Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დიდი გარდაქმნა – ტექნოლოგიური ცვლილებები და თამბაქოს ინდუსტრია

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in კომპანიები
0
დიდი გარდაქმნა – ტექნოლოგიური ცვლილებები და თამბაქოს ინდუსტრია
0
SHARES
0
VIEWS

გლობალურად 1.1 მილიარდ ადამიანზე მეტი არის მწეველი. ათობით წლის განმავლობაში ჩატარებული საინფორმაციო კამპანიების, გაზრდილი გადასახადების თუ საჯარო სივრცეებში მოწევის აკრძალვის მიუხედავად, მილიონობით ზრდასრული ადამიანი კვლავ განაგრძობს იმ პროდუქტის მოხმარებას, რომლის ზიანის შესახებაც მათთვის კარგად არის ცნობილი.

თუმცა, ეს სფერო იმდენად მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება, რომ  არსებული საკანონმდებლო ჩარჩოების გამო, მასში გარდამტეხი ცვლილებების შეტანა რთულ ამოცანას წარმოადგენს. ამ მხრივ, სწორი რეგულირების საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან უკანასკნელი წლების განმავლობაში თავად თამბაქოს, თუ სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მიერ მოხდა ისეთი პროდუქტების წარდგენა, რომლებიც ჩვეულებივ სიგარეტთან შედარებით ნაკლები რისკის შემცველია. ამ მხრივ რეგულირების პრაგმატული არჩევანი გააკეთეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და იაპონია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ ელექტროსიგარეტის მიერ გამოყოფილი ორთქლი 95%-ით უფრო ნაკლები მოცულობის მავნე ნივთიერებებს შეიცავს ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთში თამბაქოს ზიანის შესამცირებლად სახელმწიფო პოლიტიკა ელექტროსიგარეტების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებს ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრებს.

იაპონიაში კი ზიანის შემცირების პოლიტიკის შედეგად, ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვეულებრივ სიგარეტზე მოთხოვნა თითქმის 20%-ით შემცირდა, ეს კი ამერიკის სიმსივნის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამავე პერიოდში იაპონურ ბაზარზე გახურებადი თამბაქოს პროდუქტების არჩევანის არსებობას უკავშირდება. თუმცა, სწორედ იმის გამო, რომ ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე რეგულირებულია, ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკა ზიანის შემცირების ერთ-ერთ ალტერნატივად ახალი ტიპის პროდუქტებს არ განიხილავს.

ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის ექსპერტებისა და თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობით მეშვიდე გლობალური კონფერენცია GFN-ი გაიმართა. კონფერენციაზე კომპანია Philip Morris International-ის ვიცე-პრეზიდენტმა კომუნიკაციების დარგში, მოირა გილქრისტმა ისაუბრა იმ გარდაქმნის შესახებ, რომელიც ამჟამად PMI-ში მიმდინარეობს და რომლითაც კომპანია გეგმავს რომ ერთხელ და სამუდამოდ თქვას უარი ტრადიციულ სიგარეტზე.

მოირა გილქრისტი – PMI-ის გარდაქმნის შესახებ:

“შეუძლია თუ არა ლეოპარდს შეიცვალოს თავისი ლაქები? – ამ კითხვაზე პასუხი ნაგულისხმევია, რომ არის – არა, რომ არ შეუძლია ადამიანს თუ ორგანიზაციას შეცვალოს მისი თანდაყოლილი ბუნება. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მე ვცდებოდი. ალბათ არ არსებობს უკეთესი მაგალითი იმ ტრანსფორმაციისა, რომელსაც ჩვენ ამჟამად განვიცდით. მეცნიერებამ დაადასტურა, რომ დიახ, ლეოპარდს მართლაც შეუძლია საკუთარი ლაქების შეცვლა. ევოლუციური ბიოლოგია აჩვენებს, რომ დროთა განმავლობაში ლეოპარდები საკუთარ გარემოსთან ადაპტირდებიან. რისი თქმა შეიძლება თამბაქოს ინდუსტრიაზე? – შეუძლიათ თუ არა მათ საკუთარი მომხმარებლებისთვის ნაკლები ზიანის შემცველი პროდუქტების შეთავაზება? – ამჟამად მთელს ინდუსტრიაზე განზოგადებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ PMI-ში ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ სიგარეტთან შედარებით ბევრად ნაკლები ზიანის შემცველი ალტერნატივები.

