Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

დასახლება თბილისის მწვანე გულში

by Davit Tsiramua
June 10, 2024
in ბიზნესი, ბიზნესი, ინდუსტრია, ინვესტიციები, ინტერვიუ, კომპანიები, მენეჯერები, საქართველო, ყველა სიახლე
0
დასახლება თბილისის მწვანე გულში
0
SHARES
0
VIEWS

წავკისში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კერძო საცხოვრებელი უბანი TSAVKISI HILLS-ი შენდება. დასახლება, რომელიც თბილისის ცენტრიდან 10 წუთის გზაზეა, მთლიანობაში 4 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. პროექტის კონცეფციაზე, უპირატესობებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე TSAVKISI HILLS-ის მფლობელი, მაგომედ მალსაგოვი გვესაუბრა.

რა იყო Tsavkisi Hills-ის პროექტზე მუშაობისას ინსპირაცია? მოგვიყევით მის კონცეფციაზე.

Tsavkisi Hills-ი არის დეველოპერული პროექტი თბილისის მწვანე გულში, წავკისის პრესტიჟულ არეალში, სადაც საქართველოს ბუნების ხელუხლებელი სილამაზეა შემონახული. ის თავისუფლების მოედნიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა, 4 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და მიწის 43 ინდივიდუალური ნაკვეთისგან შედგება, რომელთა ფართობი 600-დან 1200 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. პროექტის კონცეპტუალური უპირატესობაა, რომ იქ ცხოვრებით შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ურბანული აურზაური, თუმცა, ამავდროულად, დიდი ქალაქისთვის დამახასიათებელი კომფორტით დატკბეთ.

წავკისის ტერიტორიაზე არჩევანის შეჩერებამდე, ჩვენ, როგორც ინვესტორებმა, საქართველოში მიწების ფართო მონიტორინგი ჩავატარეთ. გუნდისთვის პრიორიტეტი იყო ისეთი ადგილის პოვნა, რომელიც გარემოსდაცვითი კუთხით საუკეთესო ინდიკატორებს გამოავლენდა, ამასთანავე, ქალაქის ცენტრთან რაც შეიძლება ახლოს იქნებოდა. კვლევითი სააგენტო Colliers-ის ინფორმაციით, რომელსაც მიწის შერჩევის პროცესში დასახმარებლად მივმართეთ, წავკისი ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ტერიტორიაა.

მტვრის დონე აქ 7-ჯერ დაბალია ქალაქის საშუალო მაჩვენებელზე, ასევე ნახშირბადის მონოქსიდის დონე 30-ჯერ, აზოტის ოქსიდის (ავტომობილების გამონაბოლქვის ერთ- -ერთი მთავარი კომპონენტი) 6-ჯერ, გოგირდის დიოქსიდის კი 5-ჯერ დაბალი. როდესაც ეკოლოგიურობაზე ვსაუბრობთ, უნდა ვახსენოთ, რომ წავკისი, ნიადაგისა და წყლის მაღალი ხარისხის გამო, საუკუნეების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო სფეროს პროგრესულობით იყო განთქმული. სწორედ აქედან მიეწოდებოდა თბილისის ცენტრს ყველაზე ახალი პროდუქტები: ყველი, რძე და ხორცი.

იმის გათვალისწინებით, რომ, როგორც ბიზნესის დამფუძნებლები, ამ დასახლებაში ცხოვრებას ოჯახებთან და შვილებთან ერთად უახლოეს ათწლეულებში ჩვენც ვგეგმავთ, ყველა გარემოსდაცვით კვლევას განსაკუთრებული ყურადღებით ვეკიდებით.

რატომ გადაწყვიტეთ კონკრეტულად თბილისში ინვესტირება?

