Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჩეხურმა Forbes-მა ქართული რესტორანი პრაღის რვა საუკეთესო უცხოური რესტორნის სიაში შეიყვანა

by Forbes.ge
April 10, 2024
in Lifestyle, ბიზნესი, კულტურა, მსოფლიო, საქართველო, ყველა სიახლე
0
ჩეხურმა Forbes-მა ქართული რესტორანი პრაღის რვა საუკეთესო უცხოური რესტორნის სიაში შეიყვანა
0
SHARES
0
VIEWS

Forbes-ის ჩეხურმა რედაქციამ წარმოადგინა პრაღის რვა საუკეთესო რესტორნის სია, სადაც მხოლოდ ის რესტორნებია წარმოდგენილი, რომლებიც უცხოური სამზარეულოს საუკეთესო წარმომადგენლები არიან. რვა საუკეთესოს შორის შეხვდებით ქართულ რესტორან „ბარაქას“.

Forbes Česko წერს: „ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ ჩეხეთში და პრაღის მკვიდრთ თავიანთი კულტურის ნაწილი, კონკრეტულად კი ავთენტური  გასტრონომიული კულტურა გააცნეს. წარმოგიდგენთ რვა უგემრიელეს საერთაშორისო კერძს, რომლებიც პირველი ლუკმისთანავე გამოგზაურებთ უცხო ქვეყნებში.

ავთენტურმა გასტრონომიულმა დაწესებულებებმა ტრადიციული კერძებით დიდ წარმატებას მიაღწიეს. ეს წარმატება კი ყველაზე მეტად თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ რესტორნებთან ქუჩიდან დაწყებულ რიგებს ვხედავთ. ამ წარმატებელი დაწესებულებებიდან არაერთი  მეორე ფილიალის გახსნასაც კი გეგმავს.

პრაღის ძველი ქალაქის შუაგულში მდებარე ქართული რესტორანი გთავაზობთ ავთენტურ სამზარეულოს მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან ერთად. „ბარაქა“ სწორედ ის  ადგილი გახლავთ საჭმლის მოყვარულთათვის, რომლებსაც ლეგენდარული ქართული ხაჭაპურის დაგემოვნება სურთ. ეს ტრადიციული ქართული კერძი მომზადებულია ფუმფულა ცომისგან, მისი შიგთავსი კი დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ქართული ყველისგან შედგება.

აქ ყველაფერი დამზადებულია უახლესი ინგრედიენტებით, რომლებიც ქართული სანელებლებითაა შეზავებული.

ყველაზე ცნობილი აჭარული ხაჭაპურია – ყველით სავსე გონდოლის ფორმის ცომის შუაში კვერცხის გულია ჩახლილი. მისგან განსხვავებით, მეგრულ ხაჭაპურს მრგვალი ფორმა აქვს, შიგთავსშიც  ყველია და ზედაპირიც  გამომცხვარი ყველით აქვს დაფარული. იმერული ხაჭაპურის შემთხვევაში კი ყველი მხოლოდ შიგთავსის სახით გვხვდება.

გარდა ამისა, თბილი, მყუდრო და სტუმართმოყვარე ქართული რესტორანი ყოველ საღამოს გთავაზობთ ტრადიციულ ცოცხალ მუსიკას, რომელმაც აგაცეკვებთ კიდეც და, რაც მთავარია, აუცილებლად მოგანდომებთ კავკასიის  შეუდარებელი მთების დალაშქვრას.“

რესტორან „ბარაქას“ ბრენდის ისტორია 1994 წელს, ქალაქ ქუთაისში იწყება, შემდეგ ვითარდება დედაქალაქ  თბილისში, სადაც წლების განმავლობაში გახსნილმა არაერთმა რესტორანმა შეაყვარა თავი ქალაქს. ბრენდის წარმატება მისმა კონცეფციამ განაპირობა, სადაც ,,ბარაქას“ გუნდს თავად ოჯახის წევრები აერთიანებდნენ. ბებიები, ბაბუები, შვილები თუ შვილიშვილები იკავებდნენ განურჩევლად ყველა ტიპის პოზიციას, რამაც ბრენდს ხალხის სიყვარული და დიდი წარმატება მოუტანა.

30 წლის განმავლობაში იქმნებოდა, იხვეწებოდა და ცოცხლდებოდა ქართული სამზარეულოს უძველესი და მივიწყებული კერძებიც კი. 2022 წელს კი ბრენდმა თავისი გამოცდილება ევროპას უზიარა. „ბარაქამ“ ქალაქ პრაღაში ჩაიტანა არა მარტო ისტორია, არამედ ყველაზე ძვირფასი, ქართული კულტურის საგანძური – ქართული ეროვნული სამზარეულო.

Previous Post

საქართველოში „პროფილდორსის“ პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა

Next Post

Forbes Česko Recognizes Georgian Restaurant Among Prague’s Finest for International Cuisine

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
თიბისი „კანის ლომები 2024“-ის ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

თიბისი „კანის ლომები 2024“-ის ახალგაზრდული ფესტივალის მხარდამჭერია

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026

Recent News

Candy Spinz: Schnelles Drehen, Große Nervenkitzel – Das ultimative Kurz‑Session‑Slot‑Erlebnis

June 15, 2026

MadNix Casino: Quick Play, Big Wins – A Short‑Session Experience

June 15, 2026

Последние изменения в работе ссылки на Кракен: что важно знать

June 14, 2026

Gransino Casino : Rapid‑Fire Slots & Lightning Roulette pour des Gains Rapides

June 14, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result