Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დედამიწასთან ახლოს მოძრავი ორი ასტეროიდი 11.65 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლითონისგან შედგება

by იზა გვარამაძე
აპრილი 6, 2022
in მეცნიერება, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
დედამიწასთან ახლოს მოძრავი ორი ასტეროიდი 11.65 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლითონისგან შედგება
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე არიზონის უნივერსიტეტსა და პლანეტოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერების განცხადებით, დედამიწასთან ახლოს მოძრავი ორი ასტეროიდი 11.65 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ლითონით, მათ შორის: რკინით, ნიკელითა და კობალტით არის მდიდარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენს პლანეტაზე გაცილებით მეტ ზემოხსენებულ მეტალს შეიცავენ. სპეციალისტების ერთობლივი ნაშრომი, რომელშიც ობიექტებზე დაკვირვებისა და მათი შესწავლის შედეგებზეა საუბარი, გამოცემა The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები 1986 DA-სა და 2016 ED85-ის სახელწოდებით ცნობილ ასტეროიდებს სპექტრული ანალიზის მეთოდის გამოყენებით დააკვირდნენ. მათ ამაში ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) კუთვნილი ინფრაწითელი ტელესკოპი, IRTF დაეხმარა. ეს ხელსაწყო ჰავაიში მდებარე მაუნა-კეას ობსერვატორიაშია განლაგებული. სპეციალისტებმა ტელესკოპის მეშვეობით ასტეროიდებიდან მომავალი ელექტრომაგნიტური გამოსხივება შეისწავლეს და შედეგად დაადგინეს, რომ 1986 DA-სა და 2016 ED85-ის შემადგენლობაში 85% რკინასა და ნიკელზე, 15% კი სილიკატებზე მოდის.

მკვლევართა ვარაუდით, უახლოეს მომავალში შესაძლოა, მსგავსი ასტეროიდებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვების მიზნით იქ მისიების განხორციელება აქტიურად დაიწყოს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ არიზონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა წარადგინეს როვერი, რომელსაც მომავალში მთვარეზე მყოფი კოლონისტები ციურ სხეულზე გათხრების წარმოებისთვის და  მის წიაღში რესურსების მოსაძიებლად გამოიყენებენ. არ გამორიცხავენ, რომ სწორედ ასეთი აპარატების დახმარებით მოხდეს დედამიწასთან ახლოს მდებარე ასტეროიდებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვება.

მეცნიერებმა მსგავსი მისიების განსახორციელებლად რამდენიმე კანდიდატი უკვე შეარჩიეს. მათ შორისაა ასტეროიდი 16 Psyche, რომელიც, სპეციალისტების ვარაუდით, დაახლოებით 700 კვინტილიონი აშშ დოლარის ღირებულების მატერიალურ რესურსს შეიცავს. ისიც უნდა ითქვას, რომ ობიექტი დედამიწისგან ზემოხსენებულ ასტეროიდებზე მოშორებით გადაადგილდება, ამიტომ სპექტრული ანალიზის მეთოდის გამოყენებით მისი შესწავლა ამ დროისთვის ვერ ხერხდება. ასტეროიდის გამოსაკვლევად და მისი შემადგენლობის ზუსტად  განსაზღვრისთვის NASA მისიის განხორციელებას აპირებს. როგორც ცნობილია, აშშ-ის კოსმოსური სააგენტო 16 Psyche-სკენ ხომალდს მომავალ წელს გაუშვებს. გეგმის მიხედვით, აპარატი დანიშნულების ადგილამდე 2026 წელს მიაღწევს. ის ასტეროიდს 21 თვის განმავლობაში დააკვირდება და შეისწავლის.

Previous Post

გაეროს მდივანი: კოვიდვაქცინების არათანაბარი განაწილება ამორალური და ბრიყვულია

Next Post

ირლანდიამ  დაბალი გადასახადების პოლიტიკა დათმო და გლობალურ მინიმალური საგადასახადო განაკვეთის შეთანხმებას შეუერთდა

იზა გვარამაძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Что делает особенным https://druglink-darknet.com

ივლისი 29, 2026

Всё, что нужно знать о Кракен маркет: магазин компьютерной техники

ივლისი 29, 2026

Топ особенностей Kraken Onion: безопасность и функционал маркетплейса

ივლისი 29, 2026

Анализ kraken зеркала: актуальные решения для доступа

ივლისი 29, 2026

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result