დღეს საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია მთელ რეგიონში. ქვეყანა ცნობილია თავისი აქტიური, ამასთანავე სტაბილური განვითარებით, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უძრავი ქონების ინვესტორმა, საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, უძრავი ქონების პრემიუმ-სეგმენტის გაფართოების უზარმაზარი პოტენციალი დავინახე. ტრადიციულად, ინვესტორების მზერა ბათუმისკენაა მიმართული, მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ის სეზონზე დამოკიდებული საკურორტო ქალაქია. დღეს ბათუმში მშენებლობების ქაოსურობამ უამრავი პროექტის განხორციელებას შეუშალა ხელი, ქალაქში ძალიან დიდი კონკურენციაა, ზოგიერთი ქონება კი აუთვისებელი დარჩა.

ყველა ამ ფაქტორმა იმოქმედა გადაწყვეტილებაზე, ინვესტიცია თბილისში განგვეხორციელებინა. თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ყველა ძირითადი სამთავრობო, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა ფუნქციების მქონე დაწესებულების კონცენტრაციის ადგილი. აქ ბევრი უნივერსიტეტია, როგორც სახელმწიფო, ისე საერთაშორისო. ეს არის ქალაქი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში აქტიურია და ყოველ ათწლეულში ადამიანთა სულ უფრო მრავალფეროვან ნაკადს იზიდავს.

რატომ უნდა შეაჩერონ არჩევანი Tsavkisi Hills-ზე?

ჩვენი შეფასებით, წავკისი საქართველოში უძრავი პრემიუმ-ქონების ახალი სახე გახდება და განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას შეინარჩუნებს. აუცილებელია აღინიშნოს, რომ აქ მშენებლობისთვის ნებართვის მიღება ძალიან რთულია. რეგიონში რამდენიმე შეზღუდვაა და ყველა დეველოპერი, ვინც ამ ტერიტორიაზე მშენებლობას განიხილავს, ყოველი ეტაპის დამტკიცების რთულ და ხანგრძლივ პროცესს გადის. როგორც პრემიუმ-პროექტი, ჩვენ მივესალმებით ამგვარ ყურადღებას. რეგიონზე ასეთი აქცენტი იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია წავკისის ხელუხლებელი ლანდშაფტისა და ეკოლოგიური მთლიანობის მაღალი დონის შენარჩუნებით.

ბუნებრივია, წლების განმავლობაში დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორია კიდევ უფრო განვითარდება და უძრავი ქონების ახალი პროექტებითა და ინფრასტრუქტურით შეივსება. ჩვენი შეფასებით, წავკისის ტერიტორიას მოგებიანობის კუთხით უზარმაზარი პოტენციალი აქვს; ამჟამად ის ზრდის საწყის ეტაპზეა.

ამ არეალში ინვესტირება წააგავს მე-19 საუკუნის დასაწყისში, ყველაზე ჭკვიანი ინვესტორების ნაბიჯს, რომლებმაც ფული ნიუ-იორკში, სოჰოს მიწებში ჩადეს – იცით, თუ რა მდიდრები არიან დღეს ისინი.

რეგიონის ფინანსურ მიმზიდველობაზე ასევე შეიძლება ვიმსჯელოთ სხვა დეველოპერების ინვესტიციების მოცულობით – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტერიტორიამ 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოიზიდა.

Tsavkisi Hills-ში ნაკვეთის შეძენა არა მხოლოდ უზრუნველყოფს საკუთრებას პრესტიჟულ დეველოპმენტში, არამედ გპირდებათ სოლიდურ ფინანსურ სარგებელს. ამ ეტაპზე ინვესტორებს შეუძლიათ 12%-იანი გარანტირებული წლიური სარგებლის მოლოდინი ჰქონდეთ. ინვესტიციების მსგავსი მოგებიანობა Tsavkisi Hills-ის პროექტის მძლავრი ზრდის პოტენციალსა და ფინანსურ სტაბილურობაზე მიანიშნებს.

რას სთავაზობს Tsavkisi Hills-ი პოტენციურ მყიდველებს?

