Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჩინეთი: ქალაქ-მოჩვენებების ისტორიული რეკორდსმენი

by ელენე კვანჭილაშვილი
მარტი 26, 2021
in სტრატეგიები
0
ჩინეთი: ქალაქ-მოჩვენებების ისტორიული რეკორდსმენი
0
SHARES
0
VIEWS

რომი ერთ დღეში არ აშენებულა. ჩინეთის ბევრი ქალაქი კი თითქმის ერთ დღეში აშენდა.

ყველაზე პოპულარული და „დაგუგლვადი“ ორდოსის კანგბაშის ოლქია. ამ ოლქს ხშირად სტუმრობენ ფოტოგრაფები და ადგილზე 355 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული თანამედროვე არქიტექტურის საოცრება ხვდებათ – მბრწყინავი ცათამბჯენებით, ფუტურისტული ნაგებობებით, სუფთა, ხასხასა მწვანე ბალახით სავსე დიდი პარკებით. კანგბაში ზედმიწევნით თანამედროვე ქალაქია, თუ მის ერთ უცნაურ თავისებურებას არ ჩავთვლით – იქ არავინ ცხოვრობს, უფრო ზუსტად – თითქმის არავინ.

ჩინეთში ასეთი ასობით გაპრიალებული ქალაქი არსებობს, რომლებიც მთავრობამ ურბანიზაციის თავისივე გეგმის შესასრულებლად ააშენა. ამ გეგმის მიხედვით, 2026 წლამდე სოფლად მცხოვრები 250 მილიონი მოსახლე ქალაქებში უნდა გადავიდეს საცხოვრებლად.

მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ქალაქის ნულიდან დაწყება – რთულია. ადამიანების უმეტესობას არ სურს იცხოვროს „მკვდარ“ ადგილას. ამ ქალაქების უმეტესობაში არც ვაჭრობაა ისეთ დონეზე განვითარებული და არც იმდენი სამუშაო ადგილი იქმნება, რომ მოთხოვნა დააკმაყოფილოს – რომ არაფერი ვთქვათ, სკოლების, ბაღების, საავადმყოფოებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაკლებობაზე. კანგბაში იმითაც არის საინტერესო მაგალითი, რომ მთავრობამ მის დასასახლებლად დიდი ძალისხმევა გასწია: არა მხოლოდ სახლები ააშენა, არამედ ადმინისტრაციულ ხრიკებსაც მიმართა – რამდენიმე საჯარო დაწესებულება და სკოლა სწორედ ამ ოლქში გადაიტანა იმისთვის, რომ ახალი ქალაქის მიმზიდველობა გაეზარდა. ამ სტრატეგიამ მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა. ქალაქში, რომელიც ნახევარი მილიონი მოსახლისთვის იყო განკუთვნილი, დღეს მხოლოდ გათვლილის მეხუთედი – 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

Forbes-მა ჯერ კიდევ შარშან ივლისში დასვა კითხვა: რა მოუვა ამ ქალაქებს? პასუხი მაშინ ასეთი იყო: ნაწილი ცარიელი დარჩება, უმრავლესობა შეივსება, ახალი ქალაქები მაინც აშენდება.

დღეის მდგომარეობით ჩინეთში ყოველწლიურად ჰონკონგზე ორჯერ დიდი ზომის ტერიტორიის განაშენიანება ხდება. და მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე საცხოვრებელ სახლებზე მოთხოვნა უზარმაზარია, შენობების წარმოუდგენლად დიდი ნაწილი თითქმის ცარიელი რჩება. სხვადასხვა გათვლით, ჯერ კიდევ აუთვისებელია 600 მილიონი კვადრატული მეტრი – ანუ თითქმის მთელი საქართველოსხელა ფართობი.

რატომ ხდება ასე?

არსებობს რამდენიმე ახსნა, თუმცა ყველა მათგანი ორ ძირითად ასპექტს აერთიანებს. პირველი: სახელმწიფოს გადაჭარბებული მონაწილეობა და ხარჯები, რაც ამრუდებს კონკურენციას, ზღუდავს კერძო ინიციატივას და ახშობს საბაზრო პრინციპებს და მეორე – ჩინეთის მთავრობის სურვილი, ამ ფორმით დააჩქაროს ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ისე, რომ რეალურ მოთხოვნას არ მიაქციოს ყურადღება.

