Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

COVID-19, ანტიგლობალიზმის საყმაწვილო სენი მსოფლიოში და საქართველო

by მაგდა დოლიძე
February 28, 2021
in მოსაზრება
0
COVID-19, ანტიგლობალიზმის საყმაწვილო სენი მსოფლიოში და საქართველო
0
SHARES
0
VIEWS

კორონავირუსმა მსოფლიო, ეკონომიკურ რომანტიზმში გადააგდო. აქვე მინდა ვთქვა ის, რასაც ბოლოში ამბობენ ხოლმე: გადაივლის.

ვირუსის დარტყმამ გლობალური ბაზრის უნიკალური შედეგებიც კი დააყენა ეჭვქვეშ. გულუბრყვილო ავტარქიულობის იდეები გაჩნდა თვით მსოფლიო ლიდერი ქვეყნების ხელმძღვანელების გამონათქვამებში. მეორე-მესამე ეშელონებიც არაფერს აკლებენ ეკონომიკურ თეორიებს ეგზოტიკური აზრებით გამდიდრებაში. ეკონომიკური თეორიების სიღრმეებში რომ არ შევიდეთ, მარტივი, თვალნათელი მაგალითებით მინდა ავხსნა საყოველთაო შიშის ფაქტორით გაჩენილი იდეების არასერიოზულობა.

− დასავლეთი ჩინეთს გაუბრაზდა და ბიზნესის უკან დაბრუნება გადაწყვიტა;

კი მაგრამ, ვინ გადაწყვიტა ეს? მთავრობებმა? როგორ დააძალებენ მთავრობები ამას თავისუფალ მეწარმეებს და როგორ აპირებენ ზარალის კომპენსირებას? სუბსიდირებით? სასაცილოა. ტიტანური მასშტაბებია. ამას ვერავინ შეძლებს.

− საოცრება მომხდარა, დასავლეთის ქვეყნები თურმე საკუთარ ქვეყნებში პირბადეებსაც კი არ კერავდნენ და მსოფლიო პირბადეების წარმოების 80 პროცენტი ჩინეთზე მოდის.

რატომ უნდა აწარმოონ, თუ იქ იაფად და ხარისხიანად აწარმოებენ და შენ დაზოგილი რესურსით სხვა რამის გაკეთება შეგიძლია ნაკლები დანახარჯებით?

− ამერიკაში მოხმარებული ანტიბიოტიკების უმეტესობა ჩინეთში არის დამზადებული. დროზე უნდა მივხედოთ საქმეს.

მერე ვინ გაძალებდა იქ წარმოებას ან რატომ არ მიეცი ფული ფარმაცევტულ კომპანიებს, ადგილზე დარჩენილიყვნენ და ჩინეთში არ გაქცეულიყვნენ, იქ იაფი მუშახელიაო. გააიაფე მერე ამერიკაში. არ გამოვა. ჯერ ერთი, არ აგირჩევენ, მეორეც, ეს შეუძლებელია. რას უნდა ველოდოთ?! ჩინეთში აიფონის ქარხნების დახურვას და ამერიკაში (იქნებ საქართველოში) გადმოტანას? იტალიური მოდის ინდუსტრიის უკან დაბრუნებას? ლუი ვიტონის ჩანთების საფრანგეთში შეკერვას თუ მეტალურგიული და ქიმიური გიგანტების (ე.წ. ჭუჭყიანი წარმოების) უკან შემობრუნებას? ამ უკანასკნელზე იტყვიან არაო, სჯობია სხვისი ბუნება გაანადგუროს, ვიდრე ჩვენიო. გასაგებია. აი, პირბადეების საქმე კი ადვილია, ატრიალე საკერავი მანქანა, ოღონდ ნედლეული ჩინური უნდა იყოს, ბევრად იაფია. პირბადეებს ხომ არ დაასუბსიდირებს ამერიკა, სირცხვილია, ბოლო-ბოლო, საქართველო ხომ არაა.

რადგან საქართველო ვახსენეთ, მოდი, ახლად გაჩენილი ქართული გულუბრყვილო ოპტიმიზმის მაგალითიც მოვიყვანოთ: პოსტკორონავირუსული პერიოდი, თუ ჭკუით მოვიქცევით, დიდ სიკეთეებს მოგვიტანსო. ჩინეთის თავისუფალი ეკონომიკური ზონები, რომლებიც 40 წლის განმავლობაში შენდებოდა, რომ დაინგრევა, ანტიგლობალიზმი რომ იზეიმებს და “სამამულო ეკონომიკების“ აღორძინების ხანა დაგვიდგება, მზად უნდა დავხვდეთ, მისი ნამსხვრევები ზუსტად ჩვენ დაგვეცემა თავზეო, ანუ ჩვენი პირბადე და ჩვენი ჩაფხუტი გვჭირდება, რომ ამ ნამსხვრევებმა ტკივილი კი არა, სიხარული მოგვგვაროსო.

