Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

CEOWORLD-მა მსოფლიო ფინანსური ცენტრების რეიტინგი გამოაქვეყნა

by გიორგი არონია
აგვისტო 9, 2022
in ბიზნესი, მსოფლიო, რეიტინგი, ფინანსები, ყველა სიახლე
0
CEOWORLD-მა მსოფლიო ფინანსური ცენტრების რეიტინგი გამოაქვეყნა
0
SHARES
0
VIEWS

ჩინური და ამერიკული ფინანსური კომპანიების გლობალური დომინაციის ფონზე, მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს შორის საუკეთესო კვლავაც ევროპის ფინანსური ცენტრი, გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი, ლონდონია, – ამგვარ დასკვნამდე მივიდა ავტორიტეტული ამერიკული გამოცემა CEOWORLD-ი, რომელმაც მსოფლიოს ფინანსური ცენტრების 2022 წლის რეიტინგი შეადგინა.

მსოფლიოს ფინანსური ცენტრების რეიტინგში რიგით მეორე ადგილი ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს მშვენებას, ნიუ-იორკს ერგო, რომელმაც 957 ქულა მოაგროვა – სამით ნაკლები, ვიდრე ლონდონმა. რეიტინგის მესამე ადგილი სინგაპურმა დაიკავა, მეოთხე – ჰონგ-კონგმა, მეხუთე კი – ამსტერდამმა.

საინტერესოა, რომ საუკეთესო ფინანსური ცენტრების რეიტინგის პირველ ათეულში ექვსი ევროპული და სამი აზიური ქალაქი მოხვდა და მხოლოდ ერთი – ამერიკული. ამერიკის შეერთებული შტატები ვერც 115 ქალაქისგან შემდგარ რეიტინგში ლიდერობს – ის მხოლოდ ცხრა ქალაქითაა წარმოდგენილი, მაშინ, როცა ჩინეთი – ათით. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთის წამყვანი ფინანსური ცენტრი – პეკინი, რეიტინგში მხოლოდ მე-15 ადგილს დასჯერდა.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ჩვენი რეგიონის ფინანსურად განვითარებული რამდენიმე ქვეყნის ქალაქიც მოხვდა, მათ შორის მოსკოვი (41-ე ადგილი), ნურ-სულთანი (64-ე ადგილი), სტამბოლი (67-ე ადგილი), ალმათი (74-ე ადგილი), სანქტ-პეტერბურგი (97-ე ადგილი) და ბაქო (110-ე ადგილი). საინტერესოა ისიც, რომ რეიტინგში ორი ბალტიისპირული ქვეყნის დედაქალაქი – ტალინი (90-ე ადგილი) და ვილნიუსიც (107-ე) მოხვდნენ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამგვარ რეიტინგს ამერიკული გამოცემა ყოველწლიურად აქვეყნებს. წლევანდელი რეიტინგისთვის, მიმდინარე წლის ივლისში, ონლაინგამოკითხვის შედეგად ფინანსების 228 ათასზე მეტი სპეციალისტი გამოიკითხა, რომელთაც 250 ქალაქი ასი სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით დაალაგეს. შეფასების კრიტერიუმებს შორისაა კონკურენტუნარიანობა, ბიზნესგარემო, ფინანსური აქტივობების მოცულობა და არეალი, კაპიტალის ბაზრის წილი, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საფუძველი, რეპუტაცია და დაგროვილი კაპიტალის მენეჯმენტის მიმართულება.

მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრების რეიტინგის პირველ ოცეულს, რომელზეც ამერიკულმა გამოცემამ, CEOWORLD-მა იმუშავა Forbes Georgia უცვლელად გთავაზობთ.

  1. ლონდონი, გაერთიანებული სამეფო (960 ქულა)
  2. ნიუ-იორკი, აშშ (957 ქულა)
  3. სინგაპური, სინგაპური (956 ქულა)
  4. ჰონგ-კონგი, ჰონგ-კონგი (948 ქულა)
  5. ამსტერდამი, ნიდერლანდები (947 ქულა)
  6. ციურიხი, შვეიცარია (944 ქულა)
  7. ტოკიო, იაპონია (941 ქულა)
  8. პარიზი, საფრანგეთი (935 ქულა)
  9. ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი (932 ქულა)
  10. მიუნხენი, გერმანია (929 ქულა)
  11. ლოს-ანჯელესი, აშშ (923 ქულა)
  12. დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (922 ქულა)
  13. სან-ფრანცისკო, აშშ (920 ქულა)
  14. ფრანკფურტი, გერმანია (918 ქულა)
  15. პეკინი, ჩინეთი (915 ქულა)
  16. სტოკჰოლმი, შვედეთი (914 ქულა)
  17. ჟენევა, შვეიცარია (911 ქულა)
  18. ბრიუსელი, ბელგია (910 ქულა)
  19. ბოსტონი, აშშ (908 ქულა)
  20. აბუ-დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები (905 ქულა)
Previous Post

რა არის ფულის მიმდინარე ღირებულება?

Next Post

თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

გიორგი არონია

"მიმოვიხილავ ეკონომიკურ საკითხებს, კერძოდ კი - საყოველთაო საბაზისო შემოსავალს. ვარ IE University-ს პოლიტიკის, სამართლისა და ეკონომიკის ბაკალავრი."

Next Post
თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ და FMO-მ 300 მილიონი ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026

Recent News

Cumspin Casino: Quick Wins and Lightning-Speed Gameplay for Busy Players

აგვისტო 1, 2026

Winmega Casino: Snellopende Slots en Bliksemsnelle Winsten voor de Moderne Gokker

ივლისი 31, 2026

MaxiSpin: Quick Wins and High‑Intensity Play for Modern Gamblers

ივლისი 31, 2026

RTbet Casino: Vincite Veloci e Slot Emozionanti per Gioco Veloce

ივლისი 30, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result