Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • რეიტინგი

Bloomberg: „როგორ დაჰაკეს რუსმა ჯაშუშებმა მთელი საქართველო“

by Salo Papalashvili
October 21, 2024
in მსოფლიო, პოლიტიკა, რეგიონი, საქართველო, ყველა სიახლე
0
Bloomberg: „როგორ დაჰაკეს რუსმა ჯაშუშებმა მთელი საქართველო“
0
SHARES
0
VIEWS

ამერიკულმა გამოცემა Bloomberg-მა სტატია გამოაქვეყნა სათაურით: „როგორ დაჰაკეს რუსმა ჯაშუშებმა მთელი საქართველო“. Bloomberg-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ რუსი ჯაშუშები, წლების განმავლობაში, საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და მსხვილ კომპანიებს აკვირდებოდნენ და აგროვებდნენ ინფორმაციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოტენციური საბოტაჟისთვის. გამოცემის ინფორმაციით, ჰაკერული კამპანია 2017-2020 წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

Bloomberg News-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტებისა და ტექნიკური ანგარიშების თანახმად, რუსმა ჰაკერებმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, ეროვნულ ბანკსა და ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო საკვანძო პროვაიდერებში შეაღწიეს. რუსულ დაზვერვას ამ წლებში წვდომა ჰქონდა ქართულ ელექტროენერგიის კომპანიებთან, ნავთობტერმინალებთან, მედიაპლატფორმებთან და სამთავრობო უწყებებთან.

Bloomberg-ისა და ევროპული სამთავრობო წარმომადგენლების მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, რუსეთის სადაზვერვო სააგენტოსთან დაკავშირებულმა ჰაკერების ჯგუფმა გატეხა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელფოსტა და, სავარაუდოდ, მოიპოვა წვდომა მის  ნაწილზე, ასევე რამდენიმე მედიაორგანიზაციაზე, მათ შორის „იმედსა“ და „მაესტროზე“. დოკუმენტების მიხედვით, FSB-ს ორი წლის განმავლობაში წვდომა ჰქონდა საქართველოს რკინიგზის ეროვნული კომპანიის IT-სისტემის ნაწილზე.

გარდა ამისა, ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, ჰაკერების ჯგუფმა ერთთვიანი ოპერაციის შედეგად, შეაღწია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უმაღლესი თანამდებობის პირების ელექტრონულ ფოსტაში და მოიპოვა საქართველოს საელჩოების მონაცემები მთელი მსოფლიოდან. ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, მაღალჩინოსნები საქართველოში დასავლეთის მხრიდან რუსეთის შესაძლო ჰაკერული თავდასხმის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ, თუმცა უცნობია, მოჰყვა თუ არა ამას რაიმე ქმედება ქართული მხარისგან.

Bloomberg-ის ცნობით, 2019-2020 წლებში კიბერთავდასხმების სამიზნე გახდა საქართველოს ეროვნული ბანკიც. კერძოდ, რუსულმა მხარემ წვდომა მოიპოვა ბანკში მომუშავე პერსონალის ელფოსტის დიდ ნაწილზე, რაც მათ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების საშუალებას აძლევდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე ეროვნულმა ბანკმა უარი განაცხადა.

გამოცემის ინფორმაციითვე, 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში რუს ჯაშუშებს წვდომა ჰქონდათ კომპანია „თელასის“ თანამშრომლების მიმოწერასა და შიდა კამერების მეშვეობით მათ მუშაობასაც აკვირდებოდნენ. ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, თავდასხმების უკან რუსეთის სადაზვერვო სააგენტო იდგა. ენერგეტიკულ სახელმწიფო კომპანიაში შეღწევა კი პროგრამული უზრუნველყოფის – GreyEnergy-ის საშუალებით განხორციელდა. თუმცა კომპანია „თელასის“ წარმომადგენლის, ვალერი ფანცულაიას განცხადებით, ამ პერიოდში ინფორმაციის გაჟონვისა თუ ჰაკერული თავდასხმის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. გამოცემის ცნობით, 2017-2020 წლებში რუსეთის ჰაკერული კამპანიის ფარგლებში ასევე მოექცნენ ბათუმის ნავთობტერმინალი, ტელეკომუნიკაციების ოპერატორი Skytel-ი და ა.შ.