კარგი, კორონას საკადრისად გავეცით პასუხი, სამამულო მზადყოფნის რეჟიმზე გადავდივართ, მაგრამ ხვალ რომ გვალვა დაეცეს თავს კანადას, ამერიკას, რუსეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ავსტრალიას, უკრაინას – ხორბლის დიდ ექსპორტიორებს – რა ქნას მსოფლიომ? ყველას შეუძლია მარცვლეულის წარმოება, ოღონდ ძვირი უჯდება, მაგრამ რაღაცაზე (კარგზე) უნდა თქვას უარი (ვენახზე, მაგალითად) და ხორბალზე გადაერთოს. ესეც საკადრისი პასუხი გლობალისტებს. ისე, ამ კორონავირუსის დროს კომიკური აჟიოტაჟის მომსწრენიც გავხდით – სრულიად უმიზეზოდ შეიქმნა ცივილიზებულ ქვეყნებში ტუალეტის ქაღალდის დეფიციტი. ვინაა დამნაშავე? ჩინეთი, რა თქმა უნდა, ამ საქონლის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში. მაგრამ არც სხვა ქვეყნები არიან ნაკლებად დამნაშავეები: გერმანია, იაპონია, პოლონეთი, იტალია – ასევე ყველაზე დიდი ექსპორტიორები ჩინეთთან ერთად. ლამის ნახევარ მსოფლიოს ამარაგებენ. ისწავლიან ჭკუას სხვები. ის რა ქვეყანაა, ვისაც საკუთარი ტუალეტის ქაღალდი ვერ უწარმოებია. კარგი, პირბადეში შეგეშალა – მეოთხედ საუკუნეში ერთხელ თუ შემოგიტევს პანდემია, მაგრამ ყოველდღიური მოხმარების საქონელზე მოთხოვნა როგორ ვერ უნდა გათვალო ამოდენა მთავრობამ? მარაგები მაინც შეგექმნა, ესეც ძვირად ღირებული სასუნთქი აპარატები ხომ არაა?

− სასუნთქი აპარატების მარაგები ვერ შექმნა საზიზღარმა კაპიტალიზმმაო.

კი მაგრამ, ხვალ რაღაც სხვა რამე რომ მოხდეს დედამიწაზე (ოზონის ხვრელი რომ გაფართოვდეს), სადაა რადიაციისაგან დამცავი სკაფანდრები? მერე რა, რომ მისი მარაგების შექმნა დღეს სხვა ბევრ სიკეთეს დაგვაკლებდა. თადარიგი ხომ დაჭერილი გვექნებოდა, თუნდაც ოზონის ხვრელის სახიფათოდ გადიდების ალბათობა უახლოეს ას წელიწადში მილიონთან ერთი იყოს? ისე, ასი წლის შემდეგ, იქნებ ის სკაფანდრი სულაც არ გახდეს საჭირო და შუბლში ჩამონტაჟებული მიკროჩიპები დაგვიცავენ რადიაციისაგან? ისევ ჩვენს ბედკრულ დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ – თავისუფალ ვაჭრობას და გლობალურ ეკონომიკას ვერავინ შეცვლის.

ის, რაც სხვაგან იაფად იწარმოება, უნდა იყიდო და რაც შენ კარგად გამოგდის, უნდა გაყიდო, ადამ სმიტის მადლმან. ჩვენი მთავრობა იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს. ხელსაყრელი გარემოს შექმნით და ინვესტიციების მოზიდვით კი არა, მისი “მხარდაჭერით“. მთავრობის “დახმარებით” ვირუსიანობის პერიოდში (და მის შემდეგაც) იმპორტჩამნაცვლებელი ეკონომიკის “წახალისება“ უაზრობაა. თუ შაქრის ან ასანთის ქარხანა არ მუშაობდა მშვიდ დროს, რომელი ეკონომიკური კანონით უნდა ამუშავდეს მაშინ, როცა მთელი მსოფლიო კრიზისშია? მთავრობა წაეხმარება? იქნებ სხვა სფეროს ჯობია, რომ წაეხმაროს? არ ჯობია. უბრალოდ, რიტორიკული კითხვაა.

საქართველოს, როგორც ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას, სჭირდება ექსპორტზე ორიენტირებული, ვალუტის შემომტანი, კონკურენტუნარიანი წარმოება და არა ჩაკეტილი, მხოლოდ შიდა მომხმარებელზე გათვლილი, მთავრობის მიერ სასათბურე, შეღავათიან პირობებში გამოზრდილი ბიზნესი. თუ კონკურენტული იქნება და მთავრობის გარეშეც ჩაანაცვლებს იმპორტს, ამას რა სჯობია (როგორც კვერცხის წარმოებისას მოხდა, როცა, მაღალი საბაჟო ტარიფების პირობებშიც კი, ქვეყანაში რეალიზებული კვერცხის 80 პროცენტი თურქეთიდან იყო შემოტანილი, ახლა კი, ღია საზღვრის პირობებში ასი პროცენტით ქართულია). ეკონომიკური რევიზიონიზმი ჩნდება კრიზისების დროს.

ზემოთ მოყვანილი შეხედულებები ძალიან დააზარალებს იმ ქვეყნებს, ვინც მართლა დაიჯერებს მათ მართებულობას. თუმცა არც ამის მჯერა. ზემოთ ხომ ვთქვი, გადაივლის-მეთქი. კრიზისებმა ახალი ხედვებისა და ენერგიის მიცემაც იცის. თავისუფალი ბაზარი არა მხოლოდ მატერიალურ თუ არამატერიალურ საქონელს აწარმოებს, არამედ იდეებსაც. პრინციპში, იდეებიც საქონელია. კარჩაკეტილობის იდეები ჩაწოლილი საქონელია. არ გაიყიდება ოცდამეერთე საუკუნეში.

Previous Post

არჩილ გაჩეჩილაძის ხელფასის 50% COVID-19-ის ნეგატიური გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება

Next Post

ინვესტორებს არამხოლოდ “საქართველოს ბანკის“, არამედ მთლიანად საქართველოს ნდობა აქვთ – გაჩეჩილაძე

მაგდა დოლიძე

Next Post
ინვესტორებს არამხოლოდ “საქართველოს ბანკის“, არამედ მთლიანად საქართველოს ნდობა აქვთ – გაჩეჩილაძე

ინვესტორებს არამხოლოდ "საქართველოს ბანკის“, არამედ მთლიანად საქართველოს ნდობა აქვთ – გაჩეჩილაძე

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result