Subscribe
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები
  • ყველა სიახლე
    • ბიზნესი
    • ეკონომიკა
    • ფინანსები
    • პოლიტიკა
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • ტექნოლოგიები
    • ყველა სიახლე
  • Forbes პერსონა
    • ინტერვიუ
    • ანტრეპრენიორები
    • მენეჯერები
  • Forbes Life
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოგზაურობა
    • სტილი
    • რჩევები
  • მოსაზრება
    • რედაქტორის სვეტი
    • ბლოგები
    • ოპედი
    • CopyPaste
  • 30u30
    • თბილისის ბიზნეს ისტორიები
    • Forbes Auto
    • Forbes Culture
    • Forbes GREEN
    • Forbes Science
    • Forbes Sport
    • FORBES TECH
  • პროექტები
    • 30 Under 30
    • Forbes Banker
    • Forbes Infrastructure
    • Forbes Property
    • Forbes Georgia in English
    • HEALTH
    • Forbes Woman
  • ღონისძიებები

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

by Forbes.ge
May 18, 2023
in პარტნიორის კონტენტი, ყველა სიახლე
0
ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 
0
SHARES
0
VIEWS

თანამედროვე ბიზნესის საქმიანობა ელექტრონული კომერციის გარეშე წარმოუდგენელია. ამაზე სტატისტიკაც მოწმობს – ინტერნეტში 24 მილიონზე მეტი ელექტრონული კომერციის ვებგვერდი ფუნქციონირებს, ხოლო ინდუსტრიის ბრუნვა 5 ტრილიონ აშშ დოლარს მიუახლოვდა. გლობალურმა პანდემიამ კი ბიზნესის გაციფრულების პროცესი დააჩქარა, რადგან საყოველთაო შეზღუდვები გამო ონლაინ ვაჭრობა  ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მცირე და საშუალო ბიზნესში გაჩნდა მოთხოვნა შესაბამისი  კომპეტენციის ადამიანებზე. სწორედ ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, იქომერს  ასოციაცია – საქართველომ, თიბისიმ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ   ელექტრონული კომერციის აკადემია დააფუძნეს. სულ ახლახან კი აკადემიამ პირველი კურსდამთავრებულები გამოუშვა.

ელექტრონული კომერციის აკადემიის პირველი კურსზე სწავლა 5 აპრილიდან 16 ივლისამდე გრძელდებოდა. კურსზე სულ 20 სტუდენტი ჩაირიცხა. სასწავლო კურსი მოიცავდა ექვს თეორიულ და სამ  ინტეგრირებულ პრაქტიკულ მოდულს. კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა ცოდნა მიიღეს ინდუსტრიის მოწინავე პროფესიონალებისაგან, გაეცნენ მაგალითებს რეალურ ბიზნეს ქეისებზე დაყრდნობით და დასახეს გზები საკუთარი ელექტრონული კომერციის პროექტების გასაუმჯობესებლად.

ლექციები ფიზიკურ სივრცეში, თიბისის ტრეინინგ ცენტრში მიმდინარეობდა, სადაც ლექტორებთან უშუალო კომუნიკაციისას სტუდენტებს შეეძლოთ თავიანთ არსებულ ელექტრონულ კომერციის პროდუქტებზე რეკომენდაციები მიეღოთ.

ანა ნადირაძე ერთ-ერთი კურსდამთავრებულია, ის ამბობს, რომ ელექტრონული კომერციის აკადემიის კურსმა მის მოლოდინს გადააჭარბა, რადგან „არ ყოფილა არცერთი მოდული, ლექცია, რომელიც ფუჭად დახარჯულად ჩაითვლებოდა, არამედ, პირიქით, თითოეული მოდული იყო სიახლეებითა და პრაქტიკული რეკომენდაციებით დატვირთული. ლექტორები იყვნენ მომზადებულები და საჭიროების შემთხვევაში მზად იყვნენ პირადი კონსულტაციებისთვისაც. სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა კი ლექციას მეტად ინტერაქციულსა და ღირებულს ქმნიდა.

კურსის ფარგლებში მიმოვიხილეთ ყველა პროცესი, რაც ბიზნესის გაციფრულებას ახლავს თან. საშუალება მომეცა აუდიტორიისთვის გამეცნო ჩვენი სტარტაპი horsetours.ge, რომელიც წარმოადგენს საცხენოსნო ტურების პლატფორმას და მიმეღო რეალური უკუკავშირი მათგან, რაც ჩვენთვის, როგორც დამწყები ბიზნესისთვის, უმნიშვნელოვანესია. ჩვენ უკვე დავიწყეთ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინება, კერძოდ კი, განვახორციელეთ SEO ოპტიმიზაცია, User Person-ის სიღრმისეული კვლევებითა და სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით დავავიწროვეთ აუდიტორია და გავხადეთ ჩვენი კომუნიკაცია მომხმარებლებთან კიდევ უფრო პროდუქტიული და ზუსტი,“ – თავის გამოცდილებას გვიზიარებს ანა.

კურსის ხელმძღვანელი მარიამ ხიზანაშვილი გვიყვება, რომ სტუდენტებმა ელ. კომერციის მართვის სრული ციკლი შეისწავლეს, რაც აერთიანებდა როგორც ბიზნესის სტრატეგიულ ნაწილს, ისე ელ. კომერციის ტექნოლოგიურ, ოპერაციულ და ანალიტიკურ მხარეს.

