Subscribe
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
  • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
  • Forbes Life
  • მოსაზრება
  • რუბრიკები
  • პროექტები
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • გამოცემები
Home ყველა სიახლე ეკონომიკა

Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი

by გიორგი თოლორდავა
March 27, 2023
in ეკონომიკა, მსოფლიო, ფინანსები, ყველა სიახლე
0
Credit Suisse-ის აღსასრული და UBS-ის მომავალი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გასული კვირა შვეიცარიის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი იყო, მთავრობის წარმომადგენლებს, მარეგულირებლებსა და კანონმდებლებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციით საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ. მათ ქვეყნის უმსხვილეს ბანკს, UBS-ს ფაქტობრივად გაკოტრებული კონკურენტის, Credit Suisse-ის ყიდვა აიძულეს.

გარიგების მოცულობა 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის Credit Suisse-ის აქტივებს, პორტფელსა და ვალდებულებებს მოიცავს. ამ ორი კომპანიის შერწყმის შედეგად, შვეიცარია ერთ გიგანტურ საბანკო ორგანიზაციას მიიღებს, რომლის აქტივების მოცულობა 2 ტრილიონ დოლარ მიაღწევს.

სანამ UBS-ის მომავალზე ვისაუბრებდეთ, უნდა გავიხსენოთ, თუ რამ მიიყვანა Credit Suisse-ი ფაქტობრივ კოლაფსამდე. 166-წლიანი ისტორიის მქონე ბანკის კრახი არაერთი მიზეზითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად Credit Suisse-ის მენეჯმენტს და სამოქმედო სტრატეგიას უკავშირდება.

რეალურად, Credit Suisse-ის პრობლემები სათავეს საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს, წლების განმავლობაში შვეიცარიული ბანკი არაერთ საერთაშორისო სკანდალში იყო გახვეული, იქნებოდა ეს ფულის გათეთრების შემთხვევები, მოსყიდვები, რეგულაციების უხეში დარღვევები თუ კლიენტების აქტივების არასათანადოდ განკარგვის შემთხვევები.

Credit Suisse-მა ზეობის მწვერვალს 2007 წელს მიაღწია, როდესაც საფონდო ბირჟაზე ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 88 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ Credit Suisse-ის დაღმასვლის ისტორია იწყება, რომელმაც წელს კულმინაციურ წერტილს მიაღწია, რასაც ყველაზე კარგად მისი $3.2-მილიარდიანი კაპიტალიზაცია გამოხატავს, რაც ვარდნის 97%-იანი მაჩვენებელია.

შვეიცარიული ბანკის კაპიტალიზაციის მკვეთრი შემცირება რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გლობალური საინვესტიციო ბანკების მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პრაქტიკის დასრულებას უკავშირდება. 2005-2008 წლებში Credit Suisse-ი 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდების ტრეიდინგში იყო ჩართული, 2008 წლის კრიზისის გამო კი აღნიშნული პრაქტიკით მიღებული ზარალის მოცულობამ 3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გარდა ფინანსური ზარალისა, Credit Suisse-ის წინააღმდეგ არაერთ ქვეყანაში დაიწყო გამოძიება, რომელთაგან რამდენიმე დღემდეც კი გრძელდება. 2008 წლის კრიზისს მალევე მოჰყვა ბაზელის კონვენციის მიერ ახალი საერთაშორისო მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, რომელმაც ყველა მსხვილს საინვესტიციო ბანკს მნიშვნელოვნად გაურთულა საქმიანობა, განსაკუთრებით კი Credit Suisse-ს, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა უკანონობის ზღვარს მიღმა.

2022 წელს ბანკი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკითა და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით იყო განპირობებული.

პანდემიის დასაძლევად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთების პრაქტიკულად განულების გადაწყვეტილება მიიღეს. იაფ ფულზე წვდომამ კი სესხებზე მოთხოვნის ზრდას და ვენჩერული კაპიტალის გააქტიურებას შეუწყო ხელი. უპრეცედენტოდ მსუბუქმა მონეტარულმა პოლიტიკამ კი, თავის მხრივ, ინფლაციის დონის ზრდა გამოიწვია. მოგეხსენებათ, ცენტრალური ბანკების მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ინფლაცია კი მთავარი მტერია, რომლის წინააღმდეგაც ცენტრალური ბანკები მონეტარული პოლიტიკით იბრძვიან.

რეკორდულად მაღალი ინფლაციის დასაძლევად მსოფლიოს მასშტაბით საპროცენტო განაკვეთები არნახული ტემპით გაიზარდა, მაგალითად, FED-მა განაკვეთი 5%-მდე გაზარდა; ევროპისა და ინგლისის ცენტრალურმა ბანკებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს.

კომერციული თუ საინვესტიციო ბანკებისთვის ყველაზე მტკივნეული სწორედ ასეთი მკვეთრი ცვლილებებია, რასთანაც ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება, ინფლაციასთან შეუპოვრად მებრძოლ FED-ს კი საბანკო სექტორისთვის ამოსუნთქვის საშუალება თითქმის ორი წელის განმავლობაში არ მიუცია, ამ ყველაფერმა კი იმ მძიმე რეალობამდე მიგვიყვანა, რომელსაც ახლა ვხედავთ. იაფიდან ძალიან ძვირ ფულზე სწრაფად გადასვლამ არასათანადოდ მომზადებული ბანკები, მათ შორის, Credit Suisse-იც კოლაფსამდე მიიყვანა.