პრემიუმ-ხარისხის ცხოვრების კონცეფცია დღეს კიდევ უფრო იხვეწება, მაშინ როცა წარსულში ადამიანებს მხოლოდ სერვისებისა და საქონლის სარგებლის გარეშე მოხმარება აინტერესებდათ, ეს სეგმენტი ახლა ცხოვრების ხარისხზეა ორიენტირებული, რაც გამოიხატება ჯანმრთელობაზე, დროზე, კეთილდღეობასა და ეკოლოგიაზე ფოკუსირებაში.

ვცდილობთ, Tsavkisi Hills-ში მყიდველებმა სრულად განახორციელონ თავიანთი ოცნებები, გათავისუფლდნენ ორგანიზაციული საკითხების გადაჭრასა და მშენებლობაზე ფიქრისგან. მაგალითად, ამის მისაღწევად მათ ვთავაზობთ, საკუთარი სახლის მშენებლობა მთლიანად ჩვენს კონტრაქტორთა გუნდს მიანდონ.

რა გამოარჩევს Tsavkisi Hills-ს საქართველოში განხორციელებული სხვა მსგავსი პროექტებისგან?

Tsavkisi Hills-ში მიწის შეძენის ერთ-ერთი უპირატესობა, გარდა იმისა, რომ ყველა ნაკვეთიდან თბილისზე შთამბეჭდავი პანორამული ხედი იშლება, არის ის, რომ გუნდმა უკვე მოაგვარა ყველა ბიუროკრატიული საკითხი. პროექტს მოპოვებული აქვს სამშენებლო ნებართვები და არასასოფლო-სამეურნეო სტატუსი. სხვათა შორის, თუ მიწისთვის დამოუკიდებლად ცდილობთ არასასოფლო-სამეურნეო სტატუსის მოპოვებას, ამ საკითხის მოგვარებას შეიძლება ხუთ წლამდე დრო დასჭირდეს.

პროექტის უნიკალური მახასიათებელია 45 მეტრის სხვაობა უმაღლესიდან ყველაზე დაბალ წერტილამდე. ამის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ Tsavkisi Hills-ში თითოეულ სახლს ექნება თვალწარმტაცი ხედი ქალაქზე, რომელიც სხვა შენობებით არ დაიჩრდილება. ეს ნიშნავს, რომ ამ დასახლების ყველა ბინადარი გაიღვიძებს და დაიძინებს თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობების: სატელევიზიო ანძის, მთაწმინდისა და თბილისის ზღვის ხედის ყურებით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ტერიტორიის ინფრასტრუქტურაზე: სახლებს შორის გამოყოფილია გზების ზონა და საცალფეხო ბილიკები. გზები 9 მეტრი სიგანისაა – იდეალურია კომფორტული ოჯახური სეირნობისთვის, ხოლო საცალფეხო ხეივანი თითქმის 1 კილომეტრია სიგრძეში. გარდა ამისა, შიდა ტერიტორიასა და გარე პერიმეტრზე 1000-ზე მეტი ხე და სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგვება. მიწის ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში, მყიდველებს თანამედროვე ღობეებსა და ჭიშკარს ვთავაზობთ. თუკი მყიდველი ნაკვეთს განიხილავს მხოლოდ საინვესტიციოდ და არა მშენებლობისთვის, გარანტიას ვაძლევთ, რომ დასახლება ერთ წელიწადში 12%- იან მოგებას მოუტანს და ეს რიცხვი ხუთი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზრდება.

2026 წლის შემოდგომისთვის ვგეგმავთ სპა-ცენტრის მშენებლობის დასრულებას, რომელიც მომხმარებლებს თბილისისთვის უნიკალურ სერვისებს შესთავაზებს. გარდა ამისა, ჩვენს კომპლექსში იქნება მყუდრო კაფე მრავალფეროვანი მენიუთი, რომელიც ყველა ვიზიტორის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ბავშვიანი ოჯახებისთვის მოეწყობა თანამედროვე სათამაშო მოედანი და კომფორტული დასასვენებელი სივრცე, სადაც დატვირთული დღის შემდეგ მშვიდი ატმოსფეროთი დატკბობა და განტვირთვა იქნება შესაძლებელი.

