Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

ბრენდი, რომელსაც ტურისტი მოჰყავს

by მაგდა დოლიძე
თებერვალი 28, 2021
in კომპანიები
0
ბრენდი, რომელსაც ტურისტი მოჰყავს
0
SHARES
0
VIEWS

ბათუმში ტურისტული სეზონი 5-ვარსკვლავიანმა სასტუმრო Le Méridien-მა კარგი შედეგებით დაიწყო და სტუმრების მიღებას წარმატებით აგრძელებს. შავი ზღვის სანაპიროზე საერთაშორისო ბრენდ Marriott-ის სასტუმრო, რომელიც 230-მდე სტუმარს იტევს, უქმეებზე საშუალოდ 60–70%-ითაა დატვირთული.

ბათუმის კონკურენტულ გარემოში, პარიზული ბრენდი კრეატიულ და ცნობისმოყვარე მოგზაურებს მოულოდნელ გამოცდილებებს სთავაზობს. როგორც თავად Le Méridien-ში ამბობენ, ისინი აკმაყოფილებენ როგორც ბიზნეს ვიზიტორების მოთხოვნებს, ასევე ითვალისწინებენ მოგზაური ოჯახებისა და წყვილების ინტერესებსაც. თუმცა, ყველაზე საინტერესო აქ ის არის, რომ Le Méridien-ი განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს უტოვებს მათ, ვისაც ხელოვნება იტაცებს.

“სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ხელოვნებასთან დაკავშირებული გამოცდილებები იმ მომენტიდანვე, როგორც კი ისინი შემოვლენ სასტუმროში. აქ მათ სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრები დახვდებათ“, – ამბობს სასტუმროს გენერალური მენეჯერი ფაბიენ მარტინესი და დასძენს, რომ ხელოვნების ნიმუშები სპეციალურად მათი ბრენდისთვის შეიქმნა, რათა სტუმრებმა შეძლონ შეაბიჯონ Le Méridien-ის ახალ სამყაროში და დაისვენონ გემოვნებიან გარემოში.

თუ სასტუმროს ვარსკვლავებსაც დავთვლით, მარტივად გამოვიცნობთ, რომ აქ ყველაფერი განსაკუთრებულია. მათ შორის სამზარეულოც. სასტუმროს შეფ-მზარეულია ერიკ ტესტა, რომელიც მისი კარიერის განმავლობაში გამასპინძლებია ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიცაა: ინგლისის დედოფალი, ენიო მორიკონე, მადონა, ბრედ პიტი, ელტონ ჯონი და სხვა.

Le Méridien-მა ფუნქციონირება ფაქტობრივად პანდემიის საწყის პერიოდში დაიწყო. სასტუმრო ოფიციალურად მარტში გაიხსნა და შექმნილი ვითარების გამო, მალევე დაიხურა. თუმცა, სწორად შერჩეული გეგმისა და პარტნიორების დახმარებით, გეგმა მისმა შემქმნელებმა ბოლომდე მიიყვანეს. შედეგად, Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რესტორნებით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით, სტუმრების მისაღებად 8 ივნისსვე იყო მზად, როდესაც ქვეყანაში პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორი გაიხსნა.

სასტუმრო კავკასიაში ყველაზე მაღალი შენობის – “ბათუმი თაუერის“ ნაწილია, საიდანაც ვიზიტორებს შეუძლიათ ზღვას გადახედონ და ქალაქის ხედებით ისიამოვნონ. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა დეველოპერული კომპანია “რედკოსა“ და თიბისისთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. “რედკომ“ “ბათუმი თაუერის“ შენობა $25 მილიონად შეიძინა. ინვესტიციის ჯამური ოდენობა კი $80 მილიონია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თიბისი ბიზნესის ხელშეწყობისთვის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

“ეს პროექტი ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან Le Méridien–ი Marriott-ის ჯგუფში შემავალი ერთ–ერთი ტოპ–ბრენდია მსოფლიოში; მეორე მხრივ, ასეთი განსაკუთრებული დიზაინის მქონე სასტუმრო საქართველოში ლიმიტირებულია; და მესამე, ეს ტურიზმის ხელშეწყობის მხრივაც მნიშვნელოვანია, რადგან, როცა ასეთი ბრენდი შემოდის ქვეყანაში, მას თავისი ტურისტიც შემოჰყავს. ეს დამატებით სარგებელია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე კომპანიისთვის“, – აღნიშნა თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის დირექტორის მოადგილემ, გიორგი დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ ეს პროექტი დასაქმების მხრივაც მნიშვნელოვანია. Le Méridien-ი უკვე 300 ადამიანს ასაქმებს.