2022 წელი Credit Suisse-მა $8-მილიარდიანი ზარალით დაასრულა, რაც გაუარესებული საოპერაციო შემოსავლებით და კომპანიის ახალი მენეჯმენტის „რადიკალური რესტრუქტურიზაციის“ სტრატეგიით იყო განპირობებული. საქმე ისაა, რომ გასულ წელს კომპანიას სათავეში ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ულრიხ კორნერი ჩაუდგა, რომელიც გეგმავდა, რომ შვეიცარიული ბანკის ძირითადი პროფილი შეეცვალა.

რესტრუქტურიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიამ არაერთი სასამართლო დავის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც Credit Suisse-ს $1 მილიარდამდე ჯარიმების გადახდა დაეკისრა. გარდა ამისა, Credit Suisse-მა აშშ-ში აქტივების მართვის დეპარტამენტის გაყიდვის და ქვეყნის ბაზრიდან გასვლას გადაწყვეტილებაც მიიღო.

კორნერის განმარტებით, Credit Suisse-ის საინვესტიციო პორტფელში მაქსიმალურად უნდა შემცირებულიყო მაღალრისკიანი აქტივებისა და კრედიტების რაოდენობა, გარდა ამისა, ძირითად ბანკს უნდა გამოყოფოდა დამოუკიდებელი საინვესტიციო ბანკი, რომლის სახელწოდება CS First Boston იქნებოდა და ის საფონდო ბირჟაზე ცალკე დაილისტებოდა.

რესტრუქტურიზაციის სტრატეგია ინვესტორებმა და კლიენტებმა ნეგატიურად მიიღეს, რაზეც არაერთი ფაქტორი მიუთითებს. ნახევარ წელიწადში კლიენტებმა Credit Suisse-დან თითქმის 100 მილიარდი დოლარის აქტივები გაიტანეს და ანგარიშების მნიშვნელოვანი ნაწილი სამუდამოდ დახურეს.

გარდა ამისა, კომპანიის უმსხვილესმა ინვესტორმა Harris Associates Capital-მა კომპანიის 10%-იანი წილი სრულად გაყიდა. ფონდის წარმომადგენლობის განმარტებით, გაზრდილი განაკვეთების ფონზე, დასავლური საფინანსო ორგანიზაციები და კომერციული ბანკები რეკორდული მოგების გენერირებას ახერხებენ, Credit Suisse-ი კი ზარალზე გადის, რაც კომპანიაში ინვესტიციის შენარჩუნებას არარაციონალურ ქმედებად აქცევს.

ვითარება განსაკუთრებით გაამწვავა საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის Credit Suisse-ს დამატებითი კაპიტალით არ დაეხმარებოდა და ბანკს თავად მოუწევდა ფინანსურ პრობლემებთან გამკლავება.

ამ ყველაფრის ფონზე, Credit Suisse-ი ლიკვიდობის კრიზისისა და გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდა, ფინანსური კრიზისის თავიდან ასარიდებლად და მსხვილი ბანკის გადასარჩენად კი შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა $54-მილიარდიანი შეღავათიანი სესხიც გამოყო, თუმცა Credit Suisse-ის გადასარჩენად ესეც ვერ აღმოჩნდა საკმარისი.

ნდობადაკარგული და რეპუტაციაშელახული ბანკის გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო, ამიტომაც ქვეყნის მთავრობა იძულებული გახდა, დახმარების თხოვნით UBS-ისთვის მიემართა. სავარაუდოდ, ზემოაღნიშნულ 3.2 მილიარდ დოლარს თავად შვეიცარიის მთავრობა გადაიხდის, რადგან გარიგების წარმატებით დასრულების მიზნით, ცენტრალური ბანკი UBS-ზე $108-მილიარდიან სესხს გასცემს, თანხა კი Credit Suisse-ის ვალდებულებების დაფარვას და ახალი ბანკის რესტრუქტურიზაციას უნდა მოხმარდეს.

გარდა იმისა, რომ შვეიცარიის საბანკო-საფინანსო სისტემა რთული ვითარებაშია, ქვეყანაში კიდევ ერთი პრობლემა ჩნდება, რომელიც UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმის შედეგად წარმოქმნილი ახალი კომპანია იქნება, რომლის კონტროლ ქვეშ არსებული აქტივების მოცულობა ქვეყნის ეკონომიკაზე ორჯერ დიდი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ბანკის გადარჩენას ვეღარც შვეიცარიის მთავრობა შეძლებს, ქვეყანა კი ნამდვილი ფინანსური არმაგედონის წინაშე აღმოჩნდება.

ექსპერტების შეფასებით, ამ ბანკების შერწყმა ქვეყნის ბაზარზე აბსოლუტური მონოპოლიის შექმნას გამოიწვევს, რომლის გამართულად ფუნქციონირებაზე შვეიცარიის მომავალი პირდაპირ იქნება დამოკიდებული, ისევე როგორც ეს Aramco-სა და საუდის არაბეთის შემთხვევაშია.

Previous Post

რას ფიქრობს ბილ გეიტსი ხელოვნურ ინტელექტზე?

Next Post

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

გიორგი თოლორდავა

Next Post
თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია

April 12, 2024

Game of Thrones spending just as long making fewer episodes

November 1, 2025

With 150 million daily active users, Instagram Stories is launching ads

November 2, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

March 17, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

HEADER TEXT

  • Button
  • Button
  • Button
  • Button

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result