Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჩინურ-ქართული ფლირტი

by Davit Tsiramua
March 25, 2024
in ეკონომიკა, ეკონომიკა, მოსაზრება, ოპედი, პოლიტიკა, საქართველო, ყველა სიახლე
0
ჩინურ-ქართული ფლირტი
0
SHARES
0
VIEWS

სი­ნო-­ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სულ უფრო მჭიდრო ხდება და ეკონომიკურ ფარგლებს სცდება, თუმცა ეკონომიკური ურთიერთობის მასშტაბი არაერთგვაროვნად იცვლება. ამგვარ ურთიერთობებს შორის ძირითადი – საერთაშორისო ვაჭრობაა, რაც მოიცავს როგორც ორ ქვეყანას შორის საქონლისა და მომსახურების პირდაპირ გაცვლას, ასევე საქართველოს სატრანსპორტო როლს ჩინური და ევროპული ბაზრების დაკავშირებაში.

პანდემიურ პერიოდში ჩინეთი საქართველოს ადგილობრივი პროდუქციის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა გახდა. ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტი ჩინეთში სამჯერ გაიზარდა, რამაც წლიურად ნახევარ მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა ჩინეთიდან იმპორტმა ექსპორტის ტენდენცია ვერ გაიზიარა.

გასულ წელს მდგომარეობა შეიცვალა. ჩინეთიდან იმპორტი 18%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი საქონლის ექსპორტი ორ-ნახევარჯერ შემცირდა. 2023 წელს საქართველოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ მხოლოდ 270 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამდენად, გასულ წელს ჩინეთის ბაზარი ადგილობრივი ექსპორტიორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა, მაგრამ პოლიტიკური ხელისუფლებისთვის – მომნუსხველი.

მიმდინარე წლის დასაწყისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახლანდელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ერთკვირიანი ვიზიტი გაიმართა. გასული წლის ზაფხულში კი წითელ სუპერსახელმწიფოში უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა. ვიზიტის ოფიციალური მიზეზი მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიალში მონაწილეობის მიღება იყო, თუმცა კომუნისტურ დიქტატურასთან მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობაც შემოგვემყარა. მოულოდნელად, სწორედ ამ ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ.

სინო-ქართულ ურთიერთობაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ეკონომიკურ ნაბიჯად შეიძლება ჯერ კიდევ 2017 წელს გაფორმებული და მომდევნო წელს ამოქმედებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჩავთვალოთ. თუმცა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისგან განსხვავებით, გამოცხადებული სტრატეგიული თანამშრომლობა მრავალგანზომილებიანია და პოლიტიკური ურთიერთობის გაცილებით მაღალ დონეს გულისხმობს. თებერვლის მიწურულს ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმიც შემოიღო. ამის შესახებ საზოგადოებას ახალმა პრემიერ-მინისტრმა აცნობა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება სტრატეგიული პარტნიორობის პრაქტიკული შედეგია.

საერთაშორისო ურთიერთობის რიგ მკვლევართა პოზიციით, ერთი მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის გამოცხადება კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროატლანტიკურ მიმართულებასთან შეუსაბამო შეიძლება იყოს და, მეორე მხრივ, საქართველოს ეგზისტენციურ საკითხთან – ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით ასიმეტრიული დამოკიდებულებით ხასიათდება. საქართველო მტკიცედ აღიარებს ერთიანი ჩინეთის პრინციპს, მაგრამ პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არ არის ხაზგასმული.

ახალ დონეზე აყვანილი პოლიტიკური თანამშრომლობა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც ითვალისწინებს. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ როგორც არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოებას, ასევე შუა დერეფნის განვითარებასა და გაძლიერებას.

შუა დერეფნის გასწვრივ კონტეინერების მოძრაობა (ათასი TEU)

მონაცემთა წყარო: მსოფლიო ბანკი

შუა დერეფანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან წარმოადგენს ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივას ჩინეთსა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობაში. ევროპის კონტინენტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ვაჭრობის ძირითადი სახმელეთო ხაზი რუსეთის ფედერაციაზე გადის, რაც ჩრდილოეთის მარშრუტის ნაწილია. კერძოდ, ჩინეთიდან ტვირთი ჯერ ყაზახეთში, იქიდან – რუსეთში, ხოლო რუსეთიდან ბელარუსის გავლით ევროპაში ხვდება. ამ მარშრუტის ძირითადი სატრანსპორტო საშუალება რკინიგზაა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შუა დერეფანს ახალი პერსპექტივა მოუტანა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩრდილოეთის მარშრუტს კონკურენციას მაინც ვერ უწევს. შუა დერეფანს უფრო ნაკლები ოპერაციული შესაძლებლობა აქვს, რაც გადაზიდვებისთვის სამჯერ უფრო მეტ დროს საჭიროებს, ვიდრე ტვირთების ჩრდილოეთის მარშრუტით ტრანსპორტირებისას. მართალია, ომის დაწყების შემდეგ შუა დერეფნის ტვირთბრუნვა 33%-ით გაიზარდა, მაგრამ გასულ წელს მდგომარეობა შეიცვალა. 2023 წლის პირველ რვა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გადაზიდვები 37%-ით შემცირდა.

კიდევ ერთი საკითხი, რასაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება მოიცავს, თავისუფალი ვაჭრობის სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოება გახლავთ. ესაა დაპირება არსებულ ხელშეკრულებაში უფრო მეტი სახის საქონლის მოცვაზე.

საქართველოსა და ჩინეთს შორის საქონლის გაცვლა 2018 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმშია. ამგვარ რეჟიმში ვაჭრობა გულისხმობს შეთანხმების მონაწილე მხარეებს შორის ვაჭრობის გათავისუფლებას საბაჟო-საიმპორტო გადასახადისაგან, გარდა ურთიერთშეთანხმებული გამონაკლისებისა.

შუა დერეფნის გასწვრივ კონტეინერების მოძრაობა (ათასი TEU)

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური: საეთაშორისო სავალუტო ფონდი

სინო-ქართული სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩინეთთან სავაჭრო პარამეტრების გაფართოების დინამიკა არსებითად არ შეცვლილა. მაგალითად, პანდემიის პირველ წელს საქართველოდან ჩინეთში ექსპორტის მაღალი ზრდის შემდეგ, ეს ნიშნული რეალურ გამოხატულებაში კლებადია. 2022 წელს ჩინეთში ექსპორტი 10.5%-ით შემცირდა, ხოლო 2023 წელს კლება 45% იყო. თუმცა გასულ წელს იმპორტის 53.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. საქართველოდან ჩინეთში ძირითადი საექსპორტო საქონელი ფერადი და ძვირფასი ლითონების მადნებია, ხოლო საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია.

ამდენად, პოლიტიკურმა ხელისუფლებამ კომუნისტურ ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობა უფრო და უფრო გააღრმავა, მაგრამ ასეთი გაფართოების პერსპექტივა სინო-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებში ჯერჯერობით არ ჩანს – არც საქონლით პირდაპირ ვაჭრობასა და არც სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებით სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის კუთხით.

Previous Post

ზამთრის სპორტის მხარდამჭერი

Next Post

რომელ ქვეყნებშია ცხოვრების ყველაზე მაღალი და დაბალი სტანდარტი?

Davit Tsiramua

Web Director, Forbes Georgia

Next Post
რომელ ქვეყნებშია ცხოვრების ყველაზე მაღალი და დაბალი სტანდარტი?

რომელ ქვეყნებშია ცხოვრების ყველაზე მაღალი და დაბალი სტანდარტი?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result