Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი დასრულდა

by Forbes.ge
July 10, 2025
in პოლიტიკა, სიახლეები, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
DemTech – დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი
0
SHARES
0
VIEWS

17-19 იანვარს თბილისში დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 100-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაგან, საბოლოოდ, 8 გუნდი შეიკრა.

3-დღიანი ჰაკათონის პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაეთმო. დამსწრეები და მონაწილეები გაეცნენ ფორმატს, წესებსა და განრიგს.

პირველ დღეს გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის სპიკერებიც იყვნენ აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლები, მოძრაობების დამფუძნებლები და DemTech პროდუქტების ავტორები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო აქტივიზმის, დემოკრატიის გამოწვევებზე და ტექნოლოგიების, ინდივიდუალური ძალისხმევის როლზე.

აუდიტორიის ჩართულობით დისკუსიას უძღვებოდნენ:

  • დოდი ხარხელი – მოდერატორი – ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი;
  • მაშო ლომაშვილი – Skhivi.com-ის თანადამფუძნებელი;
  • ანა ტოკლიკიშვილი – Vinivici-ის თანადამფუძნებელი, DemTech მეწარმეთა პროგრამის ალუმნი;
  • საბა ჯაჯანიძე – სინათლის მოძრაობის თანადამფუძნებელი;
  • ილია ღლონტი – „დაიტოვეს“ თანადამფუძნებელი.

ჰაკათონის მეორე დღეს აქტუალური სამოქალაქო გამოწვევების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს სპიკერებმა: 

  • ალექს ამირეჯიბი – Tbilisi Information Collective-ის ML ინჟინერი;
  • შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი.
დღე პირველი: გუნდებმა პროექტებსა და იდეებზე მენტორებთან ერთად იმუშავეს.

19 იანვარს, დემო დღეზე, გაიმართა კიდევ ერთი პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეებმაც მიმდინარე პროტესტის გამოწვევებზე ისაუბრეს, გუნდებმა კი გამოცდილ მენტორებსა და ექსპერტებთან ინტენსიური მუშაობის შემდეგ, პროდუქტის საბოლოო პროტოტიპები, პრეზენტაციასთან ერთად, დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარადგინეს.

ჟიურის წევრებმა გამოარჩიეს თინათინ ბოლოკაძის, როკო მწყერაშვილის, ლევან კოტოლაშვილისა და გიორგი ჭილაიას გუნდი პროექტით Tbilisi Loves EU. პროექტი ხალხმრავალი აქციების ერთ-ერთ პრობლემას, უინტერნეტობასა და შესაბამისად, ინტერნეტის შეწყვეტისას არასრულყოფილ კავშირს აგვარებს.

Tbilisi Loves EU ამისთვის იყენებს LAN Mesh Network-ის მოწყობილობებს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან და რადიოტალღურ სიგნალებს ქმნის.

სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ადამიანს შეუძლია დაუკავშირდეს Tbilisi Loves EU-ს ქსელს, რომელსაც მოწყობილობები რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნის. პროექტის ავტორების თანახმად, ეს იქნება დიდი, უსაფრთხო და დაცული ქსელი, რომელიც ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გავრცელებისთვის გამოიყენება.

Tbilisi Loves EU-ს გარდა, გუნდებმა ჟიურის წარუდგინეს შემდეგი პროექტებიც: „გაანათე“, „იწყება“, „ჩექერსი“, „კიარა“, „შენც გეხება“, Rebased AI და Mediagram-ი.

გამარჯვებული გუნდი პროექტით Tbilisi Loves EU.

თითოეულმა პარტნიორმა რჩეულ გუნდებს გრძელვადიან პრიზები, იდეების განხორციელებისა და იმპლემენტაციისთვის მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტი გადასცა:

  • Startup Büro: სტარტაპ ბიურო წლის განმავლობაში გამარჯვებულ გუნდებს მისცემს ხილვადობას სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში;
  • Axel: საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, პარტნიორებთან ერთად, შექმნის ჰაკათონის შედეგების იმპლემენტაციისთვის სატრენინგო პროგრამას, რომელშიც რჩეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. მათთან იმუშავებენ Axel-ის წევრი ანგელოზი ინვესტორები, რათა დაეხმარონ სწორი ბიზნეს მოდელების შექმნასა და პროდუქტის ბაზარზე დანერგვაში. პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიზიდონ ინვესტორებისგან ფინანსური მხარდაჭერაც. Axel-ის რჩეულ გუნდებს ჟიური გამოაცხადებს და მათ იანვრის ბოლომდე დაუკავშირდება დამატებითი ინფორმაციით;
  • Impact Hub Tbilisi: ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1 თვიანი ულიმიტო საწევრო Impact Hub Tbilisi-ში;
  • Forbes: რჩეული იდეისა და გუნდის წევრების შესახებ ვრცელი სტატია ჟურნალში და ტექ გადაწყვეტილების შემქმნელთა ნომინირება Forbes Under 30-ის სიაში, სოციალური ზეგავლენის კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ ჟიურის წევრებს შორის იყვნენ:

