Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

DeepSeek VS. ChatGPT: როგორ ცვლის ჩინური AI გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარს

by Salo Papalashvili
January 31, 2025
in FORBES TECH, მსოფლიო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
DeepSeek VS. ChatGPT: როგორ ცვლის ჩინური AI გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარს
0
SHARES
0
VIEWS

საჯაროდ გაშვებიდან დაახლოებით ორ კვირაში ჩინელი მაგნატის მიერ შექმნილმა AI-ასისტენტმა შეერთებულ შტატებში iOS-ის App Store-ზე ყველაზე ხშირად გადმოწერილი უფასო აპლიკაციების სიაში პირველი ადგილი დაიკავა და ChatGPT-ის გადაუსწრო. შედარებით უცნობმა კომპანიამ დახვეწილი AI ასისტენტის შექმნა მოკლე ვადაში, კონკურენტებთან შედარებით ბევრად ნაკლები თანხით და ნაკლებად ძლიერი ჩიპის გამოყენებით შეძლო. ტექ-ლიდერები, ანალიტიკოსები, ინვესტორები და დეველოპერები ფიქრობენ, რომ აჟიოტაჟი გადაჭარბებული არაა და ჩინურ AI-ასისტენტს ნამდვილად შეუძლია თამაშის წესების შეცვლა.

DeepSeek 2023 წელს, ჰანგჭოუში დაარსებული სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს. ის ღია AI მოდელებს ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, R1-ის გაწვრთნაში ჩადებული ინვესტიცია $6 მილიონზე ნაკლები იყო, მის შექმნას კი დაახლოებით ორი თვე დასჭირდა. ChatGPT-ის მსგავსად, ჩინურ ასისტენტსაც შეუძლია შეასრულოს ისეთი ამოცანები, როგორიცაა კითხვებზე პასუხების გაცემა, კონტენტის მოფიქრება და ინფორმაციის შეგროვებასა და კვლევაში მომხმარებლების დახმარება. DeepSeek უფასოა და იმავე ხარისხის შედეგებს სთავაზობს მომხმარებლებს, რასაც ისინი ბევრად ძვირი მოდელებისგან იღებენ. 

DeepSeek-ის გავლენა საფონდო ბირჟაზე 

არსებულ კონკურენტებთან შედარებით მინიმალური დანახარჯებით AI-ის წარმოებამ კითხვები გაუჩინა OpenAI-სა და Microsoft-ს, რომელთაც  გამოძიება დაიწყეს, რათა დაადგინონ, მოიპოვა თუ არა ჩინურმა კონკურენტმა OpenAI-ის მონაცემებზე წვდომა არაავტორიზებული გზით.

DeepSeek-ის პოპულარობის ზრდამ საფონდო ბირჟაზე მკვეთრი რყევები გამოიწვია. მთავარი დარტყმა ნახევარგამტარების უმსხვილესმა მწარმოებელმა Nvidia-მ მიიღო. 27 იანვარს, სავაჭრო დღის დასასრულს, საფონდო ბირჟებზე, ამერიკული კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით დავარდა. შედეგად, ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდული $600 მილიარდით შემცირდა. 

მნიშვნელოვანია ის გავლენაც, რომელიც Nvidia-ს ფასების ვარდნას საფონდო ინდექსებზე ჰქონდა. ორშაბათის მდგომარეობით, S&P 500 1.5%-ით, ხოლო ტექნოლოგიური ფირმებით დატვირთული Nasdaq-ი 3.1%-ით დაეცა. ინდექსის ზარალის უმეტესი ნაწილი სწორედ Nvidia-სა და სხვა Big Tech კომპანიების შედეგებიდან გამომდინარეობდა. 

სილიკონ ველის ვენჩურისტმა კაპიტალისტმა და ტრამპის მრჩეველმა, მარკ ანდრისენმა DeepSeek-ის გამოჩენას “ხელოვნური ინტელექტის სპუტნიკის მომენტი” უწოდა, რითაც ეს მოვლენა 1957 წელს სსრკ-ს მიერ სატელიტის გაშვებას შეადარა. მაშინ აშშ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მეტოქე სახელმწიფოს მხრიდან ტექნოლოგიურ გარღვევას.

Deepseek R1 is AI’s Sputnik moment.

— Marc Andreessen 🇺🇸 (@pmarca) January 26, 2025

სწრაფი ვარდნის შემდეგ, Nvidia-ს აქციების ღირებულებამ 28 იანვრის რეგულარულ ვაჭრობაში 8.8%-იან ზრდას მიაღწია. აქციების ფასების ზრდის გავლენით, ჩიპების ამერიკული მწარმოებლის საბაზრო კაპიტალიზაციას $260 მილიარდი შეემატა და ორშაბათის $589-მილიარდიანი დანაკარგი 44%-ით აღიდგინა. 