ნორმალური ურბანული განვითარების პირობებში, დიდი ქალაქები პატარა ქალაქებს „ყლაპავენ“ და ამ გზით ფართოვდებიან. ჩინეთში კი დასახლებულ უბნებს ბუშტებივით ზრდიან. მათი უმეტესობა უკვე დიდი ხანია, „ქალაქ-მოჩვენებებად“ იქცა.

2014-2015 წლების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ახალი ბინების გაყიდვამ ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 10% შეადგინა – ეს მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკის ან თუნდაც ჰონგკონგის მაჩვენებლები, სადაც უძრავი ქონებით ვაჭრობა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ძრავაა. თუმცა ჩინეთის პოტენციალი გაცილებით უფრო მაღალია და ფაქტია, ულტრათანამედროვე მოჩვენებებზე ნადირობა ჯერ არ დაწყებულა.

და ეს ბუნებრივიცაა: პრინციპში, ისტორიას რომ გადავხედოთ, მსოფლიოში ქალაქების უმრავლესობა მეტ-ნაკლებად ბუნებრივი ფენომენია – ხალხი ჯერ ხედავს პოტენციალს – თავს იყრის ძირითადად პორტების თუ სავაჭრო გზაჯვარედინების ირგვლივ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საჭირო იქ ინფრასტრუქტურის განვითარება.

ჩინეთი საპირისპირო გზით წავიდა: ჯერ ქალაქები ააშენა ისე, რომ არც დაინტერესებულა, მოუნდებოდა თუ არა მოსახლეობას იქ ცხოვრება. ამიტომ ჩინეთში არსებული მდგომარეობა უნიკალურია და შეიძლება ითქვას, ისტორიულიც.

თუმცა მეორე მხრივ – ის 100 ათასი მოსახლე კანგბაშში მაინც ცხოვრობს. დეველოპერებიც ყიდულობენ მიწას და აშენებენ. იმ უკვე საჯაროდ გაცხადებული გეგმების მიხედვით, რაც მომავალ წლებში ურბანულ განვითარებას უკავშირდება – 3.4 მილიარდმა მოსახლემ უნდა დაიდოს ქალაქად ბინა – ეს თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ჩინეთის მთელი მოსახლეობა.

და ისევ ისმის კითხვა: რატომ ხდება ასე?

აქაც რამდენიმე ახსნა არსებობს. მარკეტოლოგები ამ ფენომენს სხვადასხვა მოლოდინის არსებობით ხსნიან: ამ ტიპის მყიდველთა უმეტესობას სჯერა, რომ ეს ქალაქები ადრე თუ გვიან აუცილებლად დასახლდება. ეკონომისტების აზრით, მთავარი მოტივატორი ბინის ფასია: ამ ცარიელ ქალაქებში ბინები უფრო იაფია და ეს პირობა საკმაოდ მიმზიდველია იმ ფონზე, როცა ჩინეთის მზარდი საშუალო კლასი თავს უფლებას ვერ აძლევს, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში თუნდაც საშუალო ზომის ბინა შეიძინოს. ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ დემოგრაფიული ფაქტორებიც დიდ როლს ასრულებს: ქვეყანაში, სადაც მამაკაცები გაცილებით აჭარბებენ ქალებს, საკუთრებაში არსებული ბინა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივია კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად – იმ შემთხვევაშიც, თუკი ის ჯერ მხოლოდ „მოჩვენებაა“.

Previous Post

Alibaba უახლოეს 4 წელიწადში ტრანზაქციების გაორმაგებას გეგმავს

Next Post

ზაჰა ჰადიდი შორსმჭვრეტელი, რომელმაც სრულიად ახალი არქიტექტურა გამოიგონა

ელენე კვანჭილაშვილი

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი.

Next Post
ზაჰა ჰადიდი შორსმჭვრეტელი, რომელმაც სრულიად ახალი არქიტექტურა გამოიგონა

ზაჰა ჰადიდი შორსმჭვრეტელი, რომელმაც სრულიად ახალი არქიტექტურა გამოიგონა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026

Recent News

Smokace Casino: Γρήγορα Κέρδη και Άμεση Δράση για Σύντομες Συνεδρίες Παιχνιδιού

ივლისი 27, 2026

Casinozer Casino – Quick‑Hit Slots & Rapid Wins for the Adrenaline‑Chaser

ივლისი 27, 2026

BC GAME – Tu Centro de Casino de Golpe Rápido para Victorias Rápidas

ივლისი 27, 2026

MegaSlot Casino: High‑Intensity Slots and Quick Wins for the Modern Player

ივლისი 27, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result