Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

CREATIVITY MEETS TECH: 20 ივნისს Forbes Georgia ექსკლუზიურ ღონისძიებას გამართავს

by Kakhi Chakvetadze
ივნისი 20, 2025
in ბიზნესი, ეკონომიკა, პარტნიორის კონტენტი, პრესრელიზი, საქართველო, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
0
CREATIVITY MEETS TECH: 20 ივნისს Forbes Georgia ექსკლუზიურ ღონისძიებას გამართავს
0
SHARES
0
VIEWS

20 ივნისს,  Stamba Hotel Rooftop-ის სივრცეში, Forbes Georgia წარმოგიდგენთ შეზღუდული დასწრების ღონისძიებას CREATIVITY MEETS TECH. შეხვედრა  Global Tech Weekend-ის ფარგლებში წარიმართება და შეკრებს გლობალურ ლიდერებს ტექნოლოგიების, მედიის, ინვესტიციებისა და გასართობი ინდუსტრიებიდან.

ღონისძიების მიზანია დააკავშიროს სხვადასხვა სფეროს ლიდერები – ისინი, ვინც ცვლიან გლობალურ კულტურას ეკრანებით, კოდით და კაპიტალით. 

ღონისძიების იდეასა და კონცეფციაზე საუბრისას, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი, შოთა დიღმელაშვილი აღნიშნავს:

„ტექნოლოგიები მხოლოდ ცხოვრების წესს არ ცვლიან. ისინი ცვლიან იმას, როგორ ვყვებით ამბავს, როგორ ვუკავშირდებით ერთმანეთს, როგორ ვხელმძღვანელობთ საქმეს. Forbes Georgia-ში ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ ციფრული და ტექნოლოგიური ხედვის დაპრიორიტეტება, არა მარტო საგამომცემლო საქმეში, არამედ იმაშიც, როგორ ვაკავშირებთ ადამიანებს, იდეებსა და ინდუსტრიებს. ჩვენ გვინდა არა ტენდენციებს აყოლა, არამედ რეგიონის მომავლის დღის წესრიგის შექმნა. Creativity Meets Tech ამ ხედვის გაგრძელებაა – როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე“.

Creativity Meets Tech-ზე მოხვედრა შესაძლებელია ⁠Investor Pass-ით, რომელიც ასევე გაძლევთ წვდომას GTWT 2025-ის მთავარ ღონისძიებაზე, დახურულ Pre და After წვეულებებზე, ინვესტორთა სივრცეებზე და მაღალი დონის სტუმრებთან შეხვედრის შესაძლებლობაზე. ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ.

ღონისძიების სპონსორები არიან: BAG, NS Studio, Project X, Schuchmann.


ღონისძიების განრიგი:
  • 19:00 – Networking და მიღება;
  • 20:00 – Superstar Panel: ხედვები ინოვაციაზე და ტექნოლოგიაზე;
  • 20:20 – Ask Me Anything: კითხვა-პასუხის სესია ინვესტორებთან.

ვის იხილავთ პანელურ დისკუსიაზე?


ჰელენ ჰუანი | Enrich Fiscal Fitness-ის დამფუძნებელი

ჰელენ ჰუანს ქალების ფინანსური თავდაჯერებულობის ამაღლების მისიაში მედიისა და ლიდერობის ათწლოვანი გამოცდილება შემოაქვს. ის საზოგადოებაზე ფოკუსირებული მრავალი ინიციატივის შემქმნელია, მიღებული აქვს მონაწილეობა 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგებებში და პიონერია ფინანსური წიგნიერების ღონისძიებების, რომლებიც ქალებს ეხმარება, იცხოვრონ უფრო შინაარსიანი და ღირებულებებზე ორიენტირებული ცხოვრებით.


ტომო მორივაკი | Hyperkinetic Studios-ს დიზაინის დირექტორი

ტომო მირავკს ისტორიაში ყველაზე საკულტო თამაშების შექმნაში მიუღია მონაწილეობა. 20+ წლიანი ინდუსტრიული გამოცდილებით, მას უმუშავია იმგვარ თამაშებზე, როგორებიცაა Call of Duty, Spider-Man, Medal of Honor, SOCOM: U.S. Navy SEALs, The Saboteur და ბევრ სხვა პროექტზე – AAA ბლოკბასტერებიდან დაწყებული ინოვაციური ინდი გამოცდილებებით დამთავრებული. მისი დიზაინის ფილოსოფია აერთიანებს ღრმა ნარატივს ინტუიციურ გეიმპლეისთან და ქმნის ისტორიებს, რომლებსაც მოთამაშეები შეიგრძნობენ. Hyperkinetic-ში ის ხელმძღვანელობს გუნდებს, რომლებიც ქმნიან ინტერაქციული თხრობის მომავალს თამაშებში, XR-სა და ციფრულ სამყაროში.