Bloomberg-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროზე სათვალთვალო ოპერაცია ჩაატარა ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც Turla-ს სახელითაა ცნობილი. აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, Turla რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განყოფილების – Center 16-ის ნაწილია. განყოფილება ქალაქ რიაზანში ოპერირებს და 2004 წლიდან ათეულობით ქვეყანაში აქვს ჩატარებული ჰაკერული თავდასხმები. გამოცემის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ქსელში Turla 2020 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში შეიჭრა და მოიპარა მონაცემები 114-ჯერ, ჯამში დაახლოებით 2.1 გიგაბაიტის მოცულობის.

საინტერესოა, რომ აღნიშნულ სტატიაში გამოცემა ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და არჩევნებზეც მსჯელობს და წერს, რომ „ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული და სავაჭრო გზების სასიცოცხლო კარიბჭე საქართველო, სულ მცირე, ორი ათწლეულის განმავლობაში ცენტრალური ფიგურა იყო აღმოსავლეთ-დასავლეთის გეოპოლიტიკურ ბრძოლაში“. Bloomberg-ის შეფასებითვე, ამ ბრძოლაში საქართველოს როლი კიდევ უფრო აშკარა ახლა, შაბათს გასამართ არჩევნებამდე გახდა.

Bloomberg-ის ანგარიშში აღნიშნულია ისიც, თუ როგორ გაფართოვდა კრემლის გავლენა კავკასიის თითქმის ოთხმილიონიან ქვეყანაში მაშინ, როდესაც საქართველო ცდილობდა თავი დაეღწია მოსკოვის გავლენისგან ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზით. გამოცემის თანახმად, „2004 წლის პროდასავლური ვარდების რევოლუციის შემდეგ“, საქართველოსა და რუსეთს შორის მტრობა კიდევ უფრო გამძაფრდა. ამ მტრობამ კი ახალი იმპულსი 2022 წელს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეიძინა.

„საქართველო მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინაშე დგას, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს, ქვეყანა განაგრძობს დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობებს, თუ მოსკოვისკენ შებრუნდება. ერთმანეთს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მმართველი „ქართული ოცნების“ პარტია და ოპოზიციური ძალები დაუპირისპირდებიან, რომელთა მტკიცებითაც, საქართველო ზურგს აქცევს აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებს და პუტინის რეჟიმის მხარეს გადადის“, – ვკითხულობთ Bloomberg-ის სტატიაში.

ამერიკული გამოცემა „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონზე, ვაშინგტონის მხრიდან, „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის“ 60-ზე მეტი ქართველისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზეც წერს და ასევე აღნიშნავს, რომ საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერაზე და გახდა იმპორტის გამტარი, რომელიც მიზნად შეზღუდვების თავიდან აცილებას ისახავს.

Previous Post

როგორ ჩაიარა თიბისის ჰაკათონმა – TechXplore

Next Post

Baden Bower’s PR Strategies Deliver Guaranteed Publicity and Tangible Results

Salo Papalashvili

Next Post
Baden Bower’s PR Strategies Deliver Guaranteed Publicity and Tangible Results

Baden Bower's PR Strategies Deliver Guaranteed Publicity and Tangible Results

Stay Connected test

  • 24k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 29, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026

Recent News

Casinova: Quick‑Hit Slots per Vincite Rapide

June 14, 2026

Raz ed Casino: Quick Spin Wonderland for Crypto Enthusiasts

June 14, 2026

NV Casino – Quick‑Hit Slots and Rapid Play for the Modern Gamer

June 14, 2026

21Bit Online Casino: Schnell‑Feuer Gaming für den modernen Spieler

June 13, 2026
NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result