ამერიკული Forbes-ის განმარტებით,  DeepSeek-ის გამოჩენამ AI-ის წარმოებაში თანხების გადახარჯვასთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩინელმა სპეციალისტებმა მოდელის განვითარებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება კოლაბორაციის დახმარებით შეძლეს — მოწინავე ჩიპებზე შეზღუდული წვდომის პირობებში მათ ერთმანეთს საკუთარი ნაშრომი გაუზიარეს და ისეთი მოდელები შექმნეს, რომელთაც არსებულ ასისტენტებზე გაცილებით ნაკლები გამოთვლითი რესურსები სჭირდებათ. 

რეალურად, ჩინეთის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტის არაერთი კომპანია ფუნქციონირებს და AI-ასისტენტების სიმრავლეც შეინიშნება. თუმცა DeepSeek პირველი ჩინური AI-ასისტენტი გახდა, რომლის პოპულარობამაც აშშ-ში ChatGPT-ის დომინაციას საფრთხე შეუქმნა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის აკრძალვა ჩინეთის AI-ინდუსტრიისთვის გამოწვევასთან ერთად შესაძლებლობაცაა.  

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი წლებია, გრძელდება. გლობალური დომინაციის მოსაპოვებლად სი ძინპინის გეგმა ტექნოლოგიურ სუპერსახელმწიფოდ გადაქცევას გულისხმობს. ამისათვის, მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა Big Tech-ში ინვესტიციებს ზრდის. South China Morning Post-ის ინფორმაციით, ჩინეთმა ახალი ხელოვნური ინტელექტის (AI) საინვესტიციო ფონდი შექმნა, რომლის საწყისი კაპიტალიც 60 მილიარდი იუანია (8.2 მილიარდი აშშ დოლარი). ჩინეთმა ფონდის შექმნა შეერთებული შტატების მიერ მოწინავე ნახევარგამტარების ექსპორტის გამკაცრებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა. 

რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის გაძლიერების შესაკავებლად? 

აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით სამომავლო გეგმები უკვე წარადგინა. ტრამპის ინფორმაციით, ამერიკული კომპანიები საერთო ინვესტიციას განახორციელებენ, რომლის მოცულობაც $500 მილიარდი იქნება. 

დონალდ ტრამპის თქმით, ერთობლივ კომპანიას, რომელსაც OpenAI, SoftBank-ი და Oracle-ი დააფუძნებენ, Stargate ერქმევა. ახლადშექმნილი კომპანია ახალ მონაცემთა ცენტრებს ააშენებს და 100,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. მონაცემთა ცენტრების ნაწილის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მთლიანობაში ინფრასტრუქტურა 20 მონაცემთა ცენტრს გააერთიანებს. არსებული ინფორმაციით, დამფუძნებელი კომპანიები $100 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას დაუყოვნებლივ განახორციელებენ. 

გეგმის რეალისტურობაში დარწმუნებული არაა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანი და აწ უკვე, ტრამპის მიერ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარდგენილი ილონ მასკი, რომელმაც პლატფორმა X-ის გამოყენებით ახალი პრეზიდენტის გეგმა ეჭვქვეშ დააყენა: “რეალურად ფული არ აქვთ. SoftBank-ს 10 მილიარდ დოლარზე ნაკლები აქვს უზრუნველყოფილი. ეს სანდო წყაროზე დაყრდნობით ვიცი“. 

მასკის განცხადებას OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა ირონიული კომენტარით უპასუხა: “მესმის, რომ ის, რაც ქვეყნისთვის კარგია, თქვენი კომპანიებისთვის ყოველთვის ოპტიმალური არ არის. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ თქვენს ახალ ამპლუაში ამერიკას წინ დააყენებთ“. 

OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის განცხადებით, პროექტში SoftBank-ს – ფინანსური პასუხისმგებლობა, OpenAI-ს კი — საოპერაციო პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

ალტმანსა და მასკს შორის არსებული დაპირისპირება ახალი ნამდვილად არაა. მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელიც ჰქონდა შეტანილი, რომელშიც კომპანიასა და მის აღმასრულებელ დირექტორს სემ ალტმანს სტარტაპის პირველადი მისიისაგან გადახვევაში ადანაშაულებდა. გასული წლის ნოემბერში, მასკმა OpenAI-ის წინააღმდეგ სარჩელი გააფართოვა და კომპანია Microsoft-თან ერთად, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზრის მონოპოლირების მცდელობაში დაადანაშაულა. 