მარიამის თქმით, კურსი მოიცავდა ელექტრონული კომერციის სრულ, 360 გრადუსიან ციკლს. მოდულარული სწავლების გზით, კურსდამთავრებულები შეძლებენ მიღებული ცოდნა გამოიყენონ თავიანთი ბიზნესის გასაზრდელად ან დასაქმდნენ მენეჯერულ პოზიციებზე ციფრული პროდუქტების განვითარების კუთხით.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ელექტრონული კომერციის სწორი დაგეგმვისა და მართვის გამოცდილებით, კომპანიები, მეწარმეები თუ დასაქმების მსურველი პირები შეძლებენ, რომ შექმნან მაღალი  ხარისხის ონლაინ ვაჭრობის გამოცდილება, მოიპოვონ მომხმარებლის ნდობა და გაზარდონ ბიზნესი. ელექტრონული კომერცია ინტერსექციული და მრავალპროფილური დარგია, ჩვენი აკადემიის კურსდამთავრებულებმა იციან არა მარტო ელექტრონული კომერციის რომელიმე კონკრეტული ასპექტი, არამედ სრულ ციკლზე აქვთ ცოდნა და კომპეტენცია, რათა  შეძლონ მისი წარმატებით დაგეგმვა, დანერგვა და მართვა. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ელექტრონული კომერციის დარგის პროფესიონალიზაციას და ზრდას ჩვენს ქვეყანაში,” – ამბობს მარიამ ხიზანაშვილი.

ელექტრონული კომერციის აკადემია ჩამოყალიბდა მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესისათვის ონლაინ ვაჭრობის განვითარება სურს, ამასთან ელექტრონული კომერციის სექტორში მომუშავე დამწყები ან საშუალო დონის პროფესიონალებისთვის და ელექტრონული კომერციის სექტორში დასაქმების მსურველებისთვის, რომელთა მიზანი კვალიფიკაციის ამაღლება და ციფრული პროდუქტების განვითარების კუთხით მენეჯერული პოზიციების დაკავებაა.

აკადემიის პარტნიორია თიბისი, რომლისთვისაც მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და ელექტრონული კომერციის განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. თიბისიმ გასული წლების განმავლობაში არაერთი პროექტი წამოიწყო ბიზნეს პროცესების გაციფრულების და ელექტრონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით.

ელექტრონული კომერციის აკადემიის კიდევ ერთი მხარდამჭერია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, რომელთან ერთადაც აკადემია,  საერთაშორისო პარტნიორების – eTrade Alliance-ისა და ლათინური ამერიკის ელ. კომერციის ასოციაციების ქსელის eCommerce Institute-ის დახმარებით, სექტემბრიდან გადაამზადებს ელექტრონული კომერციის ტრენერებს სწავლა-სწავლების ინტერაქტიულ მეთოდოლოგიაში, ხოლო უშუალოდ აკადემიის თანამშრომლებს კურსის ორგანიზებისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

ასევე, ელექტრონული კომერციის აკადემიის მხარდამჭერია Mastercard, რომლის ფინანსური დახმარებითაც რამდენიმე სტუდენტმა კურსზე სრული დაფინანსებით შეძლო სწავლა.

ელექტრონული კომერციის აკადემიაში შემდეგი მიღება სექტემბრიდან გამოცხადდება, ხოლო სწავლა 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

Previous Post

შვედეთმა საფრანგეთი ჩამოიტოვა და ევროპაში ენერგიის უმსხვილესი წმინდა ექსპორტიორია

Next Post

ეთიკური ქცევის მნიშვნელობა და რეგულირება საფინანსო-საინვესტიციო სფეროში

Forbes.ge

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

Next Post
ეთიკური ქცევის მნიშვნელობა და რეგულირება საფინანსო-საინვესტიციო სფეროში

ეთიკური ქცევის მნიშვნელობა და რეგულირება საფინანსო-საინვესტიციო სფეროში

Stay Connected test

  • 23.9k Followers
  • 99 Subscribers
  • Trending
  • Comments
  • Latest
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

ბეზოსი $6.2-მილიარდიან AI-სტარტაპს აარსებს და მისი თანახელმძღვანელი იქნება

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო მიმწოდებლად დაასახელა

April 12, 2026
Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

Moderna კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური მიწოდებისთვის ემზადება

0
ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

ცუკერბერგი ყველა თანამშრომელს მადლიერების დღისთვის ერთკვირიან არდადეგებს აძლევს

0
ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ახალი სახეობა ვრცელდება – მკვლევარები

0
პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

პარიზში Disneyland-ი კიდევ ერთხელ დაიხურა

0
როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

როგორ ეხმარება Justice League-ი ბიზნესებს ციფრულ ეპოქაში?

April 6, 2026
Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

Martin Lindstrom – the World’s #1 Branding Expert – Leads the Rebranding of Archi

March 17, 2026
მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

მარტინ ლინდსტრომმა – ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში – „არქის“ რებრენდინგი განახორციელა

March 17, 2026
თებერვალში ფულადი გზავნილები 26.9%-ით შემცირდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

ოქტომბერში ფულადი გზავნილები 13.4%-ით გაიზარდა – საიდან გადმორიცხეს ყველაზე მეტი?

November 17, 2025

Recent News

NewsLetter

სიახლეები თქვენს ინბოქსში

Facebook Instagram Linkedin Tiktok X-twitter Youtube

კატეგორიები

  • ახალი ამბები
  • პროფილი
  • მოსაზრებები
  • რეიტინგი
  • ღონისძიებები
  • გამოცემები
  • 30 Under 30
  • Forbes Women
  • Forbes
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • სარედაქციო კოდექსი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • კონტაქტი

Developed By Web Features © 2026 All Rights Reserved

No Result
View All Result