Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

COVID19-ის მოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნესსექტორზე

by Davit Tsiramua
აპრილი 1, 2021
in საქართველო, სიახლეები, ქართულად, ყველა სიახლე
0
COVID19-ის მოსალოდნელი ზეგავლენა ბიზნესსექტორზე
0
SHARES
0
VIEWS

პოსტკრიზისულ პერიოდში, COVID-19- ის მიერ გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის ფონზე, მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესის აღდგენის მოლოდინები და ტემპები. 30 მარტს „თიბისი კაპიტალმა“ მაკროსექტორული მიმოხილვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ბიზნესსფეროზე პანდემიის მოსალოდნელი გავლენები მიმოიხილა.

ვაქცინაციის პროცესთან ერთად, მეტად დაზარალებულ ინდუსტრიებში აქციების ფასების დინამიკა აღდგენის პროცესზე მიუთითებს. აქციების ფასები კრიზისამდელ მაჩვენებელს დაუახლოვდა, მაგალითად, ავიაციის, ნავთობის/გაზისა და კომერციული უძრავი ქონების სექტორებში. თუმცა სავარაუდო სცენარის მიხედვით, საბოლოო ჯამში, სექტორების უმეტესობა კრიზისამდელ პოზიციას 2022 წლისთვის დაუბრუნდება.

ამ ზოგადი მოლოდინის მიუხედავად, მაგალითად, სასტუმროების ბიზნესში 2019 წლის მაჩვენებლებთან დაბრუნება მხოლოდ 2023 წლისთვის ივარაუდება. მოსალოდნელია, რომ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე გამძაფრებული კონკურენციის პარალელურად, სასტუმროების ფასების აღდგენას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წელს სასტუმროების საშუალო დატვირთულობის მაჩვენებელი კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 60%-ით ნაკლები იქნება. მიუხედავად ამისა, 2021 წლის პირველივე კვარტალში, ფრენების აღდგენის პარალელურად, სასტუმროების ფაქტობრივი დატვირთულობის მაჩვენებლის ზრდის ტენდენცია თებერვალ-მარტის შუალედში უკვე შეინიშნება.

2020 წელთან შედარებით ცვლილებები უძრავი ქონების ბაზარზეც ხდება. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში, როგორც ახალ, ასევე ძველ ბინებზე, მოთხოვნის გარკვეული გაუმჯობესება თვალსაჩინოა. ქირა შემცირებას განაგრძობს. თებერვლის მონაცემებით, აშშ დოლარში გამოხატული ქირის შემცირებამ 26.4% შეადგინა. ამავე პერიოდში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასებმა 5.4% -ით იკლო. ქირის მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, რეგიონის დედაქალაქებთან შედარებით, თბილისში ქირის შემოსავლიანობა კვლავ მაღალი რჩება, რაც უძრავი ქონების საინვესტიციო ღირებულების მიმზიდველობაზე მიუთითებს. თბილისთან შედარებით კი ბათუმში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, რაც დიდწილად არარეზიდენტების მხრიდან საინვესტიციო მოთხოვნის კლებას უკავშირდება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში შედარებით სწრაფი აღდგენის ტემპი თბილისში, ბათუმისგან განსხვავებით, მეტადაა მოსალოდნელი. იპოთეკურ სესხებზე მოთხოვნის ეტაპობრივი გაჯანსაღება, გზავნილის ძლიერი ზრდის ტემპი, გაუმჯობესებული სამომხმარებლო განწყობები და საინვესტიციო მოთხოვნის ნორმალიზება სექტორის აღდგენის პროცესს მეტად შეუწყობს ხელს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კურსის გაზრდილი მერყეობა მოკლევადიან პერიოდში რისკს მაინც წარმოადგენს.

რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას, აქაც, მობილობის აღდგენასთან ერთად, გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. 2020 წელს ბრუნვის შემცირება ძირითადად იჯარის განაკვეთის შემცირებით იყო განპირობებული. საოფისე ფართებში შემოსავლების შედარებით ნაკლები ვარდნა დაფიქსირდა. ამასთან, ვინაიდან დასაქმებულთა მნიშვნელოვანი წილი დისტანციურად მუშაობას არჩევს, ეს საოფისე ფართებზე მომდევნო წლებშიც ნაკლებ მოთხოვნას განაპირობებს. ამის პარალელურად, სასაწყობო მეურნეობები კრიზისით შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ და ძირითადად მაღალ დატვირთულობის მაჩვენებელთან ერთად, იჯარის ფასებიც მაღალ დონეზე შეინარჩუნეს.

შეზღუდვების პირობებში, მკვეთრი ვარდნა ფიქსირდებოდა ტანსაცმლის, ავეჯისა და ელექტრონიკის გაყიდვებშიც. ამასთან, ელექტრონიკის გაყიდვები მეტად მდგრადი აღმოჩნდა, შედარებით ძლიერი მოთხოვნის და ელ-კომერციის ეფექტიანად მართვის ფონზე. ელექტრონიკისა და ავეჯის გაყიდვები მოსალოდნელია, 2019 წლის დონეს 2021 წელს დაუბრუნდეს. ამასთან, ტანსაცმელსა და აქსესუარებში აღდგენა შედარებით გვიან მოხდება სექტორის ტურიზმზე მეტი დამოკიდებულების გამო. გაყიდვებში ელ-კომერციის წილის მკვეთრი ზრდის შემდგომ 2021 წელს ნორმალიზაციაა მოსალოდნელი. ამასთან, გამართული ონლაინსერვისები კრიზისულ ეპიზოდებში სექტორის მოთამაშეებს კონკურენტულ უპირატესობას მისცემს.

Previous Post

PwC-ში დასაქმებულები სამუშაო საათებისა და ადგილის განსაზღვრას თავად შეძლებენ

Next Post

მსოფლიო ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და UNWTO-ს მიერ გაანგარიშებული მოსალოდნელი შედეგები

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
Tourist Arrivals Down 87% in January 2021 as  UNWTO calls for Stronger Coordination to Restart  Tourism

მსოფლიო ტურიზმის მიმდინარე ტენდენციები და UNWTO-ს მიერ გაანგარიშებული მოსალოდნელი შედეგები

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result