Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებმა მენეჯმენტის ცვლილება გააპროტესტეს

by Anina Tepnadze
მარტი 4, 2025
in პარტნიორის კონტენტი
0
ბრიტანულ-ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებმა მენეჯმენტის ცვლილება გააპროტესტეს
0
SHARES
0
VIEWS

ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულებმა დღეს დილით, 8:00 საათზე, სკოლის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ინვესტორი კომპანიის მიერ სკოლის მენეჯმენტში უხეშ ჩარევას აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ დირექტორის თანამდებობაზე აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორის ნათია ჯანაშიას დაბრუნებას. “ინვესტორი ხედავს ფულს და არა განათლებას”, “BGA ოკუპირებულია”, “იყიდეს სკოლა, გაყიდეს განათლება”, “ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სულგაყიდულების ადგილი არ არის” – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აღჭურვილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: “კეთილაძე, გამოდი!“. 

აქციის მონაწილეთა თქმით, ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის ქვეშ აშენებულმა და განვითარებულმა სკოლამ მათ საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობა მისცა და არ სურთ, რომ მათ უმცროს თანასკოლელებს ეს პერსპექტივა წაართვან.

სკოლის კურსდამთავრებულები ინვესტორ კომპანიას და მის დირექტორის ირაკლი გილაურს სკოლისადმი არასწორ მიდგომაში ადანაშაულებენ და მიაჩნიათ, რომ საქართველოს კაპიტალი ბრიტანულ–ქართულ აკადემიას რიგით ბიზნესად აღიქვამს და არა სკოლად, სადაც მოსწავლეებმა განვითარებული სამყაროს სტანდარტების შესაბამისი განათლება უნდა მიიღონ.

ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მიჩიგანის უნივერსიტეტის სტუდენტი ლუკა ცეცხლაძე GBC-სთან ამბობს: “ჩვენ ვაპროტესტებთ სკოლის ოკუპაციას გიორგი კეთილაძის, ირაკლი გილაურის და ლევან დადიანის ამ ქმედებებს, რომლებიც სკოლაში შეიჭრნენ ერთი კვირის წინ, თან ისე, რომ დაცვის სამი თანამშრომელი დააშინეს, სახლებიდან წაიყვანეს პოლიციაში, პოლიციამ მათ მოსთხოვა სასწრაფოდ დაერეკათ დაცვის სხვა თანამშრომლებისთვის, რათა დაეტოვებინათ სკოლა და შეეშვათ “საქართველოს კაპიტალის” ახალი, უცნობი ე.წ. დაცვა. ისინი ბოლო ერთი კვირაა სკოლაში არიან არალეგალურად“.

ლუკა ცეცხლაძის თქმით, გიორგი კეთილაძე გახდა სკოლის “თვითმარქვია დირექტორი”. 

“სკოლაში არის არეულობა. ამ სკოლამ ძალიან დიდი სიკეთე გააკეთა ჩემთვის, ახლა მე ვსწავლობ ამერიკაში, ხუთი დღის წინ ჩამოვედი საქართველოში, როცა ეს ამბავი გავიგე. ამ სკოლის, ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარეშე, მე არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ. ჩემი მოლოდინი არის, რომ იმედია ხალხი შემოგვიერთდება, ეს რაც ხდება არის უდიდესი უსამართლობა, ამ მოქმედებით ბაღის ბავშვებიც შეაშინეს და ძალიან გვინდა, რომ საბოლოოდ ეს ამბავი დასრულდეს ისე, როგორც დასრულდებოდა დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში”, – აღნიშნა ლუკა ცეცხლაძე.

სკოლის ინვესტორ კომპანიას უსამართლობაში ადანაშაულებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე პაპუნა მჟავანაძე, რომელიც ასევე ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულია.

“უსამართლოდ წაართვეს სკოლა, უსამართლოდ მოხდა დირექტორის გადაყენება და თავიანთი დირექტორის მოყვანა. ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, რა თქმა უნდა, ესეც უსამართლობაა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ყველაფერი გამოსწორდება. სკოლა უნდა დაუბრუნდეს იმას, ვინც დააფუძნა, ვინც სამართლებრივად ფლობს და არ უნდა წაერთვას მას ასე უსამართლოდ და ამ უსამართლობაზე ხმა უნდა ამოვიღოთ და არ უნდა გვაჩუმდეთ, რადგან დღეს თუ ისინი  მოვიდნენ ჩვენამდე, ხვალ შეიძლება ნებისმიერ ბიზნესმენს მიაკითხონ“, – აცხადებს პაპუნა მჟავანაძე.

აქციის მონაწილეები თავის განცხადებაში ირაკლი გილაურს “ბრიტანულ–ქართული აკადემიის ოკუპანტად“ მოიხსენიებენ და მოუწოდებენ მას, შეწყვიტოს სკოლის და უშუალოდ ნათია ჯანაშიას წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია და ურჩევენ, ახლა მაინც შეასრულოს სკოლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.


გაიგეთ მეტი: 

  • რა ხდება ბრიტანულ-ქართულ აკადემიასა და GEORGIA CAPITAL-ს შორის — დავის სრული ისტორია
  • ბრიტანულ–ქართული აკადემიის კურსდამთავრებულები განცხადებას ავრცელებენ
  • ბრიტანულ-ქართული აკადემიის წარმომადგენელმა Georgia Capital-თან არსებულ დავასთან დაკავშირებით პოზიცია მედიას გააცნო
Tags: ბრიტანულ-ქართული აკადემია
Previous Post

სად შეგიძლიათ იპოვოთ ყველა საჭირო სერვისი თქვენი ბიზნესისთვის

Next Post

საერთაშორისო პროტესტი რიცხვებში

Anina Tepnadze

Next Post
საერთაშორისო პროტესტი რიცხვებში

საერთაშორისო პროტესტი რიცხვებში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026

Recent News

BetPlay Casino Review: Sesiones cortas, de alta intensidad y resultados rápidos

ივლისი 18, 2026

Lolajack Nederland voor korte en langere speelsessies

ივლისი 16, 2026

National Casino: Mastering Quick, High‑Intensity Sessions for Instant Thrills

ივლისი 15, 2026

Stake

ივლისი 15, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result