რა გავლენა ექნება აშშ-ის AI-ამბიციებს ევროკავშირის გეგმებზე?

შესაძლოა, ტრამპის $500-მილიარდიანი ინვესტიციის ერთადერთი სამიზნე ჩინეთი არ იყოს. “ტრამპის $500-მილიარდიანი AI-გეგმა ევროპისთვის სახეში სილის გარტყმაა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Politico, რომელიც AI სფეროში ევროკავშირის ამბიციების „ჩრდილში მოქცევაზე“ ამახვილებს ყურადღებას. 

ევროკავშირს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით დიდი ამბიციები აქვს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აქტიურად საუბრობს რეგიონის პოტენციალზე, AI-ინოვაციების სფეროში ლიდერი გახდეს. ლაიენის გეგმა ფართომაშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ევროპას დაეხმარება, ტექნოლოგიური მიმართულებით აშშ-სა და ჩინეთს დაეწიოს. ამასთან ერთად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მომავალ თვეში, საფრანგეთში გასამართ AI გლობალურ სამიტზე დიდ იმედებს ამყარებს. Politico-ს შეფასებით, აშშ-ის მიზნები ევროკავშირის ამბიციურ გეგმებს საფრთხის ქვეშ აყენებს. 

ევროპის მცდელობას, აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დაეწიოს, ენერგეტიკული შეზღუდვებიც ეღობება წინ. მონაცემთა ცენტრების საოპერაციო საქმიანობა, განსაკუთრებით კი, თუ მათი მიზანი AI-ზე მუშაობაა, ენერგიის დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. უკრაინის ომის გავლენით ევროპაში ენერგიაზე ფასები იზრდება და ეს გავლენას გლობალურ ბაზარზე ევროპის კომპანიების კონკურენტუნარიანობაზეც ახდენს. 2024 წელს ევროკავშირში სამრეწველო ელექტროენერგიის საშუალო ფასები დაახლოებით ორ-ნახევარჯერ მაღალი იყო, ვიდრე შტატებში. 

რა შესაძლებლობას ქმნის ეს საქართველოსთვის? 

გლობალურ ბაზარზე არსებული ტექნოლოგიური კონკურენციიდან გამომდინარე, საინტერესოა, რა ადგილი შეიძლება დაიკავოს საქართველომ ახალ ტექნოლოგიურ ლანდშაფტში. ელექტროენერგიის დაბალი ფასისა და მწვანე ენერგიის ფართო რესურსების გამო, საქართველო მონაცემთა ცენტრების განსათავსებლად მიმზიდველი ადგილი შეიძლება იყოს. Data Center Solution-ის თანამდაფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი 2024 წელს საქართველოში ყველაზე დიდი დატაცენტრის გახსნაზე საუბრობდა, რომლის სიმძლავრეც საწყის ეტაპზე 10 მეგავატი იქნებოდა. აღნიშნული გეგმა ამ ეტაპზე შეჩერებულია. კონკრეტული მიზეზები არ გასაჯაროებულა. 

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოში მსგავსი პროექტების არარსებობას რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ქვეყანაში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებაა. არასტაბილური პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის სტატუსს საერთაშორისო ასპარეზზე ეჭვქვეშ აყენებს, რაც საქართველოში ინვესტიციების შემოდინებაზეც ახდენს გავლენას. ამას ემატება რიგი სანქციები, რომლებიც დასავლეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს დაუწესა. შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაცია საქართველოს ინვესტორებისთვის არასტაბილურ პარტნიორად აქცევს. ფაქტია, რომ ჩინეთის, აშშ-სა და ევროკავშირის AI- ბრძოლებში საქართველოს საკუთარი ნიშა ჯერ კიდევ საპოვნელი აქვს. 

Previous Post

ლომთაძის Kaspi.kz-მა თურქული Hepsiburada-ს შესყიდვის პროცედურა დაასრულა

Next Post

2024 წელს Tesla-ს მოგება 23%-ით შემცირდა

Salo Papalashvili

Next Post
Tesla-ს III კვარტალის შედეგები კომპანიის აქციათა ფასი 12%-ით გაიზარდა

2024 წელს Tesla-ს მოგება 23%-ით შემცირდა

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026

Recent News

Casinia Casino: Nopeat Play Slots & Korkean Intensiteetin Pelaaminen

June 13, 2026

Hugo Casino: Quick‑Hit Slots & Fast‑Track Wins for Short‑Session Players

June 13, 2026

Bet On Red Casino: Quick Wins and High‑Intensity Slots for Rapid Play

June 12, 2026

SupaBet Mobile Gaming: Quick Play, Big Wins

June 12, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result