თიბისისთვის რეგიონებში კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა რომ მნიშვნელოვანია, ეს არაერთ პროექტში გამოჩნდა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, უკვე 800 მილიონ ლარს შეადგენს. მხოლოდ აჭარის რეგიონში კორპორატიული სექტორის დაფინანსება ბანკმა 2019 წლის განმავლობაში 72%-ით გაზარდა.

“საზღვრების გახსნას ქვეყანა  მზად უნდა დახვდეს ახალი ინფრასტრუქტურით, მათ შორის სასტუმროებით და ჩვენ ვრჩებით მათ მხარდამჭერად. ტურიზმი ხომ ქვეყნის ერთ–ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, – ამბობს გიორგი დარჩიაშვილი.

მანამ ვიდრე ტურიზმის სექტორის პორტფელს უცხოელი ვიზიტორებიც შეავსებენ, საქართველოში შიდა ტურიზმი ვითარდება. სწორედ ამიტომაც საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Le Méridien-ი ამჟამად სწორედ ადგილობრივ ტურისტებზეა ორიენტირებული.

“ჩვენი უახლოესი გეგმები ძირითადად დაკავშირებულია შიდა ტურიზმთან, ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით სამომავლოდ უფრო მეტი ვიზიტორის მოზიდვაზე. თუმცა, მაინც მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული საზღვრების გახსნაზე“, – ამბობენ სასტუმროში.

Le Méridien-ს საშუალო და გრძელვადიანი გეგმებიც აქვს. სასტუმროს გუნდი უცხოელი ტურისტებისთვის სხვადასხვა შეთავაზებას ამზადებს და მათ მოუთმენლად ელის. თუმცა, ერთი რამ ცხადია, საზღვრების გახსნის შემდეგ ამ ბრენდის სასტუმროს უცხოელი სტუმრების მოზიდვა არ გაუჭირდება. Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ამიტომაც მისი მომსახურების ხარისხის შესახებ მოგზაურებმა უკვე ძალიან კარგად იციან.

Previous Post

ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით

Next Post

Twitter-ის CEO: ადამიანები ფიქრობენ, რომ წარმატება ნიშნავს დღეში 20 სთ მუშაობას, ეს ასე არ არის

მაგდა დოლიძე

Next Post
Twitter-ის CEO: ადამიანები ფიქრობენ, რომ წარმატება ნიშნავს დღეში 20 სთ მუშაობას, ეს ასე არ არის

Twitter-ის CEO: ადამიანები ფიქრობენ, რომ წარმატება ნიშნავს დღეში 20 სთ მუშაობას, ეს ასე არ არის

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
ივნისში საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი შემცირდა

ივლისში მშენებლობა წლიურ ჭრილში 5.6%-ით გაძვირდა – საქსტატი

ივლისი 14, 2026
ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ტრამპმა იაპონურ ავტომობილებზე ტარიფების შემცირების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ივლისი 14, 2026
პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

პუტინის თქმით, უკრაინაში დასავლური ჯარი მისთვის კანონიერი სამიზნე იქნება

სექტემბერი 5, 2025
პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

პატარა ბაზარი, დიდი შესაძლებლობები — როგორ ვაქციოთ საქართველოს მცირე ზომა უპირატესობად

აპრილი 8, 2025
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

EUcasino: Quick‑Play Slots und Live‑Action für schnelle Gewinne

აგვისტო 3, 2026

Pistolo Casino Review – Rychlé výhry a intenzivní hraní

აგვისტო 3, 2026

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026

Recent News

EUcasino: Quick‑Play Slots und Live‑Action für schnelle Gewinne

აგვისტო 3, 2026

Pistolo Casino Review – Rychlé výhry a intenzivní hraní

აგვისტო 3, 2026

Gransino Casino: Vincite Veloci e Gioco Veloce per Sessioni Brevi

აგვისტო 2, 2026

Reels Grande – Quick Play Slots for Instant Wins

აგვისტო 2, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result