Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ჩაინიშნე საკითხავი: ივა ფეზუაშვილი გირჩევთ იტალო კალვინოს “ობობას ბუდეების ბილიკს”

by იზა გვარამაძე
ივლისი 19, 2024
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ჩაინიშნე საკითხავი: ივა ფეზუაშვილი გირჩევთ იტალო კალვინოს “ობობას ბუდეების ბილიკს”
0
SHARES
0
VIEWS

რაც არ უნდა ნათხოვარი იყოს წიგნი ან ბიბლიოთეკიდან წამოღებული, შიგთავსი ფანქრით და მინაწერებით თუ არ აუჭრელე, თითქოს არც წაგიკითხავს. წიგნი ხომ ეგრეა, იმდენნაირად იკითხება, რამდენიც მკითხველი ჰყავს. ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი და ვისთვის – რა. ერთს რაც აღაფრთოვანებს და ფიქრის საბაბს უჩენს, მეორე ისე ჩაუქროლებს, რომ თვალსაც არ გაუჩერებს.

“ობობას ბუდეების ბილიკზე” რაც დავტოვე, იმაზე მეტი მე დამრჩა. ეგეც წიგნის წესია… სხვა სხვას დატოვებს და ბოლოს იქნებ, ფურცლის კიდეებში უფრო მეტიც კი ეწეროს, ვიდრე ცენტრში.

წიგნი გარეკანით არ უნდა განსაჯოო, ხომ ამბობენ? ამბობენ! ჰოდა, ბოლომდე სიმართლე არ არის ეგ. ახლავე ავხსნი: ნათარგმნი წიგნების ყდაზე ავტორის გვართან ერთად უკვე მთარგმნელის გვარსაც შეხვდებით. მაგალითად, როდესაც იტალო კალვინოს წიგნი გიჭირავს ხელში, მხოლოდ მას კი არ ენდობი, არამედ ენდობი მის მთარგმნელსაც — ხათუნა ცხადაძეს, რომელიც ჩემთვის არა მხოლოდ საუკეთესო თარგმანთან ასოცირდება, არამედ ღირსეულ, ორიგინალ ტექსტთანაც. უცნაურია, მაგრამ ეგრეა. კალვინოს ან სხვა დიდ იტალიელ მწერლებს კი არ ვიწუნებ, ხათუნას ვაქებ და ვენდობი, რომ თუ თარგმნის, ესე იგი, საჭიროა და ესე იგი, წასაკითხია. იტალო და ხათუნა შესაშური დუეტია, წიგნიც ეგეთი იყო იტალიურად და ეგეთად იქცა ქართულ ენაზე.

ასეთი წინადადებაც რომ ვთქვათ… უფრო სწორად, დავწეროთ. უფრო სწორად, მე დავწერო და თქვენ წაიკითხოთ. მოკლედ, როგორც არის. ტექსტი მაშინ არის ბრწყინვალე, როდესაც კითხულობ, რომ დაივიწყო და გავიწყდება, რომ კითხულობ. ეგ არ არის ადვილი და მითუმეტეს არ არის ხშირი. არ გამოდის აწმყოს მიტოვება, მაგრამ ვერც ობობას ბუდეების ბილიკიდან გადახვევა გამომივიდა. სანამ წიგნი ხელში მეჭირა, იქ ვიყავი, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ იტალიაში და სანამ იქ ვიყავი, კი არ ვკითხულობდი — ვცხოვრობდი და პინთან ერთად განვიცდიდი, ომში ჩართული, გაბოროტებული სამყაროს და ამ სამყაროში მცხოვრები, ლოთების, ყაჩაღების, კრიმინალების და სამშობლოზე შეყვარებული თუ მტრის წინააღმდეგ და ზიზღის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების დრამებს.

როდესაც ირგვლივ ომია, ბავშვები ომობანას მაგივრად, ომში ბავშვობანას თამაშობენ. თავიანთ მოგონილ, მიამიტურ თამაშებს კი არა, უფროსების დაწყებულ სასტიკ ხოცვა-ჟლეტაში გადარჩენობანას. ომს თავისი მიაქვს — კაცებისგან სიცოცხლე, ბავშვებისგან ბავშვობა.