  • გიორგი აბრამიშვილი – Axel-ის წევრი ინვესტორი და Energy Solutions, Trading Solutions, Data Centers Solutions-ის მმართველი პარტნიორი;
  • ალექს ამირეჯიბი – Tbilisi Information Collective-ის ML ინჟინერი;
  • ნატო ჩაკვეტაძე – EU4Innovation East – Expertise France-ის ეროვნული კოორდინატორი;
  • შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი;
  • ანუკი რობაქიძე – Theneo-ს დამფუძნებელი;
  • ანი ახალკაცი – სამოქალაქო ჩართულობის ექსპერტი;
  • მიხეილ ჯანელიძე – Axel-ის წევრი და ანგელოზი ინვესტორი.
დღე მესამე: გუნდებმა ჟიურის წევრებს საკუთარი პრეზენტაციები წარუდგინეს.

გუნდებს იდეების ჩამოყალიბებაში კი ეხმარებოდნენ მენტორები: 

  • სალომე ჯოჯუა – 4S-ის დამფუძნებელი პარტნიორი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;
  • ნიკა აბრამიშვილი – Data Center Solutions-ის საოპერაციო დირექტორი;
  • ლალუ პატარაია – Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი;
  • ნიკა აბრამიშვილი – Data Center Solutions-ის საოპერაციო დირექტორი;
  • ბექა დალაქიშვილი – ტექ-ანტრეპრენიორი;
  • გიგა მირზიკაშვილი – Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი;
  • ელენე ბიბილეიშვილი – Hapttic-ის და Ad Summit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • ირაკლი მირზიკაშვილი – Ekimo Tech-ის აღმასრულებელი დირექტორი;
  • გიორგი ხაჩიძე – KLIPY-ის საოპერაციო დირექტორი;
  • გიორგი სიმონგულაშვილი – GEC Consulting-ისა და Axel-ის პარტნიორი;
  • გური ქოიავა – Forbes Georgia-ს გუნდის წევრი, Axel-ის და Startup Büro-ს თანადამფუძნებელი;
  • ჯაბა კიკვიძე – Global Sakartvelo-ს პრეზიდენტი და Axel-ის ანგელოზი ინვესტორი.

ცნობისთვის, DemTech ჰაკათონი მიზნად ისახავს ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად. ღონისძიება შექმნილია იმისთვის, რომ იდენტიფიცირდეს დემოკრატიის გამოწვევები, მოიძებნოს მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რაც საზოგადოებას სამოქალაქო თავისუფლების დაცვასა და გაძლიერებაში დაეხმარება.

დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი გაიმართა Startup Büro-ს, UNDER 30 • Forbes Georgia-ს, Axel-ისა და Impact Hub Tbilisi-ის პარტნიორობით. ღონისძიებას მასპინძლობდნენ კავკასიის უნივერსიტეტი და პუბლიკა.

ღონისძიებას მხარს უჭერდნენ: Forbes Under 30, კავკასიის უნივერსიტეტი, პუბლიკა, Loialte, Contractor, GEC Consulting.

Previous Post

ტრამპის ინაუგურაცია: რა თქვა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა?

Next Post

Tbilisi Loves EU – ინტერვიუ DemTech-ის გამარჯვებულ გუნდთან

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
Tbilisi Loves EU – ინტერვიუ DemTech-ის გამარჯვებულ გუნდთან

Tbilisi Loves EU - ინტერვიუ DemTech-ის გამარჯვებულ გუნდთან

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026

Recent News

Avia Masters Game: Quick Play Crash Thrills for the Modern Player

June 11, 2026

Casinia: Slot Quick‑Hit e Vincite Rapide per Sessioni Brevi

June 11, 2026

Bet On Red: Błyskawiczna akcja w kasynie dla nowoczesnego gracza

June 11, 2026

Chicken Road : Jeu de crash rapide pour des gains immédiats

June 11, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result