ჩვენი მიზანი არის, რომ შევქმნათ მომავალი თამბაქოს კვამლის გარეშე. მომავალი, სადაც ყველა ზრდასრული მწეველი, რომელიც სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას გააგრძელებდა, მას ჩაანაცვლებს იმ პროდუქტებით, რომლებიც მეცნიერულად დადასტურებულად იქნება ბევრად ნაკლებად საზიანო, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარება. ჩვენ ამ განზრახვას ხშირად სკეპტიციზმით ხვდებიან. მეტიც, ნაკლები ზიანის შესახებ მეცნიერული მტკიცებულებების მიუღებლობა და განვითარების შეჩერება ალბათ ისევე ყველაზე მძიმედ აისახება იმ ადამიანებზე, რომლებიც კარგავენ შესაძლებლობას ჰქონდეთ წვდომა სიგარეტზე ნაკლებად საზიანო პროდუქტებთან.

დღეის მდგომარეობით, ჩვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები გვაქვს განხორციელებული. 10 წელზე მეტი დავუთმეთ პროდუქტების დეტალურ ანალიზსა და მეცნიერულ კვლევებს და ახლა, გვსურს ამ პერიოდის განმავლობაში მიღწეული შედეგები ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. არაწვადი თამბაქოს პროდუქტები უკანასკნელ პერიოდში ჩვენი მთლიანი შემოსავლის ყველაზე სწრაფად ზრდად სეგმენტად იქცა, სულ რაღაც 5 წლის წინ კი მისი წილი თითქმის 0% იყო. ჩვენ მიერ რესურსების რეალოკაციაც სწორედ ამ ტრაექტორიას მიყვება. დღეისთვის ჩვენი კომერციული დანახარჯების ⅔ და კვლევა ძიების (R&D) დანახარჯების უდიდესი ნაწილი სწორედ არაწვადი პროდუქტების პორტფელისკენ არის მიმართული. ამის შედეგად, 2020 წლის მარტის მდგომარეობით, 10.6-მა მილიონმა მომხმარებელმა თქვა უარი ტრადიციულ სიგარეტზე და ის გახურებადი თამბაქოს პროდუქტით ჩაანაცვლა. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ 2025 წლისთვის კიდევ 40 მილიონი მომხმარებელი, ადამიანი, რომელიც სხვა შემთხვევაში გააგრძელებდა ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას, უარს იტყვის სიგარეტზე და მას გახურებადი თამბაქოს პროდუქტით ჩაანაცვლებს.

ჩვენი ამბიციაა, რომ ამ პროგრესით შეგვიძლია მსოფლიოში სიგარეტის მოხმარების შემცირება იმაზე მეტად დავაჩქაროთ, ვიდრე ამის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა თამბაქოს კონტროლის ტრადიციული ზომებით. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამერიკის სიმსივნის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით უკვე ვხედავთ, რომ იაპონიაში სიგარეტის მოხმარების კლების დაჩქარებული ტემპი სწორედ გახურებადი თამბაქოს პროდუქტების გამოჩენის შემდეგ არის შესამჩნევი.

იდეალურ ვითარებაში საუბარი გვექნებოდა სწორედ იმაზე, თუ როგორ არის შესაძლებელი ამგვარი შედეგების სხვა ქვეყნებში განმეორება. თუმცა, რეალობაში, დისკუსია ამისგან ბევრად შორსაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამცველები ხშირად სრულ მიუღებლობას ამჟღავნებენ ზიანის შემცირების ამგვარი პოლიტიკის მიმართ და ეწინააღმდეგებიან იმ პროდუქტების დანერგვას, რომელთა მოხმარებისასაც კვამლი არ გამოიყოფა. ისინი საკუთარ პოზიციას თითქმის 20 წლის წინ მიღებული თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის 5.3 პარაგრაფით ამართლებენ, რომ “არსებობს ფუნდამენტური ინტერესთა კონფლიქტი საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის.”

