Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა თიბისი კონცეპტში

by Forbes.ge
მაისი 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
დავით სულაქველიძის ფოტოგამოფენა თიბისი კონცეპტში
0
SHARES
0
VIEWS

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, „ქოლგა თბილისი ფოტო 2023″-ის ფარგლებში, 13 მაისიდან მასპინძლობს ფოტოგრაფ დავით სულაქველიძის (1952- 2019) ფოტოგამოფენას „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები“.

გამოფენაზე „როგორ დავიმახსოვროთ 80-იანები” წარმოდგენილი ფოტოები ასახავს ოთხმოციანი წლების ისტორიას. ფოტოები გვიყვება როგორ იშლებოდა საბჭოთა კავშირი, რა ხდებოდა ეპოქის დასასრულს საქართველოში. დავით სულაქველიძე ამ პროცესის უშუალო მონაწილე იყო და ფოტო ფირზე აფიქსირებდა მის გარშემო მიმდინარე ყოველდღიურობას. დღეისთვის წარმოდგენილი ფოტოები საქართველოს უახლესი ისტორიის თხრობა და ამავე დროს ერთი ადამიანის ცხოვრების თანმდევი მოვლენებისთვის თვალის გადევნებაა.

დავით სულაქველიძე დაიბადა თბილისში, 1952 წელს. ფოტოგრაფი განსხვავებული სფეროში ერთდროულად მუშაობდა, მეგობრობდა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან – მეცნიერება, კინო, თეატრი, ვიზუალური ხელოვნება, როკმუსიკა, სპორტი… და ისე გამოვიდა, რომ 70-80-იანი წლების თბილისის ცხოვრების სხვადასხვა მხარეებს სიღრმისეულად, როგორც ამ სფეროს წარმომადგენელი ისე ასახავდა. მისი ფოტოები კარგად აჩვენებს მისწრაფებას თავისუფლებისკენ, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებს, რაც უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოვლინდა საზოგადოებაში.

დავით სულაქველიძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, მუშაობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში. იგი იყო ფოტოგრაფთა ჯგუფის „თვალსაზრისი“ აქტიური წევრი მხატვრული ფოტოგრაფიის მიმართულებით. 1970 იანი წლებიდან გატაცებული იყო როკით, თავისუფლებასთან ასოცირებული, საბჭოთა კავშირში აკრძალული მუსიკით. უკრავდა არაოფიციალურ კონცერტებზე ვალერი კოჩაროვთან, დათო ფოფხაძესთნ და სხვა მუსიკოსებთან ერთად. ასევე, ადრეული პერიოდიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა კარატეს კულტურის და საქართველოს კარატეს ფედერაციის ჩამოყალიბებაში, 1988 წლიდან კი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შექმნაში. ამავე დროს იყო პროფესიონალი მსაჯი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავით სულაქველიძე გრაფიკულ დიზაინს გაეცნო და ერთ-ერთ პირველ კერძო სტამბაში Calamus graphics studio დაიწყო მუშაობა.

დავით სულაქველიძის მრავალმხრივი მოღვაწეობის სფეროები, ინტერესები, მის ფოტო-არქივს უნიკალურ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან მას მიეცა შესაძლებლობა, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროების უშუალო მონაწილეს შიგნიდან დაეფიქსირებინა მოვლენები. S

გამოფენის კურატორები არიან გურამ წიბახაშვილი, მარიამ წიქარიძე, ნიკა დუმბაძე
გამოფენის ხანგრძლივობა: 13 მაისი – 20 ივნისი, 2023
გახსნა: 13 მაისი, 17:00 საათი

Previous Post

უკრაინამ ისრაელში დამზადებული მრავალფუნქციური რადარები მიიღო

Next Post

„რენესანსის“ ტურნემ ბიონსეს შესაძლოა $2 მილიარდზე მეტი გამოამუშავებინოს

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
„რენესანსის“ ტურნემ ბიონსეს შესაძლოა $2 მილიარდზე მეტი გამოამუშავებინოს

„რენესანსის“ ტურნემ ბიონსეს შესაძლოა $2 მილიარდზე მეტი გამოამუშავებინოს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026

Recent News

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Revolution Casino: Emozioni di Quick Spin per Giocatori Veloci

ივლისი 30, 2026

Roobet Casino: Slots rápidas, impulsadas por Crypto para Ganancias Rápidas

ივლისი 30, 2026

Ricky Casino – Quick Wins and Intense Slot Action

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result