Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბულგარეთის ექს-საგარეო მინისტრი: ანაკლიის და ციფრული დერეფანის შეფერხება საქართველოს აზარალებს

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in ქართულად
0
ბულგარეთის ექს-საგარეო მინისტრი: ანაკლიის და ციფრული დერეფანის შეფერხება საქართველოს აზარალებს
0
SHARES
0
VIEWS

ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი გამოცემა Emerging Europe-ში აქვეყნებს სტატიას, რომლითაც საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის შენელებულ პროცესსა და ქვეყანაში საერთაშორისო ინვესტორებისთვის გაუარესებულ ვითარებას ეხება. 

მოქალაქეთა ჯგუფების პროტესტის უგულვებელყოფა, ინვესტორთა შევიწროვება, გამჭვირვალობის კლება და რეფორმების შეჩერება მიტოვის აზრით საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს აფეხრებს. 

“როგორც ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მე თვალს ვადევნებდი ევროკავშორ-საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას, თარიღს, როდესაც საქართველომ მისი საგარეო მისწრაფებების ფორმალიზება მოახდინა და ევროინტეგრაციის გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგა. გზაზე, რომელიც ჩემმა ქვეყანამ ათწლეულით ადრე განვლო. ევროკავშირმა კი თავისმხრივ ასოცირების ხელშეკრულების მიზნების მისაღწევად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რეფორმების პროცესში ხელშეწყობის მიზნით დიდი ძალისხმევა გასწია, მათ შორის კანონის უზენაესობისა და საჯარო მმართველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით. თავდაპირველად საქართველო პროგრესისთვის მზაობას გამოთქვამდა და მას NATO-სა და ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო პარტნიორის ადგილის დაკავება სურდა. თუმცა, სამწუხაროა დღეს იმის ნახვა, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები შეჩერებულია.

რამდენიმე მნიშვნელოვანი მაგალითის განხილვა ნათელს ფენს იმ სისტემურ სისუსტეებს, რაც საქართველოს მმართველობით სისტემას აქვს და რამაც ქვეყნის როგორც საერთაშორისო იმიჯის, ასევე მისი ეკონომიკის დაზარალება გამოიწვია. ალბათ ამის ილუსტრირებისთვის ყველაზე კარგი მაგალითი ანაკლიის ღღმაწყლოვანი პორტის პროექტი იყო, რომელსაც აზიასა და ევროპას შორის ახალი საზღვაო დერეფანის განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი. მრავალმილიარდიანი სტრატეგიული პროექტის განვითარებაში საერთაშორისო ინვესტორებით დაკომპლექტებული გუნდი ჩაერთო, თუმცა მთავრობამ პროექტის მთავარ კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაწყვეტის გაწყვეტლება მიიღო, რისი ადეკვატური დასაბუთებაც მას ამ დრომდე არ წარუდგენია. იმისდა მიუხედავად, თუ რის მიღწევას ცდეილობდა ამ ნაბიჯით საქართველოს მთავრობა, ეს იყო უარყოფითი სიგნალი ინვესტორებისთვის.

ციფრული არბეშუმის გზა კომპანია NEQSOL ჰოლდინგის მიერ არის ინიცირებული და ისიც ანაკლიის პროექტის მსგავსად მიზნად ისახავს აზიასა და ევროპას შორის ახალი ახალი მარშრუტის შექმნას საქართველოსა და შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მეშვეობით. 

2018 წელს NEQSOL-მა “კავკასუს ონლაინის” შეძენა გადაწყვიტა, რადგან ამ კომპანიის საკუთრებაში პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კერძოდ კი შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელი იყო. ამ მიზნით კომპანიამ საქართველოს მთავრობის არაერთ წარმომადგენელთან აწარმოა მოლაპარაკება, რათა ტრანზაქციაზე თანხმობა მიეღო. 

ამ გარიგების განხორციელებიდან საკმაო პერიოდის შემდეგ კი საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კურსი შეცვალა და ამჟამად უწყება აცხადებს, რომ კომპანიას არ აქვს შესაბამისი ნებართვა და NEQSOL-ს გარიგების შეცვლას აიძულებს და კომპანიას აქტივების ექსპროპრეაციის მუქარას უგზავნის. საქართველოს პარლამენტმა ამ საქმესთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომუნიკაციების კომისიას ნებისმიერ სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე ყოველგვარი შემაკავებელი მექანიზმის გარეშე, სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას აძლევს. ეს კი თაბვისმხრივ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის,”- წერს ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დანიელ მიტოვი. 