 


დენ ჰერმანი | ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორი, სტრატეგიული მრჩეველი და დოკუმენტური ფილმების პროდიუსერი

ინოვაციების პოლიტიკური ეკონომიკის დოქტორის ხარისხითა და მთავრობების, გლობალური ორგანიზაციებისა და სტარტაპების მრჩევლობის ორ ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, დენს აკადემიური გამჭრიახობისა და სამყაროზე რეალური გავლენის მოხდენის უნარი აქვს. ოს იკვლევს ტექნოლოგიას, კულტურასა და გეოპოლიტიკას დოკუმენტური თხრობის საშუალებით (მისი ბოლო ფილმი The New North არქტიკის მომავლის კვლევის მცდელობაა) და გვეხმარება სწრაფად განვითარებადი სამყაროს გამოწვევებისა და შესაძლებლობების გაშიფვრაში.

 


მოდერატორი: თენგიზ მესხი | Conceptdigital-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი

დიდ ბრიტანეთში დაბადებული და გაზრდილი თენგიზ მესხი არის Forbes Georgia Under 30-ის პროექტის გამარჯვებული ტექნოლოგიების კატეგორიაში და კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის კურსდამთავრებული, მისი კარიერული გამოცდილება კი საქართველოს ბანკსა და Digital Mckinsey-ს აერთიანებს. ამჟამად თავადვე დაფუძნებული სტარტაპის, Conceptdigital-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორია.

 

 


Superstar Panel-ის შემდეგ, გაიმართება კითხვა-პასუხის სესია Ask Me Anything ინვესტორებსა და ეკოსისტემების შემქმნელებთან. სპიკერები იქნებიან:

  • ისრაელ პონსი – Pitch to the World / CCG Labs-ის თანადამფუძნებელი;
  • ბიბი უიკმენი – PlayCap Investments-ის დამფუძნებელი;
  • მარსელ დრიჯე – EBAN-ის საბჭოს წევრი.

ცნობისთვის, რეგიონის ერთ-ერთი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Global Tech Weekend-ი 20-22 ივნისს, თბილისში გაიმართება და სამი დღის განმავლობაში ათასობით ადამიანს მოუყრის თავს.

ღონისძიების პროგრამა მოიცავს თემებს: ხელოვნური ინტელექტი, ფინტექი, გეიმინგი, WEB3, აგროტექნოლოგიები, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერსპორტი და სხვა. 

ფესტივალის სამი დღიდან ორი პარტნიორების ორგანიზებულ Side Event-ებს მიეძღვნება, ხოლო ერთი სრული დღე მთავარ კონფერენციას დაეთმობა. Forbes Georgia-სთან ერთად Side Event-ებს გამართავენ: Startup Büro, Ad Summit x Hapttic, Political Tech Summit, D-Block, Axel – Georgian Business Angel Network, Tbilisi AI Meetups, Commschool.

GTWT-ის სრული პროგრამა და ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: თბილისი ტექნოლოგიების ეპიცენტრი ხდება – Global Tech Weekend Tbilisi 2025 ახლოვდება.

მსგავსი მასალები:

  • Forbes Georgia Kickoff 2025!
  • Forbes Georgia 2025 წლის ქალთა კონფერენცია – გაიცანით Women In Tech პანელის მონაწილეები
  • Forbes Georgia Banking Conference 2025 — საბანკო სექტორზე ფოკუსირებული ღონისძიება 21 მაისს გაიმართება
  • რა ხდებოდა Forbes Georgia Banking Conference 2025-ზე
Tags: შოთა დიღმელაშვილი
Previous Post

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind-ი ვორკშოპს „ფინტექის მომავალი AI-ის ეპოქაში“ გამართავს

Next Post

CREATIVITY MEETS TECH: Forbes Georgia to Host Exclusive Event on June 20

Kakhi Chakvetadze

Next Post
CREATIVITY MEETS TECH: Forbes Georgia to Host Exclusive Event on June 20

CREATIVITY MEETS TECH: Forbes Georgia to Host Exclusive Event on June 20

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result