Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკისთვის მონაწილეების შერჩევა იწყება

by Davit Tsiramua
ივლისი 27, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკისთვის მონაწილეების შერჩევა იწყება
0
SHARES
0
VIEWS

ინოვაციური ტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენება დეზინფორმაციის კვლევის პროცესში – ბანაკი, რომელსაც ფორსეტი Zinc Network-თან პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით მასპინძლობს, სწორედ ამ თემას შეეხება. პროგრამის მიზანი მედიასა და აკადემიაში დეზინფორმაციის კვლევისა და გაშუქების ინოვაციური მეთოდების დანერგვაა. პროგრამის ფარგლებში წარმატებული ჟურნალისტები და სტუდენტები მიიღებენ გრანტს: 6000 ლარის ოდენობით.

პროგრამაზე რეგისტრაცია ღიაა გამოცდილი ჟურნალისტებისთვის და მედია და კვლევითი სტუდენტებისთვის, რომლებსაც დეზინფორმაციის კვლევა ან გამოძიება აინტერესებთ.

ბანაკის პირველ ეტაპზე გაიმართება ტრენინგებისა და ვორკშოპების სერია, სადაც მონაწილეები ისწავლიან დეზინფორმაციის კვლევის ინოვაციურ მეთოდებს სფეროს წამყვანი მკვლევრებისგან, გამომძიებლებისგან და დეზინფორმაციასთან ბრძოლის ტექნოლოგიურ ხელსაწყოებზე მომუშავე პირებისგან. ისინი აითვისებენ როგორც ღია წყაროებით გამოძიების, ასევე Social Listening-ით კვლევის თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

ბანაკის მეორე ეტაპზე, მონაწილეები, მენტორების დახმარებით, საგამოძიებო და კვლევითი მასალების შექმნაზე იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა რუსული კავშირები და საინფორმაციო ოპერაციები, ყალბი ამბები, ანტიდასავლური კამპანიები, დეზინფორმაციის კოორდინებული ქსელები და ა.შ. მასალებზე მუშაობის პარალელურად, მათ DataFest Tbilisi 2023-ზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ. მასალებზე მომუშავე მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი, გამარჯვებული ნაშრომების ავტორებისთვის კი – დამატებითი საგრანტო ფონდი.

პროგრამის ვადები: 4 სექტემბერი – 17 ნოემბერი

ჰონორარი: 870 ლარი

საგრანტო ფონდი გამარჯვებული ნაშრომებისთვის: 6000 ლარი

დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკის შესახებ:

ქართულ მედიასივრცეში დღითიდღე იზრდება დეზინფორმაციული და მანიპულაციური შინაარსის კონტენტი. შედეგად, იმატებს დეზინფორმაციასთან მებრძოლი ჟურნალისტების, მკვლევრებისა და აქტივისტების დატვირთვაც, რადგან მათი საქმიანობა, მეტ-ნაკლებად, კვლავ თეორიულ და ტრადიციულ მეთოდებს ეყრდნობა – ამ მეთოდების ეფექტიანობა კი თანდათანობით მცირდება, კონტენტის სიდიდიდან გამომდინარე.

უკანასკნელ წლებში, ქართული ტექნოლოგიური ქომიუნითის მიერ დეზინფორმაციის კვლევის, გამოძიებისა და გაშუქების არაერთი ინოვაციური ხელსაწყო შეიქმნა, რომლის მხარდამჭერი USAID-ის ინფორმაციის სანდოობის პროგრამა იყო. 

ეს ხელსაწყოები მნიშვნელოვნად ამარტივებს და აუმჯობესებს კვლევის პროცესს. ხელსაწყოებს უკვე წარმატებით იყენებენ დარგის წამყვანი სპეციალისტები კორუფციასთან, დეზინფორმაციასთან, პროპაგანდასთან და სხვა საინფორმაციო მანიპულაციებთან საბრძოლველად. პროგრამის “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბანაკი” მიზანიც სწორედ ამ პრაქტიკის გაცნობაა ჟურნალისტებისა და სტუდენტებისთვის.

9 აგვისტოს, 14:00-ზე ონლაინ ინფო-სესია გაიმართება, სადაც შეგეძლებათ მეტი შეიტყოთ ბანაკის შესახებ, მიიღოთ პრაქტიკული რჩევები და დასვათ კითხვები.

ბანაკში მონაწილეობისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება 27 აგვისტომდე. მონაწილეები აპლიკაციის საფუძველზე შეირჩევიან.

Previous Post

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მ ყაზახურ Kolesa Group-ში წილი შეიძინა

Next Post

ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება გამოაცხადეს | ისტორია

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება გამოაცხადეს | ისტორია

ნიგერში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება გამოაცხადეს | ისტორია

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026

Recent News

BetLabel Casino: Vincite Veloci e Azione Intensa per gli Appassionati di Rapid-Play

ივლისი 23, 2026

Sevenplay Casino: Quick Wins, Big Fun – Your Guide to Fast-Paced Slots & Live Action

ივლისი 23, 2026

JackTop Casino: Snel‑Gokspel voor de Sensatiezoeker

ივლისი 23, 2026

Boomerang Casino: Vincite Veloci Ovunque – La Tua Avventura con le Slot Mobile

ივლისი 23, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result