ამგვარი რადიკალური ნაბიჯების შესაძლო მიზეზების განხილვისას, მიტოვი წერს, რომ მათი მიზეზები შესაძლოა ბუნდოვანი იყოს, თუმცა ცხადია ის, რომ ამ ნაბიჯებით საქართველო როგორც საკუთარ რეპუტაციას, ასევე ქვეყნის ეკონომიკას აზიანებს. 

“არაერთი შესაძლო ახსნა გამოითქვა, დაწყებული რუსული ინტერვენციით და დამთავრებული კორუმპირებული ბიზნესმენების გავლენებით. რეალური მოტივები შესაძლოა მომავალშიც დამალული დარჩეს, თუმცა ამ მოვლენების მიერ გამოწვეული ზიანის დანახვა კი ცხადად არის შესაძლებელი,”- აღნიშნავს დანიელ მიტოვი. 

“იმის მიუხედავად, აცნობიერებს თუ არა საქართველოს მთავრობა ამას, მის მიერ საერთაშორისო პროექტების ჩაშლა და უცხოელი ინვესტორების საქმიანობის ხელშეშლას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. როდესაც საერთაშორისო ინვესტორები ქვეყნის კანონის უზენაესობას ვეღარ ენდობიან, მათი ბუნებრივი რეაქციაა, რომ წავიდნენ – ამის დანახვა კი საქართველოში FDI-ის კლებადი სტატიკითაც არის შესაძლებელი. ეს არის სწორედ მიზეზი, რის გამოც საქართველოში ინვესტიციებმა მკვეთრი ვარდნა COVID-19-ის პანდემიამდე ბევრად ადრე განიცადა. 

სამოქალაქო საზოგადოებამ მიმდინარე მოვლენებში საკუთარი პოზიცია სწორად დააფიქსირა, როდესაც კომუნიკაციების კანონში დაჩქარებული წესით მისაღები ცვლილებები არაერთმა ჯგუფმა გააპროტესტა. ამასთანავე, წინასაარჩევნო პერიოდში იმგვარი კანონის მიღება, რომელიც მარეგულირებელს კომუნიკაციების სექტორზე შეუზღუდავი გავლენის მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიის მიმართულებით პროგრესს ცდილობს, ამგვარი კანონმდებლობის მიღება კი კარგ სიგნალს არ წარმოადგენს,”- წერს დანიელ მიტოვი. 

ბულგარეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ბრიუსელში საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის განმტკიცების გზაზე არსებულმა რეგრესმა შეშფოთება უკვე გამოიწვია. “თუკი ევროკავშირი კვლავ დაინახავს, რომ საქართველომ ვერ შეძლო მის მიერ გაცხადებული პრიორიტეტებისა და რეფორმების შესრულება, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთოერთობა შესაძლოა გაუარესდეს,”- აღნიშნავს მიტოვი, მისი თქმით, სამწუხარო იქნება თუკი დახურულ კარს მიღმა წარმართული პროცესები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმ პროგრესს, რაც ქვეყანას წარსულში ჰქონდა. 

Previous Post

ამერიკულმა Forbes-მა საქართველოს თავდაცვითი სისტემების გაძლიერების შესახებ სტატია გამოაქვეყნა

Next Post

Is Georgia drifting away from European integration?

მაგდა დოლიძე

Next Post
Is Georgia drifting away from European integration?

Is Georgia drifting away from European integration?

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026

Recent News

Book of Ra Magic Slot – Tauche ein in antike Free Spins und schnelle Gewinne

ივლისი 28, 2026

BC Game: Quick‑Fire Slots & Crash – The Ultimate Short‑Session Experience

ივლისი 28, 2026

The Dog House Megaways: Unleash Fast, High‑Intensity Wins

ივლისი 28, 2026

PartySpins Casino: The Ultimate Quick‑Hit Gaming Playground

ივლისი 28, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result