როგორც მეცნიერი, ამას შემაშფოთებლად ვთვლი. 20 წლის განმავლობაში მსოფლიო განვითარდა, ასევე განვითარდა მეცნიერება და ტექნოლოგიაც, თუმცა კვლავ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ დიანახონ ეს აშკარა ფაქტი – ამით კი თამბაქოს მომხმარებლებში აღვივებენ გაურკვევლობას.

ამასთანც ქვეყნების მთავრობების მხრიდან შეინიშნება ინდიფერენტულობა იმასთან დაკავშირებით, რომ იყოს ზომიერი რეგულაციები ამ პროდუქტების მიმართ. ამის ნაცვლად, ზოგიერთ ქვეყანაში მწეველებს საერთოდ ართმევენ შესაძლებლობას მოიხმარონ ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით უკეთესი ალტერნატივები, რის გამოც, ისინი სიგარეტის მოხმარებას აგრძელებენ.

ეს კი კონფლიქტში მოდის მეცნიერულად დადასტურებულ მტკიცებულებებთან, მრავალი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებულ შეფასებასთან, რომ არაწვადი თამბაქოს პროდუქტებით შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესობისკენ წარიმართოს. თუმცა, ადრე თუ გვიან ალბათ შეუძლებელი გახდება ამ მტკიცებულებების უგულვებელყოფა. იმის მიუხედავად, რომ ეს პროდუქტები შედარებით ახალია და მათ შესახებ გრძელვადიანი კვლევები არ არსებობს, შესაძლებელია უკვე საუბარი ისეთ მაგალითებზე, როგორიცაა იაპონიის მაგალითი, სადაც გახურებადი თამბაქოს პროდუქტების მოხმარების ზრდასა და თამბაქოსთან დაკავშირებული ავადობების შემცირებასთან დაკავშირებით დადებით ურთიერთკავშირს ვხედავთ.

უფრო მეტი კვლევაა საჭირო, თუმცა არ შეიძლება იმ კვლევების იგნორირება, რაც უკვე არსებობს. ფაქტები ნათელია – სიგარეტთან შედარებით უკეთესი ალტერნატივები არსებობენ დღეს და ჩვენ მეტი ქმედება გვმართებს. სწორი რეგულაციების, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, მათ შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ქვეყნების უმეტესობამ მომდევნო 10-15 წელში სიგარეტზე სრულად თქვას უარი. ამასთანავე, რა თქმა უნდა გაგრძელდეს კამპანია, რომელიც მოქალაქეებს მოწევისგან თავის დანებებისკენ მოუწოდებს, თუმცა ვიით რომ წლების განმავლობაში ჩატარებული კამპანიების მიუხედავად, მწეველები სიგარეტის მოხმარებას კვლავ განაგრძობენ. მათთვის ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადასტურებული, ნაკლებად საზიანო ალტერნატივების შეთავაზება, ათობით მილიონ ადამიანს, მათ ვინც სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი სიგარეტის მოხმარებას განაგრძობდა, დაეხმარება გააკეთონ გონივრული არჩევანი,”- განაცხადა მოირა გილქრისტმა.

 

Previous Post

Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი და ევროკავშირის ბანკის მხარდაჭერა

Next Post

Transformation in Tobacco Industry

მაგდა დოლიძე

Next Post
Transformation in Tobacco Industry

Transformation in Tobacco Industry

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

MonsterWin Casino: Quick‑Hit Slots and Instant Wins for the Fast‑Paced Player

აგვისტო 4, 2026

EUcasino: Quick‑Play Slots und Live‑Action für schnelle Gewinne

აგვისტო 3, 2026

Pistolo Casino Review – Rychlé výhry a intenzivní hraní

აგვისტო 3, 2026

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Recent News

MonsterWin Casino: Quick‑Hit Slots and Instant Wins for the Fast‑Paced Player

აგვისტო 4, 2026

EUcasino: Quick‑Play Slots und Live‑Action für schnelle Gewinne

აგვისტო 3, 2026

Pistolo Casino Review – Rychlé výhry a intenzivní hraní

აგვისტო 3, 2026

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result