რა ეტაპზეა ამჟამად პროექტი და როგორია მისი დასრულების ვადები?

2024 წლის მაისის მდგომარეობით, Tsavkisi Hills-ი ძალიან აქტიურად ვითარდება. მიმდინარე წლის თებერვალში გაყიდვების დაწყების შემდეგ, ჩვენ არსებული ნაკვეთების 25% გავყიდეთ, რაც პროექტის მიმართ დიდ ინტერესზე მეტყველებს.

დავასრულეთ გზის მშენებლობის პროექტი, რაც ერთ- -ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი იყო, რადგან ამან საშუალება მოგვცა, იდეალური სამშენებლო პირობები შეგვექმნა. მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიცაა გაზსადენების მოწყობა და გზების მოპირკეთება, მარტისთვის დასრულდა.

ამჟამად ღობეებს ვაშენებთ და ელექტროინფრასტრუქტურას ვაწყობთ. რეალურად, განრიგს დაახლოებით ერთი წლით ვუსწრებთ, რაც ადასტურებს ჩვენი გუნდის ერთგულებას Tsavkisi Hills-ის წარმატებულობისთვის.

დაბოლოს, ადამიანთა რა კონკრეტულ საჭიროებებსა და მოლოდინს ითვალისწინებთ პროექტის განხორციელებისას?

ძალიან ვაფასებთ პროექტისადმი პოტენციური მყიდველების ინტერესს და ვხედავთ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს საქართველოში პრემიუმ-დეველოპმენტის გაფართოებისთვის.

თუ ყურადღებას გავამახვილებთ Tsavkisi Hills-ით დაინტერესებულთა სეგმენტზე, პირველ რიგში, ის მოიცავს მყიდველებს, რომლებიც ეძებენ მდიდრულ საცხოვრებელს ქალაქის ეკოლოგიურად სუფთა და თვალწარმტაც არეალში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აფასებენ კომფორტს და ზრუნავენ იმ ადგილის ეკოლოგიურ დონეზე, სადაც იცხოვრებენ და შვილებს გაზრდიან. ჩვენი კლიენტები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ოჯახის ღირებულებები ღრმად არის ინტეგრირებული ჩვენი ბრენდის დნმ-ში. ამიტომ ყველაფერში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყურადღება გამახვილებულია ოჯახის თითოეული წევრის კომფორტზე.

ადამიანთა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ჯგუფს, ვინც მიწის ნაკვეთებს ყიდულობს, წარმოადგენენ ინვესტორები, რომლებიც თბილისში მაღალი ღირებულებისა და ფასის ზრდის პოტენციალის მქონე უძრავი პრემიუმ-ქონებით არიან დაინტერესებულნი.

აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ამავე ტერიტორიაზე ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. კონცეპტუალურად ეს იქნება ახალი დასახლება Tsavkisi Hills-ისთვის დამახასიათებელი კონფიდენციალურობით. აქვე, მნიშვნელოვანია დავამატოთ, რომ Tsavkisi Hills-ი არ არის მხოლოდ დეველოპერული პროექტი; ჩვენ ნამდვილად ვისწრაფვით, შევქმნათ განსხვავებული საზოგადოება, რომელშიც ამ ტერიტორიის ყველა მობინადრე შეძლებს თაობების განმავლობაში ცხოვრებას თბილისის ამ თვალწარმტაც, მწვანე გულში.

Previous Post

რუსეთმა აფრიკელი სტუდენტები უკრაინაში საბრძოლველად იძულებით გაგზავნა

Next Post

არნოლდ შვარცენეგერის ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
არნოლდ შვარცენეგერის ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა

არნოლდ შვარცენეგერის ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result