკმა, აუდიტორიას აუხსნა, თუ როგორი ხალხის მიყვანა ჰქონდა ტრამპს განზრახული თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემთხვევაში.

„ქვეყნის საუკეთესო ბიზნესლიდერები, საუკეთესო პოლიტიკოსები,“ — აღნიშნა ლუტნიკმა. „ისინი მას ერთგულად ემსახურებიან, მიჰყვებიან მის პოლიტიკას და ეს იქნება ყველაზე გამორჩეული მთავრობა, რაც კი ოდესმე გინახავთ.“

ახლა კი ტრამპის გვერდით ძირითადად უოლ-სტრიტის გავლენიანი ფიგურები და Fox News-ის ვარსკვლავები სხედან. განსაკუთრებით თვალშისაცემია მათი სიმდიდრე: Forbes-ის შეფასებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის $5.5 მილიარდის გამოკლებით, ტრამპის კაბინეტის წევრების საერთო ქონება $7.5 მილიარდს აღწევს, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლისთვის მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდის კაბინეტის $3.2-მილიარდიან ქონებას. შედარებისთვის, ჯო ბაიდენის 2021 წლის კაბინეტის წევრების ერთობლივი ქონება მხოლოდ $110 მილიონს შეადგენდა.

ამ სიმდიდრეში ყველაზე დიდი წილი ვაჭრობის დეპარტამენტის მდივან ჰოვარდ ლუტნიკსა და განათლების დეპარტამენტის მდივან ლინდა მაკმაჰონზე მოდის — ორივე მათგანი მილიარდერია. მათ გარდა, სამი მინისტრი მინიმუმ $100-მილიონიან ქონებას ფლობს. მათ შორისაა: ფინანსთა დეპარტამენტის მდივანი სკოტ ბესენტი, შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივანი დაგ ბურგამი და ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანი კრის რაიტი.

ტრამპის კაბინეტში ასევე არიან მეწარმეები, მაგალითად, შრომის დეპარტამენტის მდივანი ლორი ჩავეს-დერემერი, რომელიც $35 მილიონად შეფასებულ ქონებას ფლობს. კაბინეტში კარიერით ერთადერთი პოლიტიკოსი კი სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი მარკო რუბიოა, რომელიც 11 მილიონერ მინისტრთაგან ერთ-ერთია, თუმცა ქონებით სიაში ბოლოდან მეორე ადგილზეა.

დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები და მათი ქონება:

სახელი ასაკი თანამდებობა ქონება
დონალდ ტრამპი 79 პრეზიდენტი $5.5 მილიარდი
ჰოვარდ ლუტნიკი 64 ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანი $3.3 მილიარდი
ლინდა მაკმაჰონი 76 განათლების დეპარტამენტის მდივანი $3.3 მილიარდი
სკოტ ბესენტი 62 ფინანსთა დეპარტამენტის მდივანი $600 მილიონი
დაგ ბურგამი 69 შინაგან საქმეთა დეპარტამენტის მდივანი $100 მილიონზე მეტი
კრის რაიტი 60 ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანი $100 მილიონი
ლორი ჩავეს-დერემერი 57 შრომის დეპარტამენტის მდივანი $35 მილიონი
ბრუკ როლინსი 53 სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მდივანი $15 მილიონი
რობერტ ფ. კენედი უმც. 71 ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მდივანი $15 მილიონი
ჯეი.დი. ვენსი 41 ვიცე-პრეზიდენტი $12 მილიონი
პამ ბონდი 59 გენერალური პროკურორი $5 მილიონი
კრისტი ნოემი 53 შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი $5 მილიონი
შონ დაფი 53 ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანი $5 მილიონი
სკოტ ტერნერი 53 საცხოვრებელი და ურბანული განვითარების დეპარტამენტის მდივანი $4 მილიონი
პიტ ჰეგსეტი 45 თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი $3 მილიონი
მარკო რუბიო 54 სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი $2 მილიონი
დაგ კოლინსი 58 ვეტერანთა საქმეთა დეპარტამენტის მდივანი $1 მილიონი
Previous Post

რომელ გენერაციულ AI-პლატფორმებზე გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად ივლისში?

Next Post

გერმანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად $500 მილიონს გამოყოფს

იზა გვარამაძე

Next Post
გერმანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად $500 მილიონს გამოყოფს

გერმანია უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად $500 მილიონს გამოყოფს

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026

Recent News

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Bet On Red: Quick Wins and Fast Action for the Modern Player

June 12, 2026

NV Casino: Quick‑Play Slots och Snabb‑Action Gaming för On‑the‑Go‑Spelare

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result