და როდესაც თამაში იმდენად სასტიკია, რომ გამარჯვებულს დამახინჯებული სიცოცხლის გარდა არაფერი ხვდება ჯილდოდ, შესაბამისად სასტიკია სათამაშოებიც. ისეთი სასტიკი, როგორიც “პი ოცდათვრამეტია”

“კიბის ქვეშ ძვრება, სადაც დამალობანას თამაშისას იმალება ხოლმე. უნდა რომ პისტოლეტი დაათვალიეროს ლამპიონის მბჟუტავ შუქზე. დაგრაგნილ ქამარს გაშლის, ბუდეს ხსნის და ფრთხილად, თითქოს კატის კნუტს იღებდეს კისრით, პისტოლეტს იღებს. მართლა უშველებელია და საშიში”

საშიშია, საშიში. როგორც ომი, როგორც ადამიანები ომში, ტყუილი რომ სიმართლედ ექცათ, ღალატი ერთგულებად და სისასტიკე ნორმად. ბავშვებს რომ შეუძლიათ, ბინძურად აგინონ და იმავე ბავშვების ნამღერ, გულსაგლეჯ სიმღერებზე ცრემლი ღვარონ თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სული გამოუჩნდეთ, შეიძლება არც თუ ისე ლამაზი, შეიძლება არც თუ ისე სათუთი, მაგრამ მაინც სული. ომში სულის ქონა ხომ ფუფუნებაა.

არა, ვერა. პინი ამ ხალხთან ვერ იმეგობრებს. ამათ არ ესმით ბავშვების. ესენი ბავშვს არც ბავშვად თვლიან და არც თანატოლად და არც თანასწორად. ესენი ჩაგრავენ, იმიტომ რომ ჩაგრულები არიან და აგრესიასაც იმათზე იღებენ, ვისაც მოიხელთებენ, ვისაც მოერევიან, ვისაც აჯობებენ. იქნება ეს პინი, იქნება ეს ფრთებშეკრული მიმინო ბაბუფი თუ ხელებშეკრული ტყვე.

სამყარო პინის ირგვლივ დაუნდობელია. დაუნდობელი და სასტიკი, როგორც ეს წიგნი, მაგრამ სადაც სისასტიკეა პინ, იქ ხომ ყველაზე უკეთ ჩანს სიკეთეც, იქ ხომ ყველაზე მძლავრად შეგიძლია ჩასჭიდო ხელი კუჯინოს “დიდი პურივით რბილ და თბილ ხელს” და შეგიძლია გაჰყვე, გაჰყვე ან გაიყოლო და ენდო და თუ ენდობი, დაუმეგობრდე კიდეც და თუ დაუმეგობრდი, შეგიძლია ობობას ბუდეებიც აჩვენო და ბავშვობა თუ ვერა, ადამიანობა მაინც დაიბრუნო.

  • წიგნის შეძენა შეგიძლიათ სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში ან მათვებგვერდზე და ასევე ge–ზე.

 

მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია – „ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში ბანკმა უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები შექმნა, რომელთა მეშვეობით კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში, მათთვის საყვარელ, ხელოვნების სფეროს 5 წარმომადგენელთან: დათო ტურაშვილთან, დათო გორგილაძესთან, ანა კორძაია-სამადაშვილთან, ნინი ნუცუბიძესთან და კოკო როინიშვილთან ერთად იმოგზაურონ.

ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულმა „მეგზურმა“ კი მათთვის საყვარელი და გამორჩეული წიგნი აირჩია დასამახსოვრებელი ფრაზების, წიგნის ნაწილების თუ ახალი იდეების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა… S

Previous Post

ორი სავარძლიდან – დიდ ბიზნესამდე

Next Post

FT: დაბერების საწინააღმდეგო თერაპიამ თაგვების სიცოცხლე 25%-ით გაახანგრძლივა

იზა გვარამაძე

Next Post
FT: დაბერების საწინააღმდეგო თერაპიამ თაგვების სიცოცხლე 25%-ით გაახანგრძლივა

FT: დაბერების საწინააღმდეგო თერაპიამ თაგვების სიცოცხლე 25%-ით გაახანგრძლივა

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Rich Royal Casino: Un’Avventura Rapida per Giocatori di Sessioni Brevi

აგვისტო 14, 2026

AviaMasters Game: Diversión de Choques a Alta Velocidad para Ganancias Rápidas

აგვისტო 14, 2026

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026

Recent News

Rich Royal Casino: Un’Avventura Rapida per Giocatori di Sessioni Brevi

აგვისტო 14, 2026

AviaMasters Game: Diversión de Choques a Alta Velocidad para Ganancias Rápidas

აგვისტო 14, 2026

Chancer Casino: Gyors nyeremények és magas intenzitású nyerőgépek az úton lévő játékosoknak

აგვისტო 14, 2026

N1 Bet Casino: Lightning‑Fast Gaming for Quick Wins

